Home Blog Page 2117

Коба Кобаладзе и Джуаншер Бурчуладзе посетили тренировку клуба по регби “Армия”

 

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, министр обороны Грузии Джуаншер Бурчуладзе и командующий Силами Обороны Гиоргий Матиашвили посетили тренировку клуба по регби “Армия”, которая проходила на “Авчала Арена” и побеседовали с членами команды.

Во время встречи члены команды рассказали о тех нуждах, которые стоят перед командой “Армия”. Коба Кобаладзе и Джуаншер Бурчуладзе обещали регбистам помощь и поддержку в преодолении существующих вызовов и проблем и пожелали игрокам успехов в будущих состязаниях.

Напомним, что “Армия” проиграла финальную встречу большой 10-ки “Орлам” Озургети, которая состоялась 6 мая. Команда еще не завершила борьбу за Большую 10-ку. У “Армейцев” впереди еще 2 матча с обладателем девятого места Большой 10-ки “Академией”. Первую игру “Армия” с “Академией” проведет 20 мая в 15:00 на “Авчала Арене”.

 

На встрече также присутствовали первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николай Квезерели, советник директора Владимир Имнадзе, президента клуба “Армия” Ираклий Султанишвили и менеджмент команды.

Клуб по регби “Армия” в правление Государственной службы по делам ветеранов был передан в 2019 году; а 18 января 2022 года Министерство Обороны стало соучредителем клуба, что является еще одним существенным условием для повышения мотивации “Армейцев” и преодоления стоящих перед ними вызовов.

Koba Kobaladze and Juansher Burchuladze attended training of Rugby Club “Army”

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, together with Juansher Burchuladze, Minister of Defense, and Giorgi Matiashvili, Commander of the Defense Forces of Georgia, attended the training of the Rugby Club “Army” at the “Avchala Arena” and had a conversation with the rugby players.

At the meeting, the team members talked about the challenges that the Rugby Club “Army” is facing. Koba Kobaladze and Juansher Burchuladze promised assistance and support to the rugby players in overcoming the existing challenges and wished them success in the upcoming games.

As a reminder, the Rugby Club “Army” lost to Ozurgeti “Eagles” in the final match of Big 10 held on May 6. The team’s battle for the Big 10 is not over yet. Two more matches are awaiting for “Army” ahead, against “Academia”, that is the holder of the ninth place in the Big 10. “Army” will play its first game against “Academia” on May 20 at 15:00 at the “Avchala Arena”.

The meeting was also attended by Nikoloz Kvezereli, the deputy director of the State Service of Veteran Affairs, Vladimir Imnadze, the director’s advisor, Irakli Sultanishvili, the president of the the Rugby Club ”Army”, and the team management.

The Rugby club “Army” was transferred to the State Service of Veteran Affairs under management in 2019; On January 18, 2022, the Ministry of Defense became a co-founder of the club, which is another important condition for raising the motivation of the members of “Army” and overcoming the challenges they face.

უკრაინის უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავეს.

კერძოდ, საუბარია უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი სერგეი ლეშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ ქრთამის სახით 2,7 მილიონი დოლარის აღების ფაქტზე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს.

მისი ინფორმაციით, მოსამართლის სახლში საგამოძიებო ქმედებები გრძელდება.

ადგილობრივი დროით 12:00 საათზე უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

https://www.facebook.com/nabu.gov.ua/posts/pfbid02QJxGUAXKLzQ5MQyvGAgHtaVbLbQkCiEiR8HpZio6KiEXrrGbXiBGBTFQUQLrpSJvl

ნიუ მექსიკოს შტატში 18 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი მოკლა

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ ფერმინგტონში, 18 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი მოკლა, 9 კი დაჭრა. დაშავებულებს შორის 2 პოლიციელია.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. წინასწარი მონაცემებით, 18 წლის ახალგაზრდა მარტო მოქმედებდა, დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

“ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ -უკრაინის ომის 447 -ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმები კონცენტრირებულია ბახმუტსა და მარინკაზე.

„ქალაქ ბახმუტისთვის „ცხელი“ შეტაკებები გრძელდება. ქალაქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების გარდა, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით“, – აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს მრავალი თავდასხმა ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.

მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, ოსტრომას, გეორგიევკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბეს.

ამასთან, რუსულ ძალებს, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები თითქმის არ ჩაუტარებიათ, თუმცა სოფელ სპორნოეზე ავიადარტყმა განახორციელეს. ასევე, არტილერიის გამოყენებით დაბომბეს მაკეევკა და ბელოგოროვკა (ლუგანსკის ოლქი) და ვერხნეკამენსკი და სპორნი (დონეცკის ოლქი).

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams 31 ტანკის ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

“შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში”, – აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. მისი განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩავლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის “ევროპის მშვიდობის ფონდიდან” 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა. ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. ეს ფონდიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მერვე ტრანში იქნებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, უნგრეთი, სავარაუდოდ, ითხოვს გარანტიებს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი მომავალში გლობალურ ჰორიზონტს შეინარჩუნებს და მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის არ იქნება გამოყენებული.

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზანსწრაფულობა და მონდომება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების მხარდაჭერით დაბრკოლებებს და სირთულეებს ადვილად გადალახავთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ მენეჯმენტს ხელფასის გაზრდა სთხოვოთ. დროა, ოცნებებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები განახორციელოთ.

კურო

გარშემო მყოფებზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. აუცილებელი არ არის რჩევა და დახმარება შესთავაზოთ ადამიანს, რომელსაც ეს არ უთხოვია. უმჯობესია საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ, რომლებიც ბლომად დაგიგროვდათ. ემოციურ ფონზე ურთიერთობებში პრობლემები გელით.

ტყუპები

ეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში, ზედმეტი სტრესის გარეშე გაატაროთ. ზედმეტი აქტიურობა და გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება საქმე დააზიანოს. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, რაც რთული საქმეების კეთებაში გეხმარებათ. დროა, ფულის დაზოგვაზე ან დამატებითი შემოსავლის პოვნაზე იზრუნოთ. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ ან სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ეცადეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ ჩამორჩეთ და ბედის მინიშნებები დაინახოთ. ამ დღეს ემოციები მხოლოდ ხელს გიშლით, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

ქალწული

თუ ბოლო დღეებში დაგროვილმა ემოციურმა სტრესმა ამოხეთქა, სკანდალის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, რომ პრობლემებს თავი დააღწიოთ, დაისვენოთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულში დატოვოთ მოვლენები ან ადამიანები, რომლებთანაც უარყოფით ემოციები გაკავშირებთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, თუმცა სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ შეგიძლიათ თუ არა ყველა პირობის შესრულება და ღირს თუ არა გარისკვა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კამათს თავი მოარიდოთ – ამ დღეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა არ უნდა სცადოთ – მაინც არაფერი გამოვა. უმჯობესია საკუთარი ემოციები და ნერვები დაზოგოთ და მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა სახლის დასუფთავების ან მცირე რემონტისთვის. მით უმეტეს, რომ ოჯახის მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს გამორჩეულ ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ გირჩევთ, ნებისმიერი მოწვევა მიიღოთ და საინტერესო ადგილები მოინახულოთ. კარგი იქნება თუ უსარგებლო საუბრებზე დროს არ დაკარგავთ და დაწყებულ საქმეს დროულად დაასრულებთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოს, ამიტომ მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

თხის რქა

ახლობელი ადამიანის ნათქვამიდან ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გირჩევთ ინფორმაცია გადაამოწმოთ და წვრილმანები გაარკვიოთ. შესაძლოა, მოგვიანებით შეხედულება შეიცვალოთ და გადაწყვეტილება ინანოთ.

მერწყული

გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. ეს დღე პირადი ცხოვრებისა და მიმდინარე საქმეების მოწესრიგებას უნდა დაუთმოთ. საოჯახო საქმეების კეთება ემოციურად განტვირთვაში დაგეხმარებათ. პარტნიორისთვის საკუთარი გრძნობების დემონსტრირება ნუ მოგერიდებათ – ეს თქვენს ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

თევზები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გამორიცხული არ არის,რომ რაღაც მოვლენა ან ადამიანი წარსულში დატოვოთ, თუმცა მის ადგილს მალე რაღაც ახალი და საინტერესო დაიკავებს. მოულოდნელი შემოსავლის მიღება გელით. გირჩევთ, საღამოს საყვარელი საქმით დაკავდეთ ან, უბრალოდ, დაისვენოთ.

“უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, ნატო-ს კარი რჩება ღია”-სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბარს აზრი არ ექნება, თუ ქვეყანა ომში ვერ გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში.

მისივე თქმით, ივლისში სამიტზე შეხვედრისას ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო გზავნილები ექნებათ, რაც მრავალი გზით გამოიხატება.

„როდესაც საქმე გაწევრიანებას ეხება, ველოდები, რომ ნატო-ს მოკავშირეები იტყვიან, უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ეს არაერთხელ ითქვა. უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, არამედ ამას წყვეტს უკრაინა. სწორედ ნატო-ს მოკავშირეები წყვეტენ გაწევრიანების საკითხებს და, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი რჩება ღია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე მის წინამორბედთან, ანდრეს ფოგ რასმუსმენთან ინტერვიუს დროს.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის მრავალწლიანი პროგრამის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ქვეყანას საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებსა და აღჭურვილობაზე გადასვლაში.

„ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა გადაუდებელი ამოცანაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე იყო”-პოლიტიკასლაიდერი შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იყო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც.

პაპუაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით დუმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც, მისივე განმარტებით, მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ.

„რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გავლენას, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წელიწად-ნახევარი ვსაუბრობდით, რომ საქართველო იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანიის ობიექტი და სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. ეს იყო მთელი კასკადი ტყუილის, დეზინფორმაციისა, შარლატანი ექიმებისა, შარლატანი ადვოკატებისა, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს იყო წამება, მოწამვლა, უცხოელი, არაუცხოელი, ჩართული იყო მთელი კოჰორტა ადამიანებისა, რომლებიც დღისით, მზისით საქართველოს სდებდნენ ბრალს, თითქოს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის წამება. ამ ყველაფერს ჩუმად და ხმის ამოღების გარეშე შესცქეროდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ ხოლმე და აბსოლუტურად ჩუმად იყვნენ, ერთი ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით. ისინი მარტო მაშინ საუბრობენ დეზინფორმაციაზე, როდესაც მათ დონორებს ეხებათ საკითხი, როცა მათ ქვეყანას ეხება, ჩუმად არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი კავშირი ქართულ საზოგადოებასთან, მით უმეტეს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრის რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ნციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას, პაპუაშვილის შეფასებით, „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაძლიერდება ქართული დემოკრატია“. „ეს არის ფორმულა, ამიტომ ამ კუთხით ვუყურებ ამ ყველაფერს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

“ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”- ჭოუ ციენი

ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით, ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად, დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, ჩინეთის ქმედებები ყოველთვის თანმიმდევრულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. მან პარალელი გაავლო ოკუპირებულ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და ტაივანს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას გააგრძელებს. ელჩის თქმით, ქართული საზოგადოება მარტივად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ჩინეთისთვის ტაივანის ხელისუფლების ქმედებები, ვინაიდან ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს.

„ჩინეთი პატივს სცემს გაეროს წესდების პრინციპებსა და მიზნებს, მისი ქმედებები ყოველთვის თანმიმდევრულია, განსაკუთრებით კი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მხრივ, იგი არასდროს იყენებს ორმაგ სტანდარტებს. ამის საპირისპიროდ ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ს მეთაურობით ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად დაუფიქრებლად ფეხქვეშ თელავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ცოტა ხნის წინ ტაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინ ვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტისა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. ტაივანი და აშშ იმეორებენ რომ ცაი ინ ვენი ტექნიკური მიზეზით გაჩერდა აშშ-ში. როდესაც ასეთი დონის ოფიციალურ პირებთან ეწყობა შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი ასეთი განცხადება დამაჯერებელია? ტაივანის ლიდერის ე.წ. ტრანზიტით გაჩერება არის ფარსი, მისი მიზანია დიპლომატიური გარღვევა და ტაივანის დამოუკიდებლობის პროპაგანდირება. ვფიქრობ, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო მოხელეების ფარული ვიზიტების და ე.წ. შეხვედრების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ქართველი მეგობრები ადვილად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ტაივანის საკითხი და ტაივანის ხელისუფლების ქმედებები. იმედი გვაქვს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გააგრძელებს ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას და ყურადღებას მიაქცევს ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლების აქტივობას საქართველოში და გავაგრძელებთ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე”-მდინარაძე

რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, რომ 2019 წლის შემდეგ კი არ შეცვლილა სიტუაცია, 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რამ მოხდა,  მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ეს გადავშალეთ და თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას უკრაინის ომის გამო? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა: „ახლა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოში რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა.

„ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ  ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე. სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ რუსებს მოუხსნა სანქციები, არის კარგი და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწესოს დე ფაქტო თუ დე იურე სანქციები, ეს არის ცუდი. ამ ლოგიკას ასაღებენ საზოგადოებას. ეს ლოგიკა არ გავა, ამ ანკესზე საზოგადოება არ წამოეგება“, – განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ხვალინდელი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, ხვალინდელი დღის განმავლობაში მცირე დასაბუთებით წარმოადგინოს მათთვის მისაღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, განსაზღვრონ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი.

„ოპოზიციასთან გვაქვს გარკვეული შეთავაზება. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. თუმცა ჩვენი პოზიციით ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მცირე, მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ იმასთან დკავშირებით, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს. ამიტომ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებულ პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მათთვის მისაღები, რატომ დაუჭერენ კონკრეტულ ადამიანებს მხარს. შედეგების შესახებ, არის თუ არა თანხვედრა, კონსენსუსის შანსი ამასთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.