“სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე იყო”-პოლიტიკასლაიდერი შალვა პაპუაშვილი

150
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იყო დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც.

პაპუაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით დუმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც, მისივე განმარტებით, მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ.

„რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გავლენას, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წელიწად-ნახევარი ვსაუბრობდით, რომ საქართველო იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანიის ობიექტი და სამიზნე, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. ეს იყო მთელი კასკადი ტყუილის, დეზინფორმაციისა, შარლატანი ექიმებისა, შარლატანი ადვოკატებისა, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს იყო წამება, მოწამვლა, უცხოელი, არაუცხოელი, ჩართული იყო მთელი კოჰორტა ადამიანებისა, რომლებიც დღისით, მზისით საქართველოს სდებდნენ ბრალს, თითქოს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის წამება. ამ ყველაფერს ჩუმად და ხმის ამოღების გარეშე შესცქეროდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მილიონობით დაფინანსება აქვთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ამხილონ ხოლმე და აბსოლუტურად ჩუმად იყვნენ, ერთი ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით. ისინი მარტო მაშინ საუბრობენ დეზინფორმაციაზე, როდესაც მათ დონორებს ეხებათ საკითხი, როცა მათ ქვეყანას ეხება, ჩუმად არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი კავშირი ქართულ საზოგადოებასთან, მით უმეტეს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრის რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ნციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას, პაპუაშვილის შეფასებით, „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაძლიერდება ქართული დემოკრატია“. „ეს არის ფორმულა, ამიტომ ამ კუთხით ვუყურებ ამ ყველაფერს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.