Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ:

ბოლო პერიოდში, ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც.

გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.

დავიწყოთ სავალუტო შემოდინებებით. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქონლით საგარეო ვაჭრობაა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებისა და იმპორტის ზრდის ტემპის შენელების – ერთჯერადი ფაქტორების გარეშე – ფონზე, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის მშპ-სთან შეფარდებამ ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ექსპორტის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ ავტომობილების რეექსპორტი იყო, თუმცა მცირედი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტშიც, დიდწილად ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ქვეჯგუფში. რაც შეეხება იმპორტს, წლიური ზრდის ტემპის შენელება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცალკეული პროდუქტით არ არის განპირობებული, თუმცა აღსანიშნავია ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება, რაც, რაოდენობრივთან ერთად, ფასების შემცირების ეფექტსაც ასახავს.

სავალუტო შემოდინებების მორიგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი გზავნილებია, რომლებიც ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში უფრო სტაბილური წყაროებიდან გზავნილები (რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გარეშე) წლიურად 11%-ით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების 83% შეადგინა. მათ შორის, ევროკავშირსა და აშშ-ზე 65% მოდიოდა. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში, პირველად 2023 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, ჯამურ გზავნილებში წლიურად დადებითი ზრდა დაფიქსირდა. 

მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?”, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი პოზიციაც უცვლელია. ამავდროულად, შენელება იკვეთება ტურიზმიდან შემოსავლებში, რომლებიც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაკადი სავალუტო შემოდინებებიდან. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯები აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში შედარებით გააქტიურებულია.

ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი შეფასება, რომელიც აერთიანებს საქონლით წმინდა საგარეო ვაჭრობას, წმინდა ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან წმინდა შემოსავლებს, 2025 წელს უმჯობესდება, რაც ლარის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

მეორე ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მსოფლიო ბაზარზე დოლარის ამჟამინდელი სისუსტეა. წლის დასაწყისთან შედარებით, დოლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი ეფექტური ინდექსი 7.5%-ით არის გაუფასურებული. დოლარის გაუფასურება აშშ-ის ეკონომიკის შესახებ მნიშვნელოვნად გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რაზეც დეტალურად ჩვენს წინა პუბლიკაციაში ვისაუბრეთ. დამატებით, გამოვყოფთ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა ერთდროულად საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკით ხასიათდება, რაც, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი სცენარია და, ამდენად, ამერიკისათვის საკმაოდ იშვიათ და საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს. მომატებული გაურკვევლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება,  მათ შორის ჩვენ მიერ შემუშავებული ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია.

დავუბრუნდეთ ლარს და მესამე მთავარ ფაქტორს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს – შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება. ამ მიმართულებით, გამოვყოფთ, ერთი მხრივ, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის წინა თვეებთან შედარებით შენელებას და, მეორე მხრივ, გარკვეულ პირველად ნიშნებს წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციის კუთხით. შესაბამისად, ისევ რელევანტურია ე.წ. „კარგი დროის ბუფერი”, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სენტიმენტებში რაიმე სტრუქტურული ცვლილების შესახებ საუბარი ჯერჯერობით კვლავ ძალზე ნაადრევია.

ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება მისცა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. ცნობილია, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 102 მილიონი დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია.

მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების მიუხედავად, ლარის შედარებით ზომიერი გამყარება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რისი არგუმენტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარმოვადგინეთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ არგუმენტებს. პირველი, სებ-ისთვის რეზერვების შევსება, წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, პრიორიტეტულია. მეორე, საბაზო სცენარში ინფლაციის პროგნოზი, წლის განმავლობაში მცირედით ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან აჩქარებას არ მოიაზრებს, ამიტომ ინფლაციის შესამცირებლად გაცვლითი კურსის გამყარების აუცილებლობა ერთი შეხედვით დღის წესრიგში არ დგას.

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ, დოლართან ლარის მცირედი გამყარების ფონზე, კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან წონასწორულ შეფასებებზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ  ბმულზე .

R

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძე დღეს „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით ისაუბრებს

x

დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძეს ელოდებიან, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს, ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს. მთავარი საკითხი „იმედის“ დარბევა იქნება.

2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. შეიარაღებული ნიღბიანი ძალოვნები შენობაში შევიდნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და აპარატურა დალეწეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებები.

დარბევისა და „ტელეიმედის“ ხელში ჩაგდების შემდეგ იყო რამდენიმეთვიანი პაუზა. უკანონოდ მითვისებული „ტელეიმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა დასრულდა.

კომისიის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ ქალაქში კი მზიან ამინდსაც პროგნოზირებენ.

ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა, +9 გუდაურშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე მაღალი, +24 – რუსთავში. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები +23 გრადუსს პროგნოზირებენ.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: 

გაგრა +18 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +20- მზიანი

მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +18 – მზიანი

ბათუმი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

ოზურგეთი +20 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +19 – უმეტესად მზიანი

ახალციხე +19 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +14 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი +12 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +20 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +12 – უმეტესად მზიანი

გუდაური +9 – მზიანი

თელავი +23 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +24 – – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +23 – მზიანი

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ავრცელებენ.

„დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მოვხსნათ სირიის წინააღმდეგ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. გვსურს სირიელ ხალხს დავეხმაროთ ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.

ბოლო 14 წლის განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა სირიელებს – და ამის კეთებას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე.

გადაწყვეტილებას ასევე ეხმაურებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.

„მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აღდგენისკენ გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზად არის სირიასთან ერთად იმუშაოს.

გვსურს პარტნიორები ვიყოთ სირიის ზრდაში, რეგიონში და მის მიღმა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად.

შერიგება პირველი კრიტიკული ნაბიჯია აღდგენისკენ“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გადააქვს აშშ-ის ყურადღება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პოტენციურად უფრო სერიოზული დაპირისპირებიდან – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გადააქვს აშშ-ის ყურადღება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პოტენციურად უფრო სერიოზული დაპირისპირებიდან.

„ყოველი წუთი და ყოველი დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ ამ კონფლიქტზე, არის რესურსი, რომელიც აღარ იხარჯება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უფრო კატასტროფული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კანალიზაციის გაწმენდა, ამოტუმბვა და გაჭედილი მილების გაწმენდა – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ!

კანალიზაციის სისტემა თანამედროვე საცხოვრებელი თუ კომერციული შენობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ხშირად მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც პრობლემები იჩენს თავს. გაჭედილი მილები, უსიამოვნო სუნი, წყლის ნელი ჩადინება – ეს ყველაფერი კანალიზაციის სისტემის გაუმართაობის ნიშნებია, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავთ კანალიზაციის გაწმენდის, ამოტუმბვისა და გაჭედილი მილების გახსნის მეთოდებს, როგორც პროფესიონალურ დონეზე, ასევე საშინაო პირობებში გამოსაყენებელ რჩევებს. განვიხილავთ ასევე, როდის არის აუცილებელი სპეციალისტის დახმარება და როგორ ავირჩიოთ სანდო სერვისი.

რატომ არის მნიშვნელოვანი კანალიზაციის რეგულარული გაწმენდა?

კანალიზაციის სისტემის რეგულარული მოვლა და პროფილაქტიკური კანალიზაციის გაწმენდა არის საუკეთესო გზა სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. აი, რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის ეს პროცედურა ასე მნიშვნელოვანი:

  1. ჯანმრთელობის დაცვა

კანალიზაციის გაუმართაობა შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების წყარო. დაბინძურებული წყალი შეიცავს მრავალ პათოგენს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კანალიზაციის რეგულარული გაწმენდა უზრუნველყოფს, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

  1. უსიამოვნო სუნის პრევენცია

დაგროვილი ნარჩენები და დაბინძურება კანალიზაციაში იწვევს უსიამოვნო სუნის გავრცელებას, რაც არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ შეიძლება გახდეს სხვადასხვა რესპირატორული პრობლემების მიზეზი. რეგულარული გაწმენდა ხელს უწყობს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

  1. მილების სიცოცხლის გახანგრძლივება

დროთა განმავლობაში მილებში გროვდება ნალექი, ცხიმი და სხვა ნარჩენები, რაც არა მხოლოდ აფერხებს წყლის ნორმალურ დინებას, არამედ იწვევს მილების კოროზიასა და დაზიანებას. რეგულარული გაწმენდით შესაძლებელია მილების სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება და ძვირადღირებული შეკეთების თავიდან აცილება.

  1. ეკონომიური ეფექტი

მცირე პრობლემები, რომლებიც დროულად არ გამოსწორდა, შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დაზიანებებში, რომელთა შეკეთება გაცილებით ძვირი დაჯდება. პროფილაქტიკური გაწმენდა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიურად გამართლებულია.

კანალიზაციის გაჭედვის ძირითადი მიზეზები

იმისათვის, რომ ეფექტურად დავგეგმოთ კანალიზაციის გაწმენდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს გაჭედვას. აი, ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. ცხიმის დაგროვება

სამზარეულოს კანალიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხიმის დაგროვებაა. ზეთი და ცხიმი, რომელიც ირეცხება ნიჟარაში, თანდათანობით მაგრდება მილების შიდა კედლებზე, რაც საბოლოოდ იწვევს გაჭედვას.

  1. უცხო სხეულები

ტუალეტის ქაღალდის გარდა სხვა ნივთები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებები, ბამბა, სველი ხელსახოცები და ბავშვის საფენები, არ არის განკუთვნილი კანალიზაციაში ჩასარეცხად და ხშირად იწვევს გაჭედვას.

  1. ხის ფესვები

გარე კანალიზაციის მილებში ხშირად შეიჭრება ახლომდებარე ხეების ფესვები, განსაკუთრებით თუ მილები დაზიანებულია ან აქვს ბზარები. ფესვები იზრდება და საბოლოოდ სრულად ბლოკავს მილს.

  1. მინერალური ნალექი

რეგიონებში, სადაც მაღალია წყლის სიხისტე, წლების განმავლობაში კანალიზაციის შიდა კედლებზე გროვდება მინერალური ნალექი, რაც ამცირებს მილის შიდა დიამეტრს და ზრდის გაჭედვის რისკს.

  1. მილების დაზიანება

დროთა განმავლობაში მილები შეიძლება დაზიანდეს კოროზიის, დაძველების ან გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჩაზნექილმა ან გატეხილმა მილებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება.

კანალიზაციის პრობლემების ნიშნები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს

მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ კანალიზაციის პრობლემების ნიშნები, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული დაზიანება. აი, რა ნიშნებზე უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  1. წყლის ნელი ჩადინება

თუ შეამჩნევთ, რომ წყალი ჩადის ჩვეულებრივზე უფრო ნელა აბაზანაში, ნიჟარაში ან უნიტაზში, ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივი გაჭედვის ნიშანი.

  1. უსიამოვნო სუნი

თუ საკანალიზაციო სისტემიდან იგრძნობა უსიამოვნო სუნი, ეს მიუთითებს, რომ სადღაც სისტემაში არის დაგროვილი ნარჩენები ან გაჭედვა.

  1. უჩვეულო ხმები

გურგული ან ბუყბუყის ხმა, როდესაც იყენებთ საკანალიზაციო სისტემას, შეიძლება იყოს ჰაერის ბუშტების ნიშანი, რაც ხშირად გაჭედვის შედეგია.

  1. წყლის უკან დაბრუნება

ერთი საკანალიზაციო წერტილის გამოყენებისას სხვა წერტილებიდან წყლის ამოსვლა (მაგალითად, ტუალეტის ჩარეცხვისას აბაზანაში წყლის ამოსვლა) მიუთითებს სერიოზულ გაჭედვაზე მთავარ საკანალიზაციო ხაზში.

  1. წყლის გუბეები

თუ ეზოში ან სარდაფში შეამჩნევთ წყლის გუბეებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც გადის კანალიზაციის მილები, ეს შეიძლება მიუთითებდეს მილის გატეხვაზე ან გაჟონვაზე.

კანალიზაციის გაწმენდის მეთოდები

კანალიზაციის გაწმენდა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით, დამოკიდებული პრობლემის სიმძიმესა და ტიპზე. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მეთოდები:

  1. მექანიკური გაწმენდა

ა) პლანჟერი (ვანტუზი)

ვანტუზი(სანტექნიკური ტუმბო) არის მარტივი, მაგრამ ეფექტური ინსტრუმენტი მცირე გაჭედვების მოსაგვარებლად. ის ქმნის ვაკუუმს, რომელიც შთანთქავს და გამოდევნის დაგროვილ ნარჩენებს. არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვანტუზები სხვადასხვა საკანალიზაციო წერტილისთვის.

როგორ გამოვიყენოთ ვანტუზი:

  1. დააყენეთ ვანტუზი ისე, რომ მთლიანად დაფაროს წყალსარინი ხვრელი.
  2. დარწმუნდით, რომ წყალსარინი ხვრელი წყლით არის დაფარული.
  3. მკვეთრი მოძრაობით დააწექით და ასწიეთ ვანტუზი 5-6-ჯერ.
  4. შეამოწმეთ, გაუმჯობესდა თუ არა წყლის ჩადინება.

ბ) სადრენაჟო სპირალი (ე.წ. “ტროსი”)

სადრენაჟო სპირალი არის მოქნილი მეტალის სპირალი, რომელიც გამოიყენება უფრო ღრმა და რთული გაჭედვებისთვის. ის შედის მილში და მექანიკურად ანგრევს ან ამოაქვს დაგროვილი ნარჩენები.

როგორ გამოვიყენოთ სადრენაჟო სპირალი:

  1. შეარჩიეთ შესაბამისი ზომის სპირალი (დიამეტრის მიხედვით).
  2. ნელ-ნელა შეიყვანეთ სპირალი მილში, სანამ არ იგრძნობთ წინააღმდეგობას.
  3. დააბრუნეთ სპირალი, რათა ჩაეჭიდოს დაგროვილ ნარჩენებს.
  4. მოქაჩეთ სპირალი უკან ან ატრიალეთ ის, რათა გაანადგუროთ გაჭედვა.
  1. ჰიდროდინამიკური გაწმენდა

ა) მაღალი წნევის წყლის ჭავლი

ეს მეთოდი იყენებს მაღალი წნევის წყლის ჭავლს კანალიზაციის მილების გასაწმენდად. წყლის ძლიერი ნაკადი ეფექტურად აშორებს ნალექს, ცხიმს და სხვა დაგროვილ ნარჩენებს მილების შიდა კედლებიდან.

უპირატესობები:

  • ეფექტურად წმენდს მილების შიდა კედლებს
  • არ იყენებს ქიმიკატებს, ამიტომ ეკოლოგიურად უსაფრთხოა
  • შეუძლია მოაგვაროს სერიოზული გაჭედვებიც კი

როდის უნდა გამოვიყენოთ:

  • რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდისთვის
  • ცხიმის მნიშვნელოვანი დაგროვების შემთხვევაში
  • ფესვების შეჭრის შემთხვევაში

ბ) საკანალიზაციო ჯეტი

საკანალიზაციო ჯეტი არის პროფესიონალური მოწყობილობა, რომელიც იყენებს მაღალი წნევის წყალს კანალიზაციის გასაწმენდად. მას აქვს სხვადასხვა ტიპის საცმები სხვადასხვა სახის გაჭედვებისთვის.

  1. ქიმიური გაწმენდა

ქიმიური საშუალებები შეიძლება იყოს ეფექტური მცირე გაჭედვების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით ცხიმის დაგროვების შემთხვევაში. თუმცა, ყურადღებით უნდა შეირჩეს სათანადო პროდუქტი, რადგან ზოგიერთმა შეიძლება დააზიანოს მილები.

ქიმიური გამწმენდების ტიპები:

  1. ტუტე-ფუძიანი გამწმენდები – ეფექტურია ცხიმისა და ორგანული ნარჩენების წინააღმდეგ.
  2. მჟავა-ფუძიანი გამწმენდები – გამოიყენება მინერალური ნალექის მოსაშორებლად.
  3. ენზიმური გამწმენდები – ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოა და გამოიყენება ორგანული ნარჩენების დასაშლელად.

გაფრთხილება: ქიმიური გამწმენდების გამოყენებისას აუცილებელია დაცვის საშუალებების (ხელთათმანები, სათვალე) გამოყენება და კარგი ვენტილაცია.

  1. კანალიზაციის ამოტუმბვა

დიდი მოცულობის ნარჩენების ან სედიმენტის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კანალიზაციის ამოტუმბვა. ეს განსაკუთრებით ეხება სეპტიკურ ავზებს და კანალიზაციის ჭებს.

როდის არის საჭირო ამოტუმბვა:

  • როდესაც სეპტიკური ავზი სავსეა (ჩვეულებრივ 3-5 წელიწადში ერთხელ)
  • როდესაც კანალიზაციის ჭაში დაგროვილია დიდი რაოდენობით ნალექი
  • წყალდიდობის ან კანალიზაციის უკუდინების შემდეგ

ამოტუმბვის პროცესი:

  1. სპეციალური ტექნიკის (საასენიზაციო მანქანა) მეშვეობით ხდება ნარჩენების ამოღება
  2. ნარჩენები გადაიტანება გამწმენდ ნაგებობებში სათანადო უტილიზაციისთვის
  3. საჭიროების შემთხვევაში ხდება სისტემის გარეცხვა და დეზინფექცია

როგორ ავირჩიოთ კანალიზაციის გაწმენდის სერვისი

კარგი საკანალიზაციო სერვისის შერჩევა მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურების მისაღებად რაც გაამარტივებს პროცესს და დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:

  1. გამოცდილება და რეპუტაცია

შეარჩიეთ კომპანია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და დადებითი მიმოხილვები. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ონლაინ პლატფორმებზე ან ჰკითხოთ რეკომენდაცია მეგობრებსა და ნათესავებს.

  1. ლიცენზიები და სერტიფიკატები

დარწმუნდით, რომ კომპანია ლიცენზირებულია და აქვს შესაბამისი სერტიფიკატები. ეს არის გარანტია, რომ ისინი იცავენ უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს.

  1. მომსახურების სპექტრი

შეარჩიეთ კომპანია, რომელიც გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • გაჭედილი მილების გაწმენდა
  • კანალიზაციის ამოტუმბვა
  • ვიდეოინსპექცია
  • მილების შეკეთება და ჩანაცვლება
  1. მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის

კარგი კომპანია უნდა გთავაზობდეს 24/7 საგანგებო მომსახურებას, რადგან კანალიზაციის პრობლემები ხშირად მოულოდნელად ჩნდება და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

  1. გამჭვირვალე ფასწარმოქმნა

კომპანია Neofix გთავაზობთ პროფესიონალურ კანალიზაციის გაწმენდას, ამოტუმბვას, გაჭედილი მილებისა და გამავალი არხის(ტრაპი) გაწმენდას. თანამედროვე აპარატურა და მრავალწლიანი გამოცდილება იმის გარანტიაა რომ ნებისმიერი თქვენი სანტექნიკური პრობლემა იქნება ეს წყლის ჟონვის აღმოჩენა, კანალიზაციის გაწმენდა პროფესიონალური აპარატით თუ წყლის მილების შეცვლა მოგვარდება მარტივად და სწრაფად, რამ მთავარია ხარისხის გარანტიით.

ამგვარად, ნეოფიქსთან ერთად თქვენ დაზოგავთ დროსა და თანხას, ხოლო სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ განმეორდება.

საშინაო პირობებში კანალიზაციის გაწმენდის რჩევები

მცირე პრობლემების მოგვარება ხშირად შესაძლებელია საშინაო პირობებში. აი, რამდენიმე ეფექტური მეთოდი:

  1. ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება

მსუბუქი ცხიმოვანი გაჭედვებისთვის:

  1. აადუღეთ 2-3 ლიტრი წყალი
  2. დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  3. ნელ-ნელა ჩაასხით ნარევი კანალიზაციაში
  4. დაელოდეთ 30 წუთი და ჩარეცხეთ ცხელი წყლით
  1. სოდა და ძმარი

ეს ბუნებრივი მეთოდი ეფექტურია მსუბუქი გაჭედვებისთვის:

  1. ჩაყარეთ 1 ჭიქა საცხობი სოდა კანალიზაციაში
  2. დაასხით 1 ჭიქა ძმარი
  3. დახურეთ წყალსარინი და დაელოდეთ 30 წუთი
  4. ჩარეცხეთ უხვი რაოდენობით ცხელი წყლით
  1. მარილი, სოდა და ძმარი

უფრო რთული გაჭედვებისთვის:

  1. შეურიეთ 1/4 ჭიქა მარილი და 1/4 ჭიქა საცხობი სოდა
  2. ჩაყარეთ ნარევი კანალიზაციაში
  3. დაასხით 1 ჭიქა გაცხელებული ძმარი
  4. დაელოდეთ 1 საათი და ჩარეცხეთ ცხელი წყლით
  1. ბიოლოგიური გამწმენდები

ენზიმებზე დაფუძნებული გამწმენდები არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივა ქიმიური საშუალებებისთვის:

  1. შეიძინეთ ენზიმური გამწმენდი
  2. დაიცავით პროდუქტის ინსტრუქცია
  3. რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ პრევენციაში

კანალიზაციის პრობლემების პრევენცია

პრობლემების პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მათი მოგვარება. აი, რამდენიმე რჩევა:

  1. ფრთხილად იყავით იმასთან, რას რეცხავთ კანალიზაციაში
  • არ ჩარეცხოთ ცხიმი და ზეთი კანალიზაციაში; შეაგროვეთ ისინი ცალკე ჭურჭელში და გადაყარეთ ნაგავში
  • არ ჩარეცხოთ ყავის ნარჩენები, საკვების ნაწილაკები, თმა კანალიზაციაში
  • გამოიყენეთ ნაგვის ფილტრები ნიჟარებში
  1. რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდა
  • თვეში ერთხელ გამოიყენეთ ცხელი წყლისა და სარეცხი საშუალების ნარევი სამზარეულოს კანალიზაციის გასაწმენდად
  • კვარტალში ერთხელ გამოიყენეთ ენზიმური გამწმენდები
  1. პროფესიონალური ინსპექცია

წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვიეთ პროფესიონალები საკანალიზაციო სისტემის ინსპექციისთვის, განსაკუთრებით თუ შენობა ძველია.

როდის უნდა დავუკავშირდეთ პროფესიონალებს?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცირე პრობლემა შეიძლება მოგვარდეს საშინაო პირობებში, არსებობს სიტუაციები, როდესაც აუცილებელია პროფესიონალების დახმარება:

  1. განმეორებითი გაჭედვები

თუ კანალიზაცია ხშირად იჭედება მიუხედავად რეგულარული გაწმენდისა, ეს შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა ფესვების შეჭრა ან მილების დაზიანება.

  1. რამდენიმე წერტილის გაჭედვა ერთდროულად

თუ სახლის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად გაჭედილია რამდენიმე საკანალიზაციო წერტილი, ეს მიუთითებს მთავარი საკანალიზაციო ხაზის პრობლემაზე.

  1. კანალიზაციის უკუდინება

თუ წყალი ბრუნდება უკან აბაზანაში ან ნიჟარაში სხვა საკანალიზაციო წერტილის გამოყენებისას, ეს მიუთითებს სერიოზულ გაჭედვაზე, რომლის მოგვარებაც პროფესიონალურ დახმარებას საჭიროებს.

  1. უსიამოვნო სუნი

თუ სახლში იგრძნობა მუდმივი უსიამოვნო სუნი, მიუხედავად გაწმენდის მცდელობებისა, ეს შეიძლება იყოს გატეხილი მილის ან სხვა სერიოზული პრობლემის ნიშანი.

  1. ხმაური მილებში

თუ კანალიზაციის გამოყენებისას გესმით უჩვეულო გურგული ან ბუყბუყის ხმა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ჰაერის ბუშტების არსებობაზე სისტემაში, რაც ხშირად გაჭედვის ნიშანია.

კანალიზაციის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანალიზაციის გაწმენდის პროცესს, ხდის მას უფრო ეფექტურს და ნაკლებად ინვაზიურს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  1. CCTV ინსპექცია

ვიდეოინსპექცია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პრობლემის არსი მილების დაზიანების გარეშე. სპეციალური კამერა, რომელიც მაგრდება მოქნილ კაბელზე, შეჰყავთ კანალიზაციაში და გადაიღებენ მილების შიგნით არსებულ მდგომარეობას.

უპირატესობები:

  • ზუსტად აიდენტიფიცირებს პრობლემის ადგილმდებარეობას და ტიპს
  • არ საჭიროებს მილების დაშლას ან მიწის გათხრას
  • დაზოგავს დროსა და ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში
  1. მილების შიდა დაფარვა (Pipe Relining)

ეს არის უახლესი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ დაზიანებული მილები მათი ჩანაცვლების გარეშე. პროცესის დროს დაზიანებული მილის შიგნით იქმნება ახალი, გამძლე შრე.

უპირატესობები:

  • არ საჭიროებს მიწის გათხრას
  • უფრო იაფია, ვიდრე მილების სრული ჩანაცვლება
  • მნიშვნელოვნად აგრძელებს მილების სიცოცხლის ხანგრძლივობას
  • პროცესი სწრაფად სრულდება
  1. რობოტიზებული ჭრა (Robotic Cutting)

რობოტიზებული მოწყობილობები გამოიყენება მილებში შეჭრილი ფესვების ან სხვა მყარი ობსტრუქციების მოსაშორებლად, მილების დაზიანების გარეშე.

უპირატესობები:

  • ზუსტად მიმართული ზემოქმედება
  • ნაკლები რისკი მილების დაზიანებისა
  • ეფექტურია რთულ შემთხვევებში
  1. ელექტრომექანიკური გაწმენდა

ეს მეთოდი იყენებს ელექტრონულად მართულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეფექტურად ჭრის და აქუცმაცებს ობსტრუქციებს კანალიზაციაში.

უპირატესობები:

  • მაღალი ეფექტურობა
  • სწრაფი მოქმედება
  • შესაძლებელია მუშაობა რთულ პირობებშიც

კანალიზაციის მოვლა სხვადასხვა ტიპის შენობებში

კანალიზაციის მოვლა განსხვავდება შენობის ტიპისა და დანიშნულების მიხედვით. განვიხილოთ სპეციფიკური მიდგომები სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის:

  1. საცხოვრებელი სახლები

საცხოვრებელ სახლებში კანალიზაციის მთავარი პრობლემები უკავშირდება ყოფითი ნარჩენების დაგროვებას, ცხიმს და ჰიგიენურ საშუალებებს.

რეკომენდაციები:

  • პროფილაქტიკური გაწმენდა წელიწადში 1-2-ჯერ
  • სეპტიკური ავზების ამოტუმბვა 3-5 წელიწადში ერთხელ
  • ნაგვის ფილტრების გამოყენება ყველა წყალსარინ წერტილში
  1. კომერციული ობიექტები

რესტორნები, კაფეები და სხვა კვების ობიექტები განსაკუთრებით მიდრეკილია ცხიმის დაგროვებისკენ, რაც მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას.

რეკომენდაციები:

  • ცხიმდამჭერების დაყენება და რეგულარული გაწმენდა
  • უფრო ხშირი პროფილაქტიკური გაწმენდა (კვარტალში ერთხელ)
  • პროფესიონალური ინსპექცია წელიწადში ორჯერ
  1. საწარმოო ობიექტები

საწარმოო ობიექტების კანალიზაცია ხშირად შეიცავს სპეციფიკურ ნარჩენებს, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას.

რეკომენდაციები:

  • სპეციალიზებული გამწმენდი სისტემების დაყენება
  • რეგულარული მონიტორინგი და ნარჩენების ანალიზი
  • შესაბამისობა გარემოსდაცვით რეგულაციებთან

კანალიზაციის გაწმენდის ღირებულება

კანალიზაციის გაწმენდის ღირებულება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:

  1. პრობლემის სირთულე
  • მარტივი გაჭედვა: 50-150 ლარი
  • რთული გაჭედვა: 150-300 ლარი
  • მთავარი საკანალიზაციო ხაზის გაწმენდა: 300-600 ლარი
  1. გამოყენებული მეთოდი
  • მექანიკური გაწმენდა: 50-200 ლარი
  • ჰიდროდინამიკური გაწმენდა: 150-400 ლარი
  • CCTV ინსპექცია: 200-500 ლარი
  1. ობიექტის ტიპი და ზომა
  • ბინა: 50-200 ლარი
  • კერძო სახლი: 100-400 ლარი
  • კომერციული ობიექტი: 200-800 ლარი
  1. გეოგრაფიული მდებარეობა

ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით. აღმოსავლეთის ქალაქებში როგორიცაა თბილისი, გორი, მცხეთა, რუსთავი, კახეთი..  ფასები ჩვეულებრივ უფრო მაღალია ვიდრე დასავლეთში.

  1. საგანგებო გამოძახება

არასამუშაო საათებში, უქმე დღეებში ან საგანგებო სიტუაციებში გამოძახება შეიძლება 50-100% უფრო ძვირი ჯდებოდეს.

ეკოლოგიური ასპექტები

კანალიზაციის გაწმენდის პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეკოლოგიური ასპექტები:

  1. ქიმიური გამწმენდების ზემოქმედება

ბევრი ქიმიური გამწმენდი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გარემოში და დააბინძუროს წყლის ობიექტები. უპირატესობა მიანიჭეთ ბიოდეგრადირებად და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებს.

  1. წყლის დაზოგვა

მაღალი წნევის წყლის ჭავლით გაწმენდისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი. არსებობს სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რეცირკულაციას და ამცირებს მის მოხმარებას.

  1. ნარჩენების მართვა

კანალიზაციის გაწმენდის შედეგად მიღებული ნარჩენები საჭიროებს სათანადო უტილიზაციას. პროფესიონალური კომპანიები უზრუნველყოფენ ნარჩენების გადატანას სპეციალურ გამწმენდ ნაგებობებში.

სანტექნიკასთანდ და კანალიზაციის წმენდასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

  1. რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს კანალიზაცია პროფილაქტიკის მიზნით?

საცხოვრებელი სახლებისთვის რეკომენდებულია პროფილაქტიკური გაწმენდა წელიწადში ერთხელ. კომერციული ობიექტებისთვის, განსაკუთრებით რესტორნებისთვის, რეკომენდებულია კვარტალში ერთხელ.

  1. რამდენად უსაფრთხოა ქიმიური გამწმენდების გამოყენება?

ქიმიური გამწმენდები შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს მილები და გარემო. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების ზომები და მიყევით ინსტრუქციას. უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივებს.

  1. როგორ გავიგო, რომ ჩემი სეპტიკური ავზი საჭიროებს ამოტუმბვას?

სეპტიკური ავზის ამოტუმბვის ნიშნებია:

  • უსიამოვნო სუნი ეზოში
  • წყლის ნელი ჩადინება
  • გაწმენდილი წყლის უკან დაბრუნება
  • ეზოში ბალახის უჩვეულოდ მწვანე ლაქები
  1. შეიძლება თუ არა ფესვების პრობლემის თავიდან აცილება?

ფესვების შეჭრის პრევენციისთვის შეგიძლიათ:

  • დარგოთ ხეები საკანალიზაციო მილებიდან მოშორებით
  • გამოიყენოთ ფესვების ბარიერი მილების გარშემო მშენებლობის დროს
  • რეგულარულად გამოიყენოთ სპეციალური პროდუქტები, რომლებიც აფერხებს ფესვების ზრდას მილებში
  1. როგორ შევამცირო ცხიმის დაგროვება კანალიზაციაში?

ცხიმის დაგროვების შესამცირებლად:

  • არ ჩაასხათ ცხიმი და ზეთი ნიჟარაში
  • გამოიყენეთ ცხიმის შემკრები ჭურჭელი
  • პერიოდულად გამორეცხეთ მილები ცხელი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით
  • დააყენეთ ცხიმდამჭერი, განსაკუთრებით კომერციულ სამზარეულოში

 

კანალიზაციის გაწმენდა, ამოტუმბვა და გაჭედილი მილების გაწმენდა არის მნიშვნელოვანი ასპექტი ნებისმიერი შენობის ჯანსაღი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდა და სწორი მოვლა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები და ხარჯები.

სანამ თავად შეეცდებით გაჭედილი მილების გაწმენდას, გაითვალისწინეთ პრობლემის სირთულე და შეაფასეთ, ხომ არ არის უკეთესი პროფესიონალების დახმარება. მნიშვნელოვანია ასევე იცოდეთ პრევენციული ზომები, რომლებიც დაგეხმარებათ კანალიზაციის სისტემის ხანგრძლივი და უპრობლემო ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

რეგულარული მოვლა, სწორი გამოყენება და დროული რეაგირება პრობლემებზე – ეს არის საკვანძო ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფს კანალიზაციის სისტემის ეფექტურ მუშაობას წლების განმავლობაში

®

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია – ვოლოდიმირ ზელენსკი

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერ ფრინდრიხ მერცთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძლიერი და კონსტრუქციული პოზიციისთვის.

განვიხილეთ ჩვენი გუშინდელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, ისევე როგორც დღევანდელი საუბრები ევროპელ ლიდერებთან.

ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორს შორის ერთიანობის შენარჩუნება და გამოსავლების ძიება, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ ამ ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას.

ასევე ვისაუბრეთ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე. უკვე უნდა ვფიქრობდეთ ამაზე და ნათელი გეგმა გვქონდეს, რომელიც დაგვეხმარება ნამდვილი მშვიდობის ახლა დაახლოებასა და მოგვიანებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს ყველაფერი მოხდეს. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის,” – წერს ზელენსკი.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე ხუთი ჟურნალისტი – გიორგი იაკობაშვილი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე და ბონდო მძინარაშვილი გამოჰკითხა.

გიორგი იაკობაშვილმა ისაუბრა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის Pressa.ge -ს შექმნისა და მისი მესაკუთრის შეცვლის ისტორიაზე.

მისი განცხადებით, Pressa.ge, რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თავად იყო, სააკაშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ მასალებს აქვეყნებდა, რის გამოც მათთან რეკლამის მიტანა „ნაციონალების“ მიერ აკრძალული იყო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან – რაიმე სახის გრანტის მიღება.

გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ მაშინდელი გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის მამია სანადირაძის შეთავაზების საფუძველზე, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ, Pressa.ge „კავკასუსის ინტერნეტ მედია ჯგუფში“ გაერთიანდა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ „კავკასუს ონლაინისა“ და Pressa.ge-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე კომპანიას მფლობელი შეეცვალა.

ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა მისცა. მისი განცხადებით, „იბერიას“ პრობლემები 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაეწყო, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქება ახალ ხელისუფლებას არ მოსწონდა.

ვახტანგ ხუზმიაშვილის განცხადებით, 2004 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანიის შენობაში, ასევე გაზეთ „ახალ ეპოქაში“ და საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსში“, რომლებიც იმავე ჰოლდინგში შედიოდნენ, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, თითქოსდა „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოჩენილი სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეების აღმოჩენის გამო.

მისივე თქმით, როდესაც გაზეთ „ახალ ეპოქის“ თანამშრომლები სტამბაში მივიდნენ და დაბეჭდილი და დაპატიმრებული გაზეთის ნომრის გადაცემა მოითხოვეს, შენობიდან მათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც ვახტანგ ხუზმიაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე თვეში ტელეკომპანია დაიხურა, „ომეგა“ ჯგუფის მფლობელებმა ტელეკომპანიის ლიცენზია დათმეს, სანაცვლოდ, კი „ომეგას“ ყველა სხვა ორგანიზაცია ამუშავდა.

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც მან კოლეგასთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს მიმართა, რომ ჟურნალისტები იყვნენ და ითხოვა აქციის დატოვების საშუალება მიეცათ, სასტიკად გაუსწორდნენ – დაახლოებით 2 მეტრის დისტანციიდან რეზინის ტყვიები ესროლეს და ხელკეტებით სცემეს.

როგორც ბექა სივსივაძემ აღნიშნა, პირადად მას ორმოცამდე ტყვია მოხვდა, მას შემდეგ კი, რაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გაიგეს, რომ ისინი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები იყვნენ კიდევ ერთხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს იყო გამიზნული შურისძიება სააკაშვილის მხრიდან“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

მისივე თქმით, 26 მაისს მიღებული სტრესის გამო რამდენიმე თვე ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, თუმცა სტრესისგან ბოლომდე დღემდე ვერ გათავისუფლდა.

დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გიორგი მამაცაშვილმა მისცა.

მისი განცხადებით, ბექა სივსივაძესთან ერთად, ისიც 26 მაისის აქციის გაშუქების მიზნით, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ორივე მათგანს აქციის დარბევის დროს იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც კი ვერ აუარა გვერდი. ჟურნალისტის განცხადებით, მაშინ მიღებულ ტრავმებს დღემდე მკურნალობს.

გიორგი მამაცაშვილმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სხვადასხვა მედიასაშუალებების დახურვის ფაქტებზე, მათ შორის, გამომცემლობა „სამშობლოს“ დახურვაზე. მისი შეფასებით, ყოფილი ხელისუფლების მიზანი იყო გაეჩუმებინა, აეკრძალა, დაეთრგუნა და ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა.

„2007 წელს გურამ შარაძის მკვლელობით ღიად დაიწყო მორალური შეტევა მედიასა და ცნობიერზე“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

მედიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებზე კომისიის სხდომაზე ასევე ისაუბრა ბონდო მძინარაშვილმა.
მისი განცხადებით, გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების ძალით გამოყრით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და გაზეთების უმრავლესობამ, რომელთა რედაქციებიც იქ იყო განთავსებული, არსებობა შეწყვიტა.

„სააკაშვილს არ სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული და ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად იყო გაკეთებული არა მარტო გამომცემლობის მატერიალური ბაზის ხელში ჩასაგდებად და გასაყიდად, არამედ ეს იყო გაზეთებზე შურისძიება, რომ ისინი აღარ გამოსულიყო “, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება არა მარტო გაზეთებს, არამედ მისთვის არასასურველ ტელევიზიებსაც ავიწროებდა ლიცენზიებისა და სიხშირეების ჩამორთმევის გზით.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მორიგი სხდომა 21 მაისს გაიმართება.

უცხოური ვალუტის კურსი 21 მაისისთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7401 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7406 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0815 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0898 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, გამართულიყო მსჯელობა, მხარეთა შორის პაექრობა ყოფილიყო, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში?  – ნიკა მელია

ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ! – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია.

„პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს, თუ ციხეში? – საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში;

პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში?

პოლიტპატიმარი ექიმი ხალხს უნდა მკურნალობდეს თუ უნდა იყოს ციხეში?

პოლიტპატიმარი ჟურნალისტი მედიასივრცეში უნდა იყოს თუ ციხეში?

და ა.შ.

ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია, ეს არის და ეს, ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი, 50 პოლიტპატიმრიდან ნებისმიერს, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლია იყოს სახლში, თუ ის კომპრომისზე წავა. „ქართული ოცნებიდან“ ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელმა, სულ მცირე, მოინანიოს და გამოვუშვებთ. მახსოვს, მდინარაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა, რომ თუ დავინახავ, ის ინანიებს, პირადად ჩავუდგები თავდებშიო. ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ!“ – აცხადებს ნიკა მელია.

საქართველოში ცნობილი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ჩამოდის


5 ივნისს, 20:00 სთ-ზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე, ინკლუზიური დასი – „ცხოვრება მშვენიერია“ წარმოადგენს სპექტაკლის – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ პრემიერას, რომლის რეჟისორიც ნატალია გალოგრეა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერას დაესწრება და შემდეგ მასტერკლასს გამართავს ცნობილი იტალიელი მსახიობი – სიმონა კავალარი.


სპექტაკლი ეხმიანება სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამოწვევებს გამოჯანმრთელების გზაზე და კომედიასა და დრამაში გაჯერებული ხასიათით, გადმოსცემს თითოეული დღის მნიშვნელობასა და საჭიროებას, რომლებსაც ისინი ხანგრძლივად გადიან სამედიცინო პერსონალისა და ჰუმანური ადამიანების მხარდაჭერით.


ინკლუზიური დასი „ცხოვრება მშვენიერია“ დაარსდა 2022 წლის დეკემბერში. დასი აერთიანებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირსა და ბავშვს ასევე რამდენიმე პროფესიონალ მსახიობს. დასის დაარსების მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისათვის თეატრალურ სივრცეში თანაბარი გარემოს შექმნა, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა, დასაქმება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე პროფესიონალი მსახიობებისთვის და ხელოვანებისთვის ახალი პერსპექტივების აღმოჩენა.
სიმონა კავალარის სამსახიობო კარიერა 1982 წელს დაიწყო, როდესაც 11 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ჯიაკომო ბატიატოს სატელევიზიო ფილმში “Colomba”. ამის შემდეგ, 1985 წელს, მონაწილეობდა იტალიურ-ამერიკულ კრიმინალურ დრამაში – “The Pizza Connection”, რომელიც დამიანო დამიანისმა გადაიღო. სიმონა კავალარის მონაწილეობა “The Pizza Connection”-ში იყო მისი კინოკარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ამ ფილმში მონაწილეობით იგი მეტად აღიარებული გახდა იტალიურ კინოში და მოგვიანებით დიდ წარმატებასაც მიაღწია.


სიმონა კავალარი ასევე გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე “Il sogno della farfalla” (1994) ფილმის ფარგლებში, რომელიც მარკო ბელოჩიომ გადაიღო.


“Il sogno della farfalla” ხშირად ითვლება ფილმად, რომელშიც კავალარიმ ყველას აჩვენა თავისი ნამდვილი მსახიობური ნიჭი, ემოციური სიძლიერე და პერსონაჟის სიღრმე.


კავალარი მალევე ცნობილი გახდა იტალიურ ტელესერიებით, განსაკუთრებით კი “La Piovra”-თი (1984-1989), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური კრიმინალური დრამა, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. La Piovra-მ დაიმსახურა არა მხოლოდ იტალიური, არამედ საერთაშორისო აღიარება, ხოლო მისი ცნობილი საუნდრეკი ენიო მორიკონეს კინემატოგრაფიული პორტფოლიოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
კიდევ ერთი ცნობილი მინი-სერიალი გახლდათ “Il Capo dei Capi” (2007), სადაც სიმონას შესრულებული როლი – როზა, ფართო პოპულარობით სარგებლობდა.


სიმონა კავალარი თეატრშიც აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებსა და სპექტაკლებში, რომლებიც აღიარებას იმსახურებენ, როგორც იტალიურ თეატრალურ სამყაროში, ისე მისი პირადი კარიერის განვითარების ნაწილში. სიმონა კავალარი მისი ვიზიტის ფარგლებში მასტერკლასებს გამართავს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.


პროექტის მხარდამჭერები არიან:


იტალიის საელჩო საქართველოში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.