რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ G7-ის სამიტს იაპონიაში, “პოლიტიზებულო” ღონისძიება უწოდა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული და ანტიჩინური განცხადებები გაკეთდა. რუსეთის საგარეოს ცნობით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო განცხადებების ნაკრები, რომელიც გაჯერებულია “ანტირუსული და ანტიჩინური ხასიათის ოდიოზური პასაჟებით”. “ამრიგად, მომავალში “შვიდეულის” ღონისძიების შედეგი იქნება პოლიტიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში გამყოფი ხაზების გაყვანისკენ..ის გადაიქცა “ინკუბატორად”, სადაც ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით მწიფდება დესტრუქციული ინიციატივები, რომლებიც შეარყევს გლობალურ სტაბილურობას. შემდეგ ისინი თავს ახვევენ პროამერიკულ ბრბოს ნატოს, ევროკავშირის და სხვა თანამგზავრების ქვეყნებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ფოტოები)
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი 36 000-მდე ადამიანი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ყველაზე მეტად ემილია, რომანიის რეგიონი დაზარალდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ოჯახი.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დროა – ანტონიო გუტიერეში
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, დრო მოვიდა როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება დაიწყოს, რადგან ეს ინსტიტუტები „დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან“ თანხვედრაში ვეღარ მოდიან და „1945 წლის ძალაუფლებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ასახავენ“. Reuters-ის ცნობით, გუტიერეშმა ამის შესახებ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა. „გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებულია, დისფუნქციური და უსამართლოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური არეულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი – გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფუნქცია“, – აცხადებს გუტიერეში.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ, 16 დაკავებული პირიდან, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი გადადო.
პროცესის გადადების მიზეზი, დაკავებულების ადვოკატის შუამდგომლობა გახდა.
დაცვის მხარის განმარტებით, მათ საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა ვერ შეძლეს.
შემდეგი სხდომა, 19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
ამ დროისათვის თავისუფალია, მოძრაობა ,,დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც, რომელიც ხელწერილის საფუძველზეა განთავისუფლებული.
ხოშტარიას სასამართლო პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ გაიმართება.
ცნობილია, რომ ელენე ხოშტარია სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
სამართალდამცველები დაკავებულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173- ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პოლიციამ სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ და ქორწილს გეგმავდნენ.
სისხლიანი გარჩევა კახეთში
სიხლიანი დაპირისპირება გურჯაანში – სოფელ ვაზისუბანში 32 წლის მამაკაცი 39 წლის მეზობელმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სწორედ მოკლულის მეზობელი და თანასოფლელია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ყ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოკლულს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ უკვე დააკავა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო
ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა საერთაშორისო მედია დააბნია. დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, რჩება თუ არა ქალაქი უკრაინის კონტროლ ქვეშ და შეესაბამება თუ არა სიმართლეს რუსული მხარის განცხადება ქალაქის აღების შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასე არ ფიქრობს და რომ ბახმუტი უკრაინელების გულში რჩება.
„ვფიქრობ, არა, მაგრამ იქ უკვე აღარაფერია. მათ ყველაფერი გაანადგურეს, შენობები იქ აღარ არსებობს. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, მაგრამ ბახმუტი დღეს მხოლოდ ჩვენს გულებში არსებობს, რადგან მისგან არაფერი დარჩა – მხოლოდ მიწა და მკვდარი რუსები. ბახმუტის მცველებმა, ჩვენმა მებრძოლებმა უდიდესი სამუშაო დასწიეს და ჩვენ მადლობელნი ვართ მათი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ წამყვანმა მედია საშუალებებმა დაწერეს, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა, მისმა პრეს სპიკერმა, კი განმარტა, რომ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა უარყო და მხოლოდ ის იგულისხმა, რომ ქალაქი რუსეთის აგრესიის შედეგად მიწასთან არის გასწორებული.
მოგვიანებით, ზელენსკიმ თავადაც განმარტა, რომ ბახმუტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არ არის. პრესკონფერენციაზე მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„უკრაინის სამხედრო პერსონალი ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს. არ გაგიზიარებთ დეტალებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბახმუტზე კონტროლის სრულად დაკარგვას არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ.
,,უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს” – გერმანიის კანცლერი
ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც მან გამოცემას იაპონიაში G7-ის სამიტის დროს მისცა. ,,რა თქმა უნდა, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებსაც ნატო თავისთვის აყალიბებს, არის მრავალი პირობა, რომელსაც ამჟამად უკრაინა ვერ აკმაყოფილებს, ახლა არ არის საჭირო უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხით შეწუხება. ამის ნაცვლად, აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ კიევის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე. ამჟამად, საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე სახელმწიფოთა ფართო კოალიციით, მხოლოდ შეიარაღების კუთხით – ამბობს კანცლერი.
100-летняя годовщина со дня расстрела членов военного центра Комитета независимости Грузии
Сегодня первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николай Квезерели, заместитель Мирон Чигогидзе, советника директора Владимир Имнадзе, сотрудники ведомства, ветераны войны и вооруженных сил в Парке Ваке возложили цветы к мемориалу, воздвигнутого на месте, где за попытку организации антисоветского восстания были расстреляны члены военного центра Комитета независимости Грузии, и почтили память героев, погибших в борьбе за независимость и свободу Грузии.
В 1921 году, несмотря на оккупацию Грузии Красной Армией, патриоты, как оставшиеся жить внутри страны, так и находящиеся за пределами Грузии, продолжали борьбу за независимость Грузии.
В после оккупационные годы вооруженные партизанские отряды в разных регионах страны оказывали сопротивление большевистскому правительству. “Военный центр”, который должен был осуществлять непосредственное руководство вооруженными выступлениями, руководил председатель Национально-демократической партии, генерал Константи Абхази (племянник Ильи Чавчавадзе, сын его сестры). В феврале 1923 года член студенческого комитета Национал-демократической партии К Мисабишвили предал и донес на “Военный центр”. 100 лет назад, 20 мая 1923 года по приказу чрезвычайного комитета Кавказа (“Кавчека”, за попытку совершить антисоветское восстание, именно здесь, на этом месте были расстреляны пятнадцать самоотверженных грузин – члены военного центра Комитета независимости Грузии – генерал Константин Абхази (Шервашидзе), генерал Александр Андроникашвили, генерал-майор Варден Цулукидзе, полковник Александр Мачавариани, полковник Гиоргий Химшиашвили, полковник Ростом Мусхелишвили, члены Национал-демократической партии (НДП), полковник Элизбар Гулисашвили, полковник Димирий Чрдилели, офицер Иванэ Кутатуладзе, капитан Леван Климиашвили, Иасон Кереселидзе, Симон Чиабришвили, а также капитан Парнаоз Каралашвили, ротмистр Симон Багратион-Бухранский, ротмистр Николай Зандукели.
При содействий и помощи Тбилисской мэрии, в 100-летнюю годовщину трагедии, в парке Вакэ, был размещен информационный мемориал о героях, которые были расстреляны за попытку совершить антисоветское восстание.
,,პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება”- კალაძე
„ქართული ოცნების“ სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ესწრება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. „განვაგრძობთ პარტიულ შეხვედრებს, სადაც რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ავირჩევთ.
ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევაზე, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
,,ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალო რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად რაღაცის კეთება, მავნებლობაა” – მდინარაძე
ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალო რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად რაღაცის კეთება, არა დანაშაულის, ნებისმიერი რაღაცის, კეთილშობილური საქმეც კი რომ იყოს, ასეთი ვერ წარმომიდგენია მაგრამ, რამეს რომ დააბრალებ ერთად ამ ორ სპეცსამსახურს, ეს არის მავნებლობა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის თაობაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელთან ინტერვიუს.
მდინარაძის თქმით, მის ხელთ არსებული მწირი ინფორმაციის მიხედვით, გვარამიას საქმეში მკვლელობის შეკვეთის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა, მან ჟურნალისტს საგამოძიებო ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა.
მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ადამიანის საუბარი, რომელიც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ აჟღერებენ სხვადასხვა ვერსიებს, ამოსავალი წერტილი ვერ იქნება.
“თუ არ მეშლება, თავად ნიკა გვარამიამ და სავარაუდოდ მისმა ადვოკატებმაც უნდა იცოდნენ დეტალები, იმიტომ რომ მათ შეიძლება გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდეთ ამ საქმესთან დაკავშირებით დადებული. რა ინფორმაციაც მე მაქვს და უკაცრავად თუ ის ძალიან მწირია და არ არის ბოლომდე ინფორმატიული, საერთოდ ამ ინფორმაციის რეალობა უნდა იყოს გამორიცხული როგორც მე ვიცი, ეს შეიძლება დადასტურდეს უწყებებთან. მკვლელობის შეკვეთაზე ხომ იყო ლაპარაკი? – მე რა ინფორმაციაც მაქვს და უკაცრავად რომ მწირია ეს ინფორმაცია, საერთოდ მკვლელობის შეკვეთის ფაქტი არ დასტურდება, ოღონდ მე ზუსტად არ ვიცი.
ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან. მაშინვე იყო ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ზოგი საჯარო, ზოგი – არასაჯარო. მე რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება ვცდებოდე-მეთქი, უშუალოდ გამომძიებლისგან რომ მქონდეს, მაშინ პირდაპირ ვილაპარაკებდი მაგრამ, თუ ასე ზოგადად გავრცელებულ ინფორმაციებში არ ვცდებით, მკვლელობის შეკვეთის ფაქტიც არარეალური უნდა იყოს, მაგრამ გადააზუსტეთ, მე რომ არ ვცდებოდე.
კონკრეტულ ადამიანს ვის მოისყიდის ვიღაც ან არ მოისყიდის რაღაც მიზნებით, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება რომ უნდა, ეს ადამიანი ხომ არ არის შემთხვევით, მოიკითხეთ, მე არ ვცდებოდე. ამ მიზნით და კიდევ გარკვეული თანხების სანაცვლოდ ვიღაცები რაღაცებს რომ ლაპარაკობენ და თან თქვენ როგორც ამატებთ, რუსული წყაროები, ჩვენთვის არ არის ამოსავალი. გამოძიებას ჰკითხეთ და გააკეთებს ალბათ განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.