გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დროა – ანტონიო გუტიერეში

67
spot_img

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, დრო მოვიდა როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება დაიწყოს, რადგან ეს ინსტიტუტები „დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან“ თანხვედრაში ვეღარ მოდიან და „1945 წლის ძალაუფლებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ასახავენ“. Reuters-ის ცნობით, გუტიერეშმა ამის შესახებ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა. „გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებულია, დისფუნქციური და უსამართლოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური არეულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი – გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფუნქცია“, – აცხადებს გუტიერეში.