რუსეთის საგარეომ G7-ის სამიტს “რუსოფობიური და ანტიჩინური ისტერიის ინკუბატორი” უწოდა

83
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ G7-ის სამიტს იაპონიაში, “პოლიტიზებულო” ღონისძიება უწოდა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული და ანტიჩინური განცხადებები გაკეთდა. რუსეთის საგარეოს ცნობით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო განცხადებების ნაკრები, რომელიც გაჯერებულია “ანტირუსული და ანტიჩინური ხასიათის ოდიოზური პასაჟებით”. “ამრიგად, მომავალში “შვიდეულის” ღონისძიების შედეგი იქნება პოლიტიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში გამყოფი ხაზების გაყვანისკენ..ის გადაიქცა “ინკუბატორად”, სადაც ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით მწიფდება დესტრუქციული ინიციატივები, რომლებიც შეარყევს გლობალურ სტაბილურობას. შემდეგ ისინი თავს ახვევენ პროამერიკულ ბრბოს ნატოს, ევროკავშირის და სხვა თანამგზავრების ქვეყნებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.