,,პარტიული შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება”- კალაძე

93
spot_img

„ქართული ოცნების“ სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენციებს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ესწრება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. „განვაგრძობთ პარტიულ შეხვედრებს, სადაც რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ავირჩევთ.

ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევაზე, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.