სისხლიანი გარჩევა კახეთში

80
spot_img

სიხლიანი დაპირისპირება გურჯაანში – სოფელ ვაზისუბანში 32 წლის მამაკაცი 39 წლის მეზობელმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სწორედ მოკლულის მეზობელი და თანასოფლელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ყ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლულს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ უკვე დააკავა.