Home Blog Page 1978

მექსიკაში ქარიშხალ “ოტისს” 45 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ქარიშხალ “ოტისს”, რომელიც ქვეყანას გასულ კვირას დაატყდა, სულ მცირე, 45 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 47 მოქალაქე დაკარგულია.

ამის შესახებ გუბერნატორმა, ეველინ სალგადომ განაცხადა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აკაპულკოდან​ 263 უცხოელის პოვნა და გაყვანა მოხერხდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა ეს რიცხვი საბოლოო.

მთავრობის ინფორმაციით, გერეროს შტატში, საკურორტო ქალაქ აკაპულკოში სტიქიის შედეგად 600 სასტუმრო და ამხანაგობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის 80%-ს შეადგენს, ასევე, 273 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 120 საავადმყოფო და კლინიკა.

ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი მომხმარებელი რჩება.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

საუბარი შეეხო მობილური კლინიკის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის; თუბა ოზუთოკმა, მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ დეტალებს განიხილავს TIKA-ს ხელმძღვანელობასთან ანკარაში და სამსახურს, საქართველოს ვეტერანებისთვის მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს შესთავაზებს. თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს პირობა მისცა, რომ მობილური კლინიკის პროექტს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, 2024 წელს განახორციელებს.

კობა კობალაძემ თუბა უზოთოკს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება. სამსახურის დირექტორმა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პროექტებიც ასეთივე წარმატებული იქნება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

“ძალადობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი კონგოში 6.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა” – გაერო

ძალადობის გამო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 6,9 მილიონს მიაღწია, – ამის შესახებინფორმაციას გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რთული კრიზისის მოსაგვარებლად ძალისხმევას აძლიერებს, რადგან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით 6.9 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, ეს რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს“, – ნათქვამია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლები დატოვეს, მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში დარჩნენ, აუცილებელ დახმარებას საჭიროებენ.

„მიმდინარე კონფლიქტისა და ძალადობის ესკალაციის პირობებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს აწყდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ეროვნულ ძალებსა და „23 მარტის მოძრაობის“ აჯანყებულებს შორის შეტაკებებმა იმატა.

“დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს” – სერგეი შოიგუ

დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოებას ცდილობს , – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

„ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს“, – განაცხადა შოიგუმ პეკინში, სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პეკინში გამართულ ფორუმზე შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავის ძალებს აძლიერებს, ზრდის სამხედრო წვრთნების მასშტაბებს და აწარმოებს დაჩქარებულ შეიარაღებას .

„დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა შოიგუმ.

რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების „ჰუმანიტარული ინტერვენციების“ საბაბად გამოყენებაში დაადანაშაულა.

“69 სამედიცინო დაწესებულებამ რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა დანიშნულება” – ირინე ჯავახაძე

69 სამედიცინო დაწესებულებამ რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა დანიშნულება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძემ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტომ 85 სამედიცინო დაწესებულებაში შეამოწმა სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობა.

„მიმდინარე წელს, 74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, ასევე, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნების შესაბამისი ფორმის, ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან მიმართებაში.

შემოწმების შედეგად, რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი გამოვლინდა 69 დაწესებულებაში, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა“, – აღნიშნა ირინე ჯავახაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე − საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“სამწუხაროდ, საქართველოში ვინც ანტიევროპულია, ჩვენი ოპოზიციაა” – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, არც მაშინ, როცა პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება სტატუსის გარეშეო და არც ახლა, როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში, მათთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას რაიმე ღირებულება არასოდეს ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ,ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ.

“ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ ფიქრობდნენ, შეიძლება, გამოეყენებინათ, როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს რომ ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებული და იმ გემიდან გარბიან, რომელიც იძირება, თითოეული ეს ადამიანი ჩართული იყო იმაში, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ, რათა ქვეყანაში სიტუაცია აერიათ. ხედავენ, რომ ეს ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ იმ გემს, რომელიც იძირება. გამოჩნდება, რომ სინამდვილეში, ვინც ანტიევროპულია საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციაა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

„ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს მაშინ, როდესაც ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

“სააკაშვილი არსებობს ერთადერთი ოცნებით, რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში” – მაკა ბოჭორიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ეხება საქართველოს, იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს.

„მიხეილ სააკაშვილი არსებობს ერთადერთი ოცნებით, რომ საქართველოში როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს იყენებს. ამისთვის იყენებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები, თუ ქვეშევრდომები არიან.

ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ეხება საქართველოს, იყენებს არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის მოწმეები ვართ უკვე ძალიან დიდი ხანია და არაფერი შეცვლილა, მიხეილ სააკაშვილი იყენებდა, იყენებს და გამოიყენებს საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.

“პარლამენტი პროცედურული ხრიკებით კონსტიტუციას არღვევს” – რომან გოცირიძე

პარლამენტი პროცედურული ხრიკებით კონსტიტუციას არღვევს – ოპოზიციის მიერ ინიცირებულია 72 კანონპროექტი, საიდანაც 57 დღემდე განხილული არ არის , – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოცირიძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის მიზანმიმართულ შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას წაართვეს კანონშემოქმედებითი უფლება.

“პარლამენტი პროცედურული ხრიკების გამოყენებით არღვევს კონსტიტუციას. ოპოზიციის მიერ ამ მოწვევის პარლამენტში ინიცირებულია 72 კანონპროექტი, საიდანაც 57 დღემდე განხილული არ არის, არათუ პლენარულ, არამედ კომიტეტის სხდომებზეც კი. შეიძლება მოხდეს ისეთი უცნაური მოვლენა, რომ პარლამენტმა მუშაობა დაამთავროს და 4 წლის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების უმრავლესობა საერთოდ არ იყოს განხილული , არც ერთ დონეზე. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ზოგიერთი კანონპროექტი გადავადებულია 12- ჯერ, 11- ჯერ, 6- ჯერ და 7- ჯერ. არის კანონპროექტები, რომელიც 2 წელია თაროზეა შემოდებული. იციან, რა ამ კვლევის შესახებ, რეზოლუციაც მომზადდება და ამ საკითხს მივცემთ უფრო სერიოზულ რეზონანსს, ბოლო პერიოდში რაღაც პროექტები დაიძრა, ჩვენი პროექტებიც გამოიტანეს წინა კომიტეტზე, მაგრამ ეს არსებითად არაფერს ცვლის,”- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტების ძირითად ნაწილს იურიდიული კომიტეტი აფერხებს და 72- დან 36 იურიდიულ კომიტეტშია “გაჭედილი”.

გოცირიძე აცხადებს, რომ ინიციატივების შეფერხება შერჩევითად ხდება და ძირითადად ის ინიციატივები ფერხდება, რომელიც მათთვის არის მტკივნეული და ეხება საარჩევნო საკითხებს, სასამართლოს რეფორმას, რუსეთს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კანონპროექტები საკომიტეტო მოსმენებზე არ გააქვთ, რათა ოპოზიციის ინიციატივებთან დაკავშირებით მსჯელობა საერთოდ არ შედგეს და საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნას.

“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა, შეტანილ იქნას ცვლილებები რეგლამენტში, რომ სარეგლამენტო ხრიკებით უმრავლესობას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ოპოზიცია გამოთიშოს კანონშემოქმედებითი საქმიანობიდან”, – განაცხადა გოცირიძემ.

ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.

„მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.

ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ – აცხადებენ PSP-ში.

R

 

სოხუმის დელეგაცია მინსკში მოლაპარაკებებს მართავს

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია მინსკში იმყოფება და იქ „უწყებათაშორის კონსულტაციებს “მართავს. ინფორმაციას „ეხო კავკახა“ ავრცელებს.

დელეგაციაში არიან სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. ე წ. შ ს მინისტრი რობერტ კიუტი, ასევე დე ფაქტო ჯანდაცვის, კულტურის და საგანგებო სიტუაციათა მინისტრები.

ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ლევ კვიციანია ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს ვადიმ სინიავსკის შეხვდა და ბელარუსში აფხაზი მაშველების და მეხანძრეების მომზადების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ინალ არძინბამ განაცხადა, ის ამაყობს ბელარუსის პრეზიდენტით. ასევე ამაყობს ბელარუსი ხალხით, რომელიც „ამ მძიმე დროს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას უსამართლობასთან ბრძოლაში. ასევე მხარს უჭერს აფხაზეთს და მასთან ორმხრივ თანამშრომლობას აღრმავებს.