“სააკაშვილი არსებობს ერთადერთი ოცნებით, რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში” – მაკა ბოჭორიშვილი

90
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ეხება საქართველოს, იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს.

„მიხეილ სააკაშვილი არსებობს ერთადერთი ოცნებით, რომ საქართველოში როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს იყენებს. ამისთვის იყენებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები, თუ ქვეშევრდომები არიან.

ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ეხება საქართველოს, იყენებს არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის მოწმეები ვართ უკვე ძალიან დიდი ხანია და არაფერი შეცვლილა, მიხეილ სააკაშვილი იყენებდა, იყენებს და გამოიყენებს საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.