მექსიკაში ქარიშხალ “ოტისს” 45 ადამიანი ემსხვერპლა

152
spot_img

მექსიკაში ქარიშხალ “ოტისს”, რომელიც ქვეყანას გასულ კვირას დაატყდა, სულ მცირე, 45 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 47 მოქალაქე დაკარგულია.

ამის შესახებ გუბერნატორმა, ეველინ სალგადომ განაცხადა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აკაპულკოდან​ 263 უცხოელის პოვნა და გაყვანა მოხერხდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა ეს რიცხვი საბოლოო.

მთავრობის ინფორმაციით, გერეროს შტატში, საკურორტო ქალაქ აკაპულკოში სტიქიის შედეგად 600 სასტუმრო და ამხანაგობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის 80%-ს შეადგენს, ასევე, 273 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 120 საავადმყოფო და კლინიკა.

ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი მომხმარებელი რჩება.