სოხუმის დელეგაცია მინსკში მოლაპარაკებებს მართავს

133
spot_img

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია მინსკში იმყოფება და იქ „უწყებათაშორის კონსულტაციებს “მართავს. ინფორმაციას „ეხო კავკახა“ ავრცელებს.

დელეგაციაში არიან სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. ე წ. შ ს მინისტრი რობერტ კიუტი, ასევე დე ფაქტო ჯანდაცვის, კულტურის და საგანგებო სიტუაციათა მინისტრები.

ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ლევ კვიციანია ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს ვადიმ სინიავსკის შეხვდა და ბელარუსში აფხაზი მაშველების და მეხანძრეების მომზადების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ინალ არძინბამ განაცხადა, ის ამაყობს ბელარუსის პრეზიდენტით. ასევე ამაყობს ბელარუსი ხალხით, რომელიც „ამ მძიმე დროს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას უსამართლობასთან ბრძოლაში. ასევე მხარს უჭერს აფხაზეთს და მასთან ორმხრივ თანამშრომლობას აღრმავებს.