“69 სამედიცინო დაწესებულებამ რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა დანიშნულება” – ირინე ჯავახაძე

96
spot_img

69 სამედიცინო დაწესებულებამ რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა დანიშნულება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძემ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტომ 85 სამედიცინო დაწესებულებაში შეამოწმა სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობა.

„მიმდინარე წელს, 74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, ასევე, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნების შესაბამისი ფორმის, ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან მიმართებაში.

შემოწმების შედეგად, რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი გამოვლინდა 69 დაწესებულებაში, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა“, – აღნიშნა ირინე ჯავახაძემ.