Home Blog Page 1939

“პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი და გუშინდელი მიმართვა კავკასიელებისადმი რა შედეგსაც გამოიღებს”-გიორგი ჩალაძე

პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი და გუშინდელი მიმართვა კავკასიელებისადმი რა შედეგსაც გამოიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ფუჭად დადის ბატონი პუტინი, ურჩევნია, მოემზადოს ჰააგაში სასჯელის მოსახდელად. ჩვენი რუსი „ქოცები“ კი რასაც დაიჭერენ, არავის გაუნაწილონ“, – წერს გიორგი ჩალაძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.

29 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების, საკანდელიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, ბერიძის და ჩაიკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ხიდის, 9 აპრილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, თავკვერის, ჩხავერის, საფერავის, რქაწითელის, იარაჯულის და ზემო მეტალურგიული ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, მარიჯანის, ტაშკენტის და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, კობახიძის, მაისურაძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის და ბარათაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კვინიტაძის, ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის,  რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის, ლეილა აბაშიძის, რუისის, მეველეს, ლეხ კაჩინსკის, მეფე სოლომონ ბრძენის, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, ბოდბის, გლახო ზახაროვის, შავსოფლის, კაჭარავას, ჯორჯაძის, ალექსანდრე ონიანის, ბოჭორიძის, დესპინე გელოვანის, დავით კაჭარავას, ალექსანდრე ახვლედიანის, ურბნისის, ისნის, ჩეხოვის, მათიაშვილის, ნავთლუღის, მეტეხის, ფერიცვალების, სამასი არაგველის, დუტუ მეგრელის, ჯორბენაძის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ეთერ კაკულიას და იორის ქუჩების მოსახლეობას.

თბილისში დაკარგული 10 წლის მოზარდი იპოვეს

თბილისში, 10 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ერისთავის ქუჩიდან, სახლიდან დღეს გავიდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

თბილისში 10 წლის ბავშვს ეძებენ

თბილისში 10 წლის მოზარდს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ერისთავის ქუჩიდან დაკარგულია 10 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე საათის წინ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის სამძებრო სამუშაობეში პოლიცია უკვე ჩაერთო.

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან გაღიზიანებული ხართ და აგრესიის შეკავება გიჭირთ. ეცადეთ, საღამომდე განმარტოვდეთ, რათა საყვარელ ადამიანები უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ძველ, მტკივნეულ კითხვაზე პასუხი იპოვოთ. ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ – ახლა რაციონალურად აზროვნება გიჭირთ.

კურო

თქვენს გარემოცვაში დილიდან დაძაბულობა იგრძნობ, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად იმუშაოთ და უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. საინტერესო და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით დაგმუხტავთ. მოერიდეთ დებატებში ჩართვას და კამათს – ვერავის დაარწმუნებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ.

ტყუპები

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ან შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ – სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, ამიტომ გეგმების შეცვლაც მოგიწევთ. შესაბამისად, ბევრი იმპროვიზაცია და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება დაგჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემებს იუმორით და ოპტიმისტური დამოკიდებულებით მიუდგეთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ მძიმე, დატვირთული დღისთვის. მთელ დღეს მოძრაობაში და სხვადასხვა თემაზე საქმის გარკვევაში გაატარებთ. ეცადეთ, კოლეგებს მხარი დაუჭიროთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კომპრომისული გადაწყვეტილება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი

ეცადეთ შეეგუოთ, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა და ზოგიერთი საქმეის გადადება მოგიწევთ. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა მიმართული. მოთმინება მოიკრიფეთ და მშვიდად დაელოდეთ, რა მოხდება.

ქალწული

ამ დღეს როგორც ახლობელ, ისევე უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებში სირთულეები გელით. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი და თქვენს შეურაცხყოფას ცდილობენ. ამ დღეს უმნიშვნელო კამათი შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ. ემოციური სტრესის მოხსნას ვარჯიშით და სუფთა ჰაერზე სეირნობით შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენაში შეიძლება რაღაც უჩვეულო და საინტერესო დაინახოთ და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. სწორედ ცვლილებები გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად. საინტერესო შეხვედრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებთ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, მთავარია, რომ ემოციების კონტროლი შეძლოთ და ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ. თუ დავალებასთან გამკლავება გიჭირთ, საკუთარი მოვალეობები ერთ-ერთ კოლეგას უნდა გაუნაწილოთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანთ და ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მტკივნეული საკითხები ახლობელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ. საკუთარ პრობლემებს რაც უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებთ, მით უფრო სწრაფად შეძლებთ მათ მოგვარებას. გირჩევთ, საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაახაროთ.

თხის რქა

საკუთარი აზრებისა და შემოსული ინფორმაციის ნაკადში გარკვევა გიჭირთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ფიზიკურ მდგომარეობას. ეცადეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვათ და ფეხით ბევრი იაროთ. ამ დღეს დაწყებული ბიზნესი წარმატებული და მოგებიანი იქნება.

მერწყული

ამ დღეს ეცადეთ, იაქტიუროთ და გარშემო მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინოთ. ვიღაცას თქვენი რჩევა ძალიან დაეხმარება და სწორ მიმართულებას დაანახვებს. რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარებისთვის შესანიშნავი დღეა.

თევზები

ამ დღეს უცნობებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, საკუთარი ან სხვისი საიდუმლო უნებურად გასცეთ და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გირჩევთ, საუბრისთვის ნეიტრალური თემები აირჩიოთ. მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

“რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია”- სალომე ზურაბიშვილი

იმ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოულოდნელობა იყო იმის ნახვა, რომ „ვაგნერის“ აჯანყება სწრაფად დასრულდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რაც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა.

„ჩემთვის და, ვფიქრობ, თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ამ მომენტისთვის ომით ნამდვილად დასუსტდა, ასეთი ფორმით აჯანყების ნახვა სრული მოულოდნელობა იყო. მოულოდნელობა იყო ნახვა, როგორ მარტივად შეუძლია ვინმეს საზღვრის გადაკვეთა და ჯერ როსტოვში შესვლა და შემდეგ მოსკოვთან ახლოს, სხვა ქალაქებში. მოულოდნელობა იყო ნახვა, რომ ეს აჯანყება ასე სწრაფად დასრულდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რაც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა.

უცნაურია, რომ თუნდაც პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს, როცა ის უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, რაც არასდროს არსებობდა რუსეთის ისტორიაში. როდესაც შენ აჯანყებული ან თუნდაც ომის ტყვე ხარ, [რუსეთში] ეს არასდროს გეპატიება. და ეს ახლა რუსეთში ხდება და როგორ შეგიძლია, თუნდაც ლუკაშენკოს ენდო, როდესაც იგი თავად ძლივს იცავს იმ ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც რუსეთის მზარდი მოთხოვნების პირობებში… ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რუსულ ტრადიციას არ ჰგავს.

ვფიქრობ, რომ ახალ ფაზაში ვართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რუსეთი ხედავს, რომ მისი ყველა დიდი გეგმა ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდა. ეს ჯერ საბოლოო სამხედრო მარცხი არ არის, მაგრამ იმ ყველაფერმა, რის გაკეთებასაც პუტინი ეცადა, ან არ იმუშავა, ან სრულიად მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია – გაერთიანებული ევროპა, გაერთიანებული და უფრო ძლიერი ნატო, ევროკავშირი, რომელიც ისევ გაფართოებაზე საუბრობს, რაც ისეთ თემას ჰგავდა, რომ ამასთან შეხება არავის უნდოდა.

პუტინისთვის ყველა ნეგატიური შედეგი – მობილიზაციაში წარუმატებლობა, პრიგოჟინის „ვაგნერი“, რომელიც ამ თეატრის ბოლო აქტია, რუსეთის არმია სრულიად შერცხვენილია. ის რუსული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ არმიად მოიაზრებოდა, ახლა დონეცკში პრიგოჟინის იმედზეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში საქართველო ისრაელს შეხვდებ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისრაელი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ჩეხეთი 1-0 დაამარცხა და C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოსა და ისრაელის შეხვედრა 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დაკანონდეს სამედიცინო კანაფი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დააკანონონ სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა.

„ყველა საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინაში გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრიის განვითარება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადების კუთხით.

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს კანაფის მცენარეების გამოყენებას უკრაინაში სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო მიზნებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი უკრაინაში კანაფის შემცველი პრეპარატების წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად, გაშენებიდან და გადამუშავებიდან სრულ წარმოებამდე.

“ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, რომ პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან”- ლუქსემბურგის პრემიერი

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, ახლა ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, რომ პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან” , – აღნიშნა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მოლაპარაკებების გამართვა ორივე ლიდერს ერთი წლის წინ შესთავაზა. მაშინ უკრაინის ლიდერმა მხარი დაუჭირა მსგავს წინადადებას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა არა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტელის თქმით, წინადადება ძალაში რჩება, „ჩვენ აღარ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადრე ვიყავით“.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი არ იყო მზად კონსტრუქციული გადაწყვეტის მოსაძებნად. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ის კუთხეში აღმოჩნდა“, – იხსენებს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „არ აჩვენა, რომ, როგორც პოლიტიკოსი, მზადაა აღიაროს თავისი შეცდომა და დაასრულოს ომი“.

შვეიცარიამ არ დაუშვა უკრაინაში Leopard 1 A5 ტანკების რეექსპორტი -CNN

შვეიცარიამ არ დაუშვა უკრაინისთვის მომზადებული Leopard 1 A5 ტანკების რეექსპორტი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უარყო კომპანია Ruag SA-ს მოთხოვნა Leopard 1 A5 96 ტანკთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე.

აღნიშნული ტანკები ახლა იტალიაში ინახება და მოდერნიზაციის მიზნით მათი ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ კი სამხედრო დახმარების სახით უკრაინაში გადაყვანა იგეგმებოდა.

„[შვეიცარიის] ფედერალურმა საბჭომ დაასკვნა, რომ 96 ტანკის გაყიდვა შეუძლებელია მოქმედი კანონმდებლობის დებულებების გამო. კერძოდ, ასეთი გაყიდვა ეწინააღმდეგება სამხედრო აღჭურვილობის შესახებ კანონს და ნიშნავს შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შეცვლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რამდენიმე საათის წინ მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ნუცა ბუზალაძის კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი, გაუქმდა – “მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი”

ბა­თუმ­ში, 30 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კლუბ “სფე­როს” გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ეს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის და კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაა.

“მო­გე­სალ­მე­ბით! რო­გორც ცნო­ბი­ლია 30 ივ­ნისს კლუბ „სფე­რო“-ში და­გეგ­მი­ლი იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც სოლო კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ბენდ ნი­უ­ტონ­თან ერ­თად.

ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლუ­ბი “სფე­რო”-ს ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­ჭი­როდ თვლის გაც­ნო­ბოთ ჩვე­ნი და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ორ­მხრი­ვი.

30 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი ამ ეტაპ­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ნუცა მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რებს რუ­სე­თის მი­მართ თა­ვის პო­ზი­ცი­ას და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! სწო­რედ ამი­ტომ რუ­სე­თი­დან მი­ღე­ბულ სა­კონ­ცერ­ტო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე დიდი ხა­ნია უარს ამ­ბობს.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ნუ­ცას და­გეგ­მი­ლი აქვს ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნე, რომ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს მსმე­ნე­ლის­თვის სი­ურპრი­ზად ტო­ვებს. კლუ­ბი “სფე­რო“ წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს მას. ნუცა მზად არის უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში “სფე­რო“-ში გა­მარ­თოს სოლო კონ­ცერ­ტი.

კლუ­ბი “სფე­რო“ ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას და სი­ურპრიზს გპირ­დე­ბათ. ჩვენ­თვის თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია” – ნათ­ქვა­მია კლუ­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

https://www.facebook.com/spherebatumi/posts/126580853796487?ref=embed_post