შვეიცარიამ არ დაუშვა უკრაინაში Leopard 1 A5 ტანკების რეექსპორტი -CNN

112
spot_img

შვეიცარიამ არ დაუშვა უკრაინისთვის მომზადებული Leopard 1 A5 ტანკების რეექსპორტი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უარყო კომპანია Ruag SA-ს მოთხოვნა Leopard 1 A5 96 ტანკთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე.

აღნიშნული ტანკები ახლა იტალიაში ინახება და მოდერნიზაციის მიზნით მათი ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ კი სამხედრო დახმარების სახით უკრაინაში გადაყვანა იგეგმებოდა.

„[შვეიცარიის] ფედერალურმა საბჭომ დაასკვნა, რომ 96 ტანკის გაყიდვა შეუძლებელია მოქმედი კანონმდებლობის დებულებების გამო. კერძოდ, ასეთი გაყიდვა ეწინააღმდეგება სამხედრო აღჭურვილობის შესახებ კანონს და ნიშნავს შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შეცვლას“, – ნათქვამია განცხადებაში.