ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დაკანონდეს სამედიცინო კანაფი

231
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს, დააკანონონ სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა.

„ყველა საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინაში გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრიის განვითარება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადების კუთხით.

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს კანაფის მცენარეების გამოყენებას უკრაინაში სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო მიზნებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი უკრაინაში კანაფის შემცველი პრეპარატების წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად, გაშენებიდან და გადამუშავებიდან სრულ წარმოებამდე.