“ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, რომ პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან”- ლუქსემბურგის პრემიერი

190
spot_img

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, ახლა ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, რომ პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან” , – აღნიშნა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მოლაპარაკებების გამართვა ორივე ლიდერს ერთი წლის წინ შესთავაზა. მაშინ უკრაინის ლიდერმა მხარი დაუჭირა მსგავს წინადადებას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა არა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტელის თქმით, წინადადება ძალაში რჩება, „ჩვენ აღარ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ადრე ვიყავით“.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი არ იყო მზად კონსტრუქციული გადაწყვეტის მოსაძებნად. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ის კუთხეში აღმოჩნდა“, – იხსენებს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „არ აჩვენა, რომ, როგორც პოლიტიკოსი, მზადაა აღიაროს თავისი შეცდომა და დაასრულოს ომი“.