Home Blog Page 1860

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს.

„77 დაუსრულებელი დღე და ღამე მათ გარეშე. 130 ბავშვი, ქალი და მამაკაცი კვლავ ტყვეობაშია. ჩვენ თბილისიდანაც მოვუწოდებთ და ვლოცულობთ მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის.

შაბათის დამდეგს, თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებთან ერთად 130 ყვითელი ბუშტი გავუშვით ცაში. შემოგვიერთდით ჩვენს მოწოდებაში, რომ დავაბრუნოთ ყველა მძევალი“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, – ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.

სანქციების შემოღების კიდევ ერთი საფუძველია – მიწოდება „ნებისმიერი მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან, მათ შორის გაყიდვა, მიწოდება ან გადაცემა […] ნებისმიერი საქონლის ან საქონლის კლასის.”

განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.

“როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ” – მარიამ ქვრივიშვილი

დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როგორც შიდა, ასევე ჩვენს საერთაშორისო მოგზაურებს გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ, ასევე დახვდებათ განახლებული და რეაბილიტირებული სასრიალო ტრასები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მთაზე გავატაროთ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, რაც დაეხმარება კერძო სექტორს, განთავსებისა და კვების ობიექტებს, რომ კიდევ უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა  განაცხადა.

„გუდაურში საზეიმო ვითარებაში ზამთრის ტურისტული სეზონი და ასევე ახალი საბაგირო კომპლექსი გავხსენით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუდაურში მოაწყო. ეს არის ახალი საბაგირო კომპლექსი, რომელიც გულისხმობს ორ დამოუკიდებელ, პარალელურ ხაზს. ამ საბაგიროს გარშემო ჩვენ მოვაწყვეთ სრულიად ახალი 6კმ-იანი სასრიალო არეალი, ასევე მოხდა არსებული 70კმ-იანი სასრიალო ტრასის რეაბილიტაცია. მიმდინარე სეზონისთვის ასევე შევიძინეთ ახალი სპეცტექნიკა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სასრიალო ტრასები იყოს ევროპული სტანდარტებით მოწესრიგებული“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისში, გაზის მიწოდება 8800-მდე აბონენტს შეუწყდა – დეტალები

დიდუბის რაიონში მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 8800 -მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაზმომარაგება შეუწყდა: რაფიელ აგლაძის ქ. 79, აკაკი წერეთლის გამზ. 117, 117ა, 117დ, 117-2, 117-3-ში მდებარე შპს “გლობალური ტექნოლოგიების” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, აკ. წერეთლის გამზ. 128, 130, 132, 139, 141, 143, კოსმონავტების სანაპირო # 91-ში მდებარე შპს „მეგა დიდუბის”, წყალტუბოს ქ. 1, 2, 3, 4, 6-8-10, 12-14-ში მდებარე შპს „არბი გრუპი”-ს, 24, 25, 27, ალიო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, დიდუბის ავტოსადგურ „ოკრიბა”-ს ტერიტორიაზე არსებულ კვებისა და კომერციულ ობიექტებს, წერეთლის გამზ. 140, 141, 142-სა და 144-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შპს “ბი-ემ-სი გორგია”, რესტორანი “მირზაანი”, შპს “პროგრიფი”, შპს “თერგი XXI”, შპს “ბერმუხა”, სსიპ “ნოტარიუსთა პალატა”, სს “მაუდი”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, „დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი’’, სს “თიბისი ბანკი”, შპს “მზიური”, შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია”, შპს ასა-ტური”, სს „სამთო”, პროკრედიტ ბანკი, დაცვის პოლიციის შენობა, შპს “სურები”, შპს “თეთრი ღამე”, შპს “მედკაპიტალი”, შპს “უშბა”, წერეთლის გამზ. 136-ში – #91 ბაგა-ბაღი, მირცხულავას ქ. 4-ში – # 22-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა “ცისკარი”, „ბესარიონ კობიძე”, შპს “დენტივერი XXI”, შპს “ბე-პე”, შპს “ ჯანმრთელი მომავალი”, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, შპს “ფენიქსი”. წერეთლის გამზ. 95-ში – მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორანი “თეთრი სახლი”, “ძველი თბილისი”, საქართველოში წმინდა ელისაბედის სახელობის მონაზონთა კონგრეგაციის სათაო სახლის ფილიალს, სს „დიალოგს’, შპს „დიალოგს”, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიღმის ხიდის მიმდებარედ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს”, შპს „ლუკოილ-ჯორჯია”-ს, ნონო გაფრინდაშვილის I შეს. 6-ში მდებარე შპს „ბოჰო სთეი”-ს, კარალეთის ქ. 4-ში – შპს „კ-4”-ს, სს დიდუბის ავტოვაგზალს, კარალეთის ქ. 5-ში მდებარე შპს „ოკრიბა”-ს, დიდუბის მეტროს სადგურის მიმდებარედ შპს „მ.ზ”-ს, ი.მ მარიამ ლაბაძე, აკ. წერეთლის გამზ. 147-ში მდებარე შპს „აგრონომს”, გიორგი ძამელაშვილი – მცირე და სხვა.

ნაძალადევის რიონში- ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს „გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს „სვეტი ჯგუფი”-ს, შპს „ბინექსი”-ს, შპს „ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს „ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს „ოპტიმას” საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს “კ სამი”-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს „ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს „კიკვიძე-1-ის, შპს „კიკვიძე 2”-ის, შპს „ალფა რეზიდენსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს „ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 2-ში მდებარე სს „უნივერსალი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ნინუას ქუჩაზე – შპს “ევროპარკს”, მექანიზაციის ქუჩაზე – სს “ავტოშემკეთებელს”, შპს “პლასფანს”, ერისთავის ქუჩაზე – „საქართველოს კარიტასს”, შპს “უნივერსალს”, შპს “ლ.თ.ბ”, შპს “ჯაოკენს”, შპს “გეორგიანას”, შპს “ლიტვური საცხობს” (1016), სამედიცინო კოლეჯს „პანაცეა”-ს, შპს “ოკეანიდა” – 1016, შპს “ევოლუშენ ჯორჯია” – მცირე, შპს “ევროპარკი” – 1016, გურამიშვილის გამზ. 2-ში – წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას”, შპს „ნილი”, შპს „ტკბილი ქვეყანა”, შპს „ანა ჯგუფი”, შპს „მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს „კოლხი”, შპს „ხაბაზი 77”, შპს „ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს „სოგური”, სს „კოლხეთი”, შპს „ჯორჯია”, შპს „ლაგი 98”, შპს „გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს „საქართველოს რკინიგზა”, სს „მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს „პრემიერა. ტმ”, შპს „ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს „პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს „ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა და სხვა.

სანზონა: თ. ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „ჯაოკენი”-ს, ერისთავის I შეს. 2, ერისთავის I ჩიხში და ერისთავის ქ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, თ. ასევე ერისთავის ქ. 1-ში – სსიპ “საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია” (1016), შპს “გალერეა დიდუბე“ (გმპ # 320-ზე), შპს “ჩარხი ხაზი” (1001), შპს “ნიუ კლასიკი”, შპს “ზღაპარი” (1016), თ. ერისთავის ქ. 2-ში – შპს “ხალიბი” (1016), შპს “აქსისის სამშენებლო მასალები”(1016) შპს „სტანდარდს”, ერისთავის ქ. 3-ში მდებარე შპს “ჯონი ჭანტურიას სამედიცინო ცენტრი”, ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „თბილისილამ”, შპს „კასტა”, ასევე ერისთავის ქუჩაზე – ყოფ. ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხვალ – 23 დეკემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვოთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“- ეს არ არის ევროპული მიდგომა” – ვაშაძე

გვეყოფა დაპირისპირება, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და გვთხოვა, რომ მოვიქცეთ ევროპული სტანდარტით. „ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“ – ეს არ არის ევროპული მიდგომა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტიის „საქართველოსთვის“ ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებული განცხადება ჰუმანურობას სრულიად მოკლებულია.

„ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მისი შინაარსი ჰუმანურობას აბსოლუტურად მოკლებულია. ვწუხვარ, რომ ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ ვერ გახდება, ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები ციხეში კი არ სხედან, არამედ პრეზიდენტები არიან დაფასებულები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსების დაპირისპირებისკენ წაქეზებაა და ხელს უშლის ერთიანობას.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაპირისპირებაზე ორიენტირებული ყველა განაცხადი ფუჭი საქმის კეთებაა და შეცდომა. დღეს გვინდა გაერთიანება და არა დაპირისპირება. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით რეიტინგი მოემატებათ, არ მოემატებათ იმიტომ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა დაპირისპირება. ეს განაცხადები არის წაქეზება დაპირისპირებისკენ და არა გაერთიანებისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს სააკაშვილს” – ლევან ხაბეიშვილი

რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს პრეზიდენტ სააკაშვილს, ეს არ გამიკვირდება. ერთ მხარეს არის რუსული პარტია გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ბორის ჯონსონი, მაკრონი, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი. – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ხალხი 2024 წელს რუსულ პარტიებს პასუხს გასცემს.

„უდიდესია კონტრასტი, ერთ მხარეს არის გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ვნახეთ, რომ ბორის ჯონსონმა დაბადების დღე და შობა მოულოცა სააკაშვილს. რუსული ხელწერის ხალხმა შეიძლება მოითხოვოს, რომ თვალები დათხაროს სააკაშვილს, ეს არ გამიკვირდება. ერთ მხარეს არის რუსული პარტია გახარია-ივანიშვილი, მეორე მხარეს ბორის ჯონსონი, მაკრონი, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი. ხალხი ანალიტიკას გააკეთებს, შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, გახარიას ამ შეფასებაზე ადეკვატური რეაქცია ექნებათ. თავად მიიღებს ხალხი ამ განცხადებას ცნობად და 2024 წელს რუსულ პარტიებს პასუხს გასცემს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მან 2019 წლის 20-21 ივნისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველამ კარგად ვიცით, ვინ ისროდა დათვის ტყვიებს, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი და როგორ ვითარდებოდა მოვლენები“.

მისივე თქმით, ისტორიას ვერავინ გადაწერს და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

„ეს არის კოლექტიური “გავრილოვები”, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ის, რომ ერთი ჭანჭიკი გამოეცალათ და რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში ეხმარება ივანიშვილს, არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცევა”,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

“მგონი, სუპერ პაკ-ი არის გზა, როგორ დაიბრუნონ წასული „ნაცები”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

მგონი, სუპერ პაკ-ი არის გზა, როგორ დაიბრუნონ წასული „ნაცები“, სწორი გათვლაა, მხარს ვუჭერ, რომ „ნაცები“ იყვნენ „ნაცებში“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, სუპერ პაკ-ი სხვა პარტიებს არ ეხება.

„სუპერ პაკ-ი შიდა „ნაცური“ ამბავია. მგონი, რაც უნდა შეიკრიბოს, ეს არის გზა, როგორ დაიბრუნონ წასული „ნაცები“, გვარამია და სივრცე იყოს, სადაც ეს ხალხი გაერთიანდება. ამიტომ, სწორი გათვლაა. მხარს ვუჭერ, რომ „ნაცები“ იყვნენ „ნაცებში“ და ხალხი არ დააბნიონ, თითქოს სხვა პარტიაში არიან. სუპერ პაკ-ი სხვა პარტიებს არ ეხებათ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს“.

აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის თაობაზე.

„საზოგადოებას არ დავიწყებია სისხლიანი 20 ივნისის აქტორები და ასევე, შეუძლებელია თავს ასაღებდე ოპოზიციურ პარტიად და ერთი მხრივ, ხელისუფლებას ბიუჯეტს უმტკიცებდე და მეორე მხრივ, ითხოვდე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი გახარიას გუნდი სინქრონში მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

“ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის თანხმობითა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბრძანებით ააფეთქეს” – „უოლ სთრით ჯორნალი“

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის თანხმობითა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბრძანებით ააფეთქეს.

ამერიკული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას დასავლეთის სპეცსამსახურებზე და რუსეთის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პატრუშევი შეშფოთებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და თავად პრიგოჟინის პოლიტიკური თუ სამხედრო გავლენის ზრდით.  სტატიის მიხედვით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჯერ კიდევ 2022 წელის ზაფხულში აფრთხილებდა პუტინს, რომ პრიგოჟინი კრემლს ემუქრება.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში პრიგოჟინმა პირადად დაურეკა პუტინს და ემოციურად უსაყვედურა უკრაინაში ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალის დანაკლისის გამო. გამოცემა წერს, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს, პატრუშევმა გაიგო, რომ პრიგოჟინი პუტინს ეუხეშებოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის ლიკვიდაციის გეგმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით შეადგინეს, პუტინი მას გაეცნო და დაეთანხმა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის თვითმფრინავზე მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მისი შემოწმებისას დაამონტაჟეს.

ცნობისთვის, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა. კრემლში ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფენ. პუტინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაღუპულების ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს და თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საქმე აღძრა, თუმცა შედეგის შესახებ არაფერია ცნობილი.

უცხოური ვალუტის კურსი 23 დეკემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6882 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9614 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9430 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.

ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

“სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, შეიძლება, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას”

ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ წააგებს, აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მცდელობა განწირულია ფიასკოსთვის.

„მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი, რესურსი არ აქვთ, ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს ხალხის მხარდაჭერაა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია, ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, ყველაფერი შეიძლება. როგორც წინა შემთხვევაში ვერაფერი მოახერხეს, ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც ქვეყანაში არსებითად ვითარების არევა, ასე გააგრძელებენ მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რათა ქვეყანაში არეულობა მოაწყონ.

ამასთან, კობახიძემ საქაღთველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას.

„რაც შეეხება შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთი რაღაცები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს“, – აღნიშნა კობახიძემ.