ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

91
spot_img

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.