მგონი, სუპერ პაკ-ი არის გზა, როგორ დაიბრუნონ წასული „ნაცები“, სწორი გათვლაა, მხარს ვუჭერ, რომ „ნაცები“ იყვნენ „ნაცებში“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, სუპერ პაკ-ი სხვა პარტიებს არ ეხება.
„სუპერ პაკ-ი შიდა „ნაცური“ ამბავია. მგონი, რაც უნდა შეიკრიბოს, ეს არის გზა, როგორ დაიბრუნონ წასული „ნაცები“, გვარამია და სივრცე იყოს, სადაც ეს ხალხი გაერთიანდება. ამიტომ, სწორი გათვლაა. მხარს ვუჭერ, რომ „ნაცები“ იყვნენ „ნაცებში“ და ხალხი არ დააბნიონ, თითქოს სხვა პარტიაში არიან. სუპერ პაკ-ი სხვა პარტიებს არ ეხებათ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.