„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.
კერძოდ, საქმე ეხება კახა კალაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.
„დღეს კახა კალაძის მიერ გავრცელებული იყო მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, თითოქსდა ის ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, შესაბამისად, სარჩელი მომზადდება მომავალ კვირაში. მოვითხოვთ ყალბი ცნობების უარყოფას“, – აღნიშნა კორძაძემ.
კითხავზე, მოითოხვენ თუ არა ფულად კომპენსაციაც, ადვოკარი განმარტავს, რომ ფულად კომპენსაციას არ მოითხოვენ.
ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.
„შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“,- აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიციურ სპექტრში „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი ხმა აქვს. მათ იციან „ნაცმოძრაობას“ ხმას ვერ წაართმევენ და სურთ დანარჩენი ხმებით „მესამე ძალის“ სტატუსი მოიპოვონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომ არჩევნების მერე ვერ ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობა და ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები.
„სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური სუბიექტები შემოვლენ პოლიტიკურ არენაზე. შესაძლოა მოხდეს გვარამია-მელიას სავარაუდო გაერთიანება და ეს კიდევ სხვა მიზანს ემსახურება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციური სპექტრი დაყოფილია, ცალკე – „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები ცალ-ცალკე. „ლელო“ არ თმობს თავის პოზიციების და მყარად აქვს გადაწყვეტილი (განაცხადა კიდეც), რომ მათ „მესამე ძალის“ სტატუსის მოპოვება სურთ ქართულ პოლიტიკაში. სწორედ მათ პაექრობას უწევს ახალი კოალიცია (გვარამია-მელიას კოალიცია), რომელიც სავარაუდოდ მალე ჩამოყალიბდება და სწორედ მათ უპირისპირდება. რატომ? – იმიტომ, რომ მათი გათვლები კიდევ უფრო შორს მიმავალია.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი ხმა აქვს, მათ იციან, „ნაცმოძრაობას“ ხმას ვერ წაართმევენ და მათ სურთ დანარჩენი ხმებით „მესამე ძალის“ სტატუსი მოიპოვონ.
ამ შემთხვევაში კონკურენცია ხდება „ლელოს“ და დანარჩენ პარტიებს შორის – რატომ? მათ სურთ ისრაელის სცენარის განმეორება საქართველოში. ყოველთვის, „მესამე ძალა“ ქმნის პოლიტიკურ კრიზისის ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვნახეთ ორი წლის წინ ისრაელში. მათ უნდათ მესამე ძალამ შექმნას პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, ვერ ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობა და დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები (როგორც იყო ისრაელში).
აქედან გამომდინარე, მათი მიზნები უკვე სხვა არის და ისინი სწორად ალაგებენ თავიანთი კუთხიდან, მაგრამ ერთ რამეში ცდებიან – ისინი ვერც „მესამე ძალად“ ჩამოყალიბდებიან და ვერც ამ არჩევნებში შეძლებენ პოლიტიკური კრიზისის შექმნას საქართველოში“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.
როცა მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს და, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფასადური არ არის, რა თქმა უნდა, ამ პირობებში სადღაც რაღაც ვადა დაირღვევა და ამაზე პასუხს აგებინებენ კომპანიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც დავითულიანმა წერეთლის გამზირის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას ცარიელ ადგილას ქარიშხლის მოწყობა უნდა, რაც არ გამოსდით.
„ქალაქის მერის დაპირებაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, წერეთლის გამზირი ავტომობილებისთვის ორმხრივად გახსნილი იქნება. დანარჩენი სპეკულაციაა. ოპოზიციას ცარიელ ადგილას ქარიშხლის მოწყობა უნდა, რაც არ გამოსდით. შემდეგ კი სხედან და მოთქვამენ. ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს რატომ
ტეხენ? როცა ასეთი მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს და, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფასადური არ არის, რა თქმა უნდა, ამ
პირობებში სადღაც რაღაც ვადა დაირღვევა და ამაზე პასუხს აგებინებენ კომპანიას. ქალაქის მერია ამბობს, რომ კომპანია შეიცვლება და პროექტი ვადებში ჩაეტევა. ქალაქის მერიისგან მეტს რას ითხოვენ?“ – განაცხადა დავითულიანმა.
წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები, – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, კანონიკური წესების დაცვით, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლიათ მსურველთ“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
„რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ომის განახლების მუდმივი მიზეზი იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინასთან დაკავშირებით ტელეგრამზე წერს და უკრაინას „ავთვისებიან სიმსივნეს“ უწოდებს.
„უკრაინის არსებობა სასიკვდილოდ საშიშია უკრაინელებისთვის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ დღევანდელ სახელმწიფოს, ვსაუბრობ ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება“, – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ომი უკრაინაში განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.
კახი, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, კალაძის კორუფციული მმართველობის პირობებში, თბილისელებს თითქოს საცობები არ ეყოფოდათ, 10 დღიდან ფაქტობრივად ერთ დღეს ადამიანი საცობებში ატარებს, ახლა აატალახა დედაქალაქი.
„ვერც ერთ პროექტს ვერ ასრულებს იმ ვადაში, რა ვადაშიც პირდებოდა მოსახლეობას და მეტიც, რიგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ასრულებს ამ პროექტებს. წერეთელთან დაკავშირებით ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტენდერი მოაგებინეს გარდაბნის საკრებულოს წევრის მამას, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მამას და მერე ამბობენ, რომ არაფერ შუაშია კორუფცია. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. ახლა, როდესაც გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება, დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმეს ბერას ძმაკაცს. კალაძემ ხომ იშოვა ფული, ახლა ბერამ და მისმა საძმაკაცომ უნდა იშოვოს ფული.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო ის პროექტები, რომლებიც კალაძემ დაიწყო და ვერ დაასრულა – ეს არის მაგალითად მაღლივი-ბაგების ხიდი, ასევე დიღმის ჭალებში კალაძე თბილისელებს დაპირდა წალკოტს, გადაიხადა ასობით ათასი ლარი კლიპებში, სად არის? იქაურობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ვაკის პარკთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის, კალაძემ გახსნა, იპოოზიორა და შემდეგ ბავშვი შეეწირა მის ნამოქმედარს. ყველას გვახსოვს, გვეუბნებოდა, ზედა სამგორიდანლილომდე ზედა მეტროთი მიხვალთო, კალაძე ასე დაგვპირდა, სად არის, ვინმეს გინახავთ მეტრო? 2018 წელს ჩამოვარდა ვარკეთილში ჭერი, ყველა მთავრობის სხდომაზე მუჭს უბრახუნებს კალაძე ახლა დავასრულებ ვარკეთილის მეტროსო, 2024 წელია და ვარკეთილის მეტროში ჭერი ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ხაბეიშვილმა კახა კალაძე საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დაიბარა.
„კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც უახლოესი რამდენიმე დღეში იქნება, გთავაზობ, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარსამსახურის თანამშრომლები, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, შენი ძმაკაცები სპორტსმენები, ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ მოვიდე და დაგისვა კითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ. გაეცი ხალხს პასუხი, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა საკრებულოს სხდომაზე გესტუმრები და დაგისვამ კითხვებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ძლიერი ნალექის გამო, გერმანიის ქალაქებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ფრანკფურტში 1047 დაგეგმილი რეისიდან 570, ხოლო მიუნხენში 650 რეისიდან 250 გაუქმდა.
მათივე ცნობით, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგან წვიმა და ჰაერის დაბალი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე გადაადგილებას სახიფათოს ხდის. შეფერხებაა სარკინიგზო ხაზებზეც.
გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.
„ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი არის“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.
„მოქმედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო აღმავლობას განიცდის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა.
რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ადგილობრივ აქტივისტს, ფაილ ალსინოვს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. სასამართლომ ალსინოვი ეთნიკური ნიშნით სიძულვილის წაქეზებაში დამნაშავედ ცნო. თავად ალსინოვი ბრალს არ აღიარებს.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა. ამას არასდროს დავივიწყებ. ჩემს დანაშაულს არ ვაღიარებ. მე ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა ალსინოვმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ.
ეს არის მორიგი აღიარება, რასაც ვამბობდით, რომ რადიკალები და ხელმოცარულები აქცენტირებული არიან მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ქულების დაწერაზე, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კითხვას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და ამბობდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი“.
ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის მზად იყვნენ, ქვეყანა გაეწირათ.
„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ნუ მისცემთ, რადგან ამით მმართველი პარტია არჩევნებზე გამოვა და დამაჯერებლად გაიმარჯვებსო. როცა ამას ვამბობდით, ზოგი არ იჯერებდა, თუმცა ეს ჯერ სამნიძემ თქვა, შემდეგ დეკანოიძემ და ახლა გამყრელიძემ. ესენი ყველანი თავის დროზე შალვას ფანჩატურის ბინადარნი იყვნენ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გეგმებს ხლართავდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ხელმოცარულები დარჩნენ, არაფერი გამოუვიდათ და ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, რის გამოც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა ხდება. სალომე სამადაშვილი ბრიუსელში ქვეყნის წინააღმდეგ რომ იბრძოდა, არ იცით? საზოგადოებამ ყველაფერი იცის, არაფერი დაიმალება. ლუსტრაცია მოხდა. რადიკალები გაცოფებული არიან, სიგიჟეებს ჩადიან, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებზე დამარცხდებიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.
რა იყო 2023 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, ვინ იყო წლის ადამიანი, რა იყო ქვეყნისთვის 2023 წელს მთავარი პრობლემა? – მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა”, ჟურნალისტების გამოკითხვა ტრადიციულად, წელსაც ჩაატარა და გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოავლინა.
გამოკითხვაში წამყვანი მედიასაშუალებების: ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მედიის წარმომადგენლებმა 14 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტები დაასახელეს.
ნომინაციებს შორისაა:წლის ადამიანი;წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი;წლის მიღწევა;წლის პოლიტიკური მოვლენა;წლის დიპლომატი;წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია;წლის პრობლემა ;წლის მსოფლიო მოვლენა;წლის მედიკოსი ; წლის ინჟინერი.
გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა.
ნომინანტებს შორის იყვნენ:ბიძინა ივანიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე,
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
2 . ჟურნალისტებისრჩეული 2023 – 🥇 წლის პოლიტიკოსი – ირაკლი ღარიბაშვილი
🔴მედიის წარმომადგენლებმა წლის პოლიტიკოსად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს.
📍წლის პოლიტიკოსის ნომინანტებს შორის იყვნენ:ირაკლი ღარიბაშვილი,ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა მდინარაძე, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვოლსკი, ლევან ხაბეიშვილი, შალვა პაპუაშვილი,
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
წლის ანტიგმირად მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს.
ნომინანტებს შორის იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი კობახიძე.
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
4. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 – 2023 წლის მთავარი მიღწევა -საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
2023 წლის მთავარ მიღწევად , ჟურნალისტებმა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელეს.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
5. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 – 🥇 წლის კულტურული მოღვაწე -ზურაბ ყიფშიძე
გამოკითხვის მიხედვით, წლის კულტურის მოღვაწე მსახიობი, ზურაბ ყიფშიძე გახდა.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
გამოკითხვის შედეგად წლის ბიზნესმენად ვაჟა (პანტიკო) თორდია დასახელდა
წლის ბიზნესმენებად დასახელებულები იყვნენ: ვაჟა (პანტიკო) თორდია, სოსო ფხაკაძე, თემურ ჭყონია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, დავით ბარდაველიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი, ვასილ სუხიაშვილი, ივანე ნაკაიძე, პაატა კურტანიძე, ვაჟა ოქრიაშვილი.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა;
წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
7. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 –🥇 წლის სპორტსმენი – ხვიჩა კვარაცხელია
⚽⚽წლის საუკეთესო სპორტსმენად ჟურნალისტებმა, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
🔴წლის სპორტსმენის ნომინანტები იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა ტალახაძე თორნიკე შენგელია დავით ნინიაშვილი, ილია თოფურია,მერაბ დვალიშვილი,ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, სანდრო ბაზაძე, ლერი აბულაძე
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა;
წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
წლის პროფესიად გამოკითხვის მიხედვით ჟურნალისტებმა მეხანძრე-მაშველის პროფესია დაასახელეს
წლის პროფესიის ჩამონათვალში იყო:მეხანძრე-მაშველი, ექიმი,პოლიციელი, ჯარისკაცი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, ექსპერტი
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა;
წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
9. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 –🥇წლის პრობლემა – დედაქალაქში არსებული საცობები
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ წლის მთავარ პრობლემა, დედაქალაქში არსებული საცობებია.
ჩამონათვალში იყო: დედაქალაქში არსებული საცობები, უმუშევრობა,სიღარიბე
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა;
წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
10. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 –🥇 წლის ექიმი – გულიკო ჩაფიძე
ჟურნალისტებმა წლის მედიკოსად გულიკო ჩაფიძე აირჩიეს.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა;
წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
11. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 – 🥇 წლის მოვლენა -ჩინეთ საქართველოს-შორის სტრატეგიული ურთიერთობების ხელშეკრულების გაფორმება
გამოკითხვის შედეგად, წლის მოვლენად- ჩინეთ საქართველოს-შორის სტრატეგიული ურთიერთობების ხელშეკრულების გაფორმება დასახელდა
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
12. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 – წლის დიპლომატი – ჭოუ ციენი – ჩინეთის ელჩი საქართველოში
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” გამოკითხვის მიხედვით, წლის დიპლომატი საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი გახდა.
წლის დიპლომატის ნომინტთა სია : -პაველ ჰერჩინსკი- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი – ჩინეთის ელჩი საქართველოში, ილია დარჩიაშვილი,ლაშა ჟვანია- საქართველოს ელჩი ისრაელში, ანდრიუს კალინდრა -ლიეტუვის ელჩი საქართველოში, გიორგი ჯანჯღავა- საქართველოს ელჩი თურქეთში.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
13. ✨ჟურნალისტების რჩეული 2023 – 🥇 წლის მსოფლიო მოვლენა -რუსეთ უკრაინის ომი
2023 წლის მთავრ მსოფლიო მოვლენად რუსეთ -უკრაინის ომი დასახელდა.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
🔴მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსმა” ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც წლის ადამიანი; წლის პოლიტიკოსი; წლის ანტიგმირი; წლის მიღწევა; წლის პოლიტიკური მოვლენა; წლის დიპლომატი; წლის ბიზნესმენი; წლის კულტურის მოღვაწე; წლის სპორტსმენი;წლის პროფესია; წლის პრობლემა; წლის მსოფლიო მოვლენა; წლის მედიკოსი; წლის ინჟინერი გამოვლინდა.
🔴გამოკითხვაში მონაწილეობა წამყვანი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჟურნალისტებმა საკუთარი რჩეულები 14 ნომინაციაში დაასახელეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6595 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6595 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8911 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8917 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.