„რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ომის განახლების მუდმივი მიზეზი იქნება“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინასთან დაკავშირებით ტელეგრამზე წერს და უკრაინას „ავთვისებიან სიმსივნეს“ უწოდებს.
„უკრაინის არსებობა სასიკვდილოდ საშიშია უკრაინელებისთვის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ დღევანდელ სახელმწიფოს, ვსაუბრობ ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება“, – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ომი უკრაინაში განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.