“რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს” – მარია ზახაროვა

40
spot_img

რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი არის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

„მოქმედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო აღმავლობას განიცდის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა.