მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

54
spot_img

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.

კერძოდ, საქმე ეხება კახა კალაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„დღეს კახა კალაძის მიერ გავრცელებული იყო მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, თითოქსდა ის ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, შესაბამისად, სარჩელი მომზადდება მომავალ კვირაში. მოვითხოვთ ყალბი ცნობების უარყოფას“, – აღნიშნა კორძაძემ.

კითხავზე, მოითოხვენ თუ არა ფულად კომპენსაციაც, ადვოკარი განმარტავს, რომ ფულად კომპენსაციას არ მოითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„შეიძლება, ბატონი ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“,- აღნიშნა კალაძემ.