უამინდობის გამო, გერმანიის ქალაქებში ასობით ავიარეისი გაუქმდა

18
spot_img

ძლიერი ნალექის გამო, გერმანიის ქალაქებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ფრანკფურტში 1047 დაგეგმილი რეისიდან 570, ხოლო მიუნხენში 650 რეისიდან 250 გაუქმდა.

მათივე ცნობით, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგან წვიმა და ჰაერის დაბალი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე გადაადგილებას სახიფათოს ხდის. შეფერხებაა სარკინიგზო ხაზებზეც.

გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.