ისინი ვერც „მესამე ძალად“ ჩამოყალიბდებიან და ვერც პოლიტიკური კრიზისს შექმნიან ”- თამარ ჩიბურდანიძე

28
spot_img

ოპოზიციურ სპექტრში „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი ხმა აქვს. მათ იციან „ნაცმოძრაობას“ ხმას ვერ წაართმევენ და სურთ დანარჩენი ხმებით „მესამე ძალის“ სტატუსი მოიპოვონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომ არჩევნების მერე ვერ ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობა და ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები.

„სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური სუბიექტები შემოვლენ პოლიტიკურ არენაზე. შესაძლოა მოხდეს გვარამია-მელიას სავარაუდო გაერთიანება და ეს კიდევ სხვა მიზანს ემსახურება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციური სპექტრი დაყოფილია, ცალკე – „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები ცალ-ცალკე. „ლელო“ არ თმობს თავის პოზიციების და მყარად აქვს გადაწყვეტილი (განაცხადა კიდეც), რომ მათ „მესამე ძალის“ სტატუსის მოპოვება სურთ ქართულ პოლიტიკაში. სწორედ მათ პაექრობას უწევს ახალი კოალიცია (გვარამია-მელიას კოალიცია), რომელიც სავარაუდოდ მალე ჩამოყალიბდება და სწორედ მათ უპირისპირდება. რატომ? – იმიტომ, რომ მათი გათვლები კიდევ უფრო შორს მიმავალია.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი ხმა აქვს, მათ იციან, „ნაცმოძრაობას“ ხმას ვერ წაართმევენ და მათ სურთ დანარჩენი ხმებით „მესამე ძალის“ სტატუსი მოიპოვონ.

ამ შემთხვევაში კონკურენცია ხდება „ლელოს“ და დანარჩენ პარტიებს შორის – რატომ? მათ სურთ ისრაელის სცენარის განმეორება საქართველოში. ყოველთვის, „მესამე ძალა“ ქმნის პოლიტიკურ კრიზისის ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვნახეთ ორი წლის წინ ისრაელში. მათ უნდათ მესამე ძალამ შექმნას პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, ვერ ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობა და დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები (როგორც იყო ისრაელში).

აქედან გამომდინარე, მათი მიზნები უკვე სხვა არის და ისინი სწორად ალაგებენ თავიანთი კუთხიდან, მაგრამ ერთ რამეში ცდებიან – ისინი ვერც „მესამე ძალად“ ჩამოყალიბდებიან და ვერც ამ არჩევნებში შეძლებენ პოლიტიკური კრიზისის შექმნას საქართველოში“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.