,,ოპოზიციას ცარიელ ადგილას ქარიშხლის მოწყობა უნდა, მაგრამ არ გამოსდით”- ბექა დავითულიანი

12
spot_img

როცა მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს და, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფასადური არ არის, რა თქმა უნდა, ამ პირობებში სადღაც რაღაც ვადა დაირღვევა და ამაზე პასუხს აგებინებენ კომპანიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც დავითულიანმა წერეთლის გამზირის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას ცარიელ ადგილას ქარიშხლის მოწყობა უნდა, რაც არ გამოსდით.

„ქალაქის მერის დაპირებაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, წერეთლის გამზირი ავტომობილებისთვის ორმხრივად გახსნილი იქნება. დანარჩენი სპეკულაციაა. ოპოზიციას ცარიელ ადგილას ქარიშხლის მოწყობა უნდა, რაც არ გამოსდით. შემდეგ კი სხედან და მოთქვამენ. ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს რატომ
ტეხენ? როცა ასეთი მასშტაბური მუშაობა მიმდინარეობს და, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფასადური არ არის, რა თქმა უნდა, ამ
პირობებში სადღაც რაღაც ვადა დაირღვევა და ამაზე პასუხს აგებინებენ კომპანიას. ქალაქის მერია ამბობს, რომ კომპანია შეიცვლება და პროექტი ვადებში ჩაეტევა. ქალაქის მერიისგან მეტს რას ითხოვენ?“ – განაცხადა დავითულიანმა.