Home Blog Page 2530

“ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვინდოდა, ეს იმედები გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქცევის გამო”-სტოლტენბერგი

ცივი ომის შემდეგ ჩვენ, ყველას რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვინდოდა და ამისთვის ვმუშაობდით კიდევაც. თანდათან ეს იმედები გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის გამო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დაამსხვრია რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია. ასე რომ, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ რუსეთის აგრესია ნატო-ში არ გაგვიკვირდა, რადგან ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა რუსული სამხედრო გაძლიერების შესახებ დაზვერვის ზუსტი მონაცემები. ასე რომ, როდესაც რუსეთი შეიჭრა, ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული და გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ მეტი ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მივეცით ჩვენს უზენაეს სარდალს მეტი უფლებამოსილება, რადგან მზად ვიყავით და ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი იმ დილითვე გავაკეთეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრა გეგმის ნაწილია.

„ჩვენ ასევე მზად ვიყავით, რადგან უკრაინაში შეჭრა სრული გეგმის ნაწილია. ჩვენ ალბათ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გეგმის განხორციელება ჩეჩნეთიდან დაიწყო, მაგრამ სულ მცირე, 2008 წელს საქართველოდან, როდესაც ისინი საქართველოში შეიჭრნენ. შემდეგ სასტიკი ომი სირიაში. შემდეგ კი ომი უკრაინაში, რომელიც გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ის დაიწყო 2014 წელს.

სწორედ მაშინ აიღეს ყირიმი და რამდენიმე თვის შემდეგ შევიდნენ აღმოსავლეთ დონბასში. ასე რომ, ამ გეგმამ გამოიწვია ნატო-ს 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, მეტი ჯარით, მეტი თავდაცვითი ხარჯებით, მეტი მზადყოფნით, რადგან ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ იქ ვართ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

“უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით”- ზურაბ აზარაშვილი

უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. არასწორი ბიზნესის კეთებით ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა უნდა შევზღუდოთ, ავკრძალოთ და თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

კითხვის საპასუხოდ აზარაშვილმა განმარტა, რომ არასწორ ბიზნესში კლინიკების ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ნებისმიერი პროცესზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, უნდა გვქონდეს სრული კონტროლი. შეუძლებელია, ადამიანის გასხვისებას, გაყიდვას, ამ პროცესს ვადევნებდეთ თვალყურს და არანაირი ბერკეტი, მექანიზმი, კანონმდებლობა არ გვქონდეს. ცვლილება, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, ყველა იმ საჭიროებას ითვალისწინებს, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჩვენს მოქალაქეებთან. ცვლილებები გატარებული იქნება, მათ შორის აღრიცხვასთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას რეესტრები. დონორების მოპოვებიდან დაწყებული, სუროგაციის ჩათვლით, პროცესი სრულად იქნება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, რათა წლების შემდეგ ძალიან მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ. ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჩინეთმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთს ლეტალური იარაღით არ დაეხმარება – ენტონი ბლინკენი

ჩინეთმა დაადასტურა თავისი პირობა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღით არ დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ და სხვა ქვეყნებმა ჩინეთისგან მივიღეთ გარანტიები, რომ ის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ლეტალური იარაღით არ დაეხმარება…ჩვენ არ გვინახავს მონაცემები, რომლებიც ამის საწინააღმდეგოს დაადასტურებდნენ. თუმცა კვლავ გვაშფოთებს ჩინური კომპანიები, რომლებმაც შესაძლოა, მიაწოდონ ტექნოლოგიები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენი ჩინეთში ვიზიტით 18 ივნისს ჩავიდა. ის შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს. სიმ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, მიყვნენ იმ საერთო გეგმას, რომელზეც მან და პრეზიდენტმა ბაიდენმა შეთანხმებებს ბალიში, მიაღწიეს.

მისივე თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.

„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ენტონი ბლინკენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა რწმენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

​სი ძინპინსა და ენტონი ბლინკენს შორის ეს პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.

“აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან”- კვლევა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაატარა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში.

“მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება”

მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შოლცის თქმით, გერმანია ემზადება ომის გაგრძელების საშიშროებისთვის და სწორედ ამის საფუძველზე ახდენს პოლიტიკური კურსის ადაპტირებას.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. გერმანიამ ბევრი გააკეთა, რათა ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები გაზრდილიყო. რაც გვაერთიანებს, არის ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრის დაცვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შოლცმა.

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთებზე თიბისი და Visa მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობენ

1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება – ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენისას,  tkt.ge-ზე და Super App-ში თიბისის ყველა  Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე – 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთებზე. სხვა სივრცეების ბილეთებზე, კონცეპტის Visa ბარათით ყიდვისას გავრცელდება 20 %-იანი ფასდაკლება.

მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება 5000 star ring კატეგორიის ბილეთზე.

ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ გამოსვლითანავე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა.

სტუდიური მუშაობის პარალელურად, ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, მუსიკოსი არც საცეკვაო მუსიკის ტენდენციებს ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

R

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8446 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3376 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6089 ლარი ღირდა, ევრო – 2.8565 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3368 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

Коба Кобаладзе представил нового начальника регионального управления в Мцхета-Мтианети Муртаза Габиташвили

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе встретился с мэром Казбегского муниципалитета Бакром Авсаджанишвили и председателем сакребуло Давидом Кирикашвили.

На встрече Коба Кобаладзе представил нового начальника регионального управления департамента регионального управления ведомства в Мцхета-Мтианети Муртаза Габиташвили.

Муртаз Габиташвили является ветераном абхазской войны. Он принимал активное участие в военных действиях, которые велись на территории Абхазии в 1992-93 г.г. Награжден медалью “За боевую отвагу” и орденом III степени Вахтанга Горгасали.

В ходе встречи Коба Кобаладзе в деталях рассказал об улучшении социального и экономического положения живущих в регионе ветеранов, о разработке приоритетных программ, обеспечении бенефициаров ведомства сервисами здравоохранения, о существующих перед ветеранами вызовах в этом плане и об углублении координированной работы ведомства и представителей местных властей для преодоления этих вызовов.

На встрече также присутствовали: первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николоз Квезерели, советник директора Владимир Имнадзе и начальник департамента регионального правления ведомства Леван Амиридзе.

Глазная клиника Лайонсов провела очередную благотворительную акцию в селе Никози

17 июня этого года при организации Государственной службы по делам ветеранов, в рамках меморандума о взаимном сотрудничестве, глазная диабетическая клиника Лайонсов-Грузия для ветеранов войны и вооруженных сил и членов их семей, проживающих в селе Никози Горийского муниципалитета, провела бесплатные офтальмологические обследования, а также мини-операции. В благотворительной акции участвовала группа из 12 квалифицированных медиков (офтальмологи, эндокринологи), оснащенная высокотехнологической аппаратурой.

Услугами благотворительной акции воспользовались 174 бенефициара; в том числе 97 ветеранов, а 77 человек были членами семей ветеранов. 189 бенефициарам бесплатно были переданы оптические средства (очки);

За ходом акции на месте ознакомились директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, заместитель директор Джандри Убирия, начальник департамента регионального правления ведомства Леван Амиридзе, начальник управления мониторинга и аудита Гия Эдилашвили, старший специалист департамента социальных вопросов и учетно-аналитического департамента Важа Далакишвили, начальник управления ведомства по Шида Картли Звиад Сабашвили.

Следует отметить, что в этом году глазная диабетическая клиника Лайонсов-Грузия, в рамках благотворительных медицинских акций, проведенных в масштабах страны, по сей день оказала бесплатные квалифицированные медицинские услуги 544 бенефициарам Государственной службы по делам ветеранов.

Меморандум о взаимном сотрудничестве между Государственной службой по делам ветеранов и глазной диабетической клиникой Лайонсов-Грузия впервые был подписан в 2016 году и каждый год обновляется. Бесплатные медицинские акции в рамках меморандума перманентно проводятся в масштабах всей Грузии.

Благотворительные медицинские акции для ветеранов войны и вооруженных сил и членов их семей, в рамках меморандумов, подписанных с разными медицинскими учреждениями и в дальнейшем будут проводится в масштабах всей Грузии, информация о которых ветеранам предварительно будет сообщаться.

“კომპანია ზარალიანია და ამ ეტაპზე ხელფასის მომატება ალოგიკურია” – “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორი

ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური, – ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

„ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ – განაცხადა თუთბერიძემ.

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები TNET-ის Super App-ში გაიყიდება

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი პოპისა და R&B-ს ლეგენდა Bruno Mars საქართველოს 1 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა!

სწორედ ამასთან დაკავშირებით, TKT.ge-სა და Super App-ს ქართველი მსმენელისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ბრუნო მარსის კონცერტის ამ ორ პლატფორმაზე გაიყიდება.

Super App-ში Star Ring და Orbit კატეგორიის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს, 10:00-ზე დაიწყება და შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეიძინოს საყვარელი არტისტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი.

როგორც ცნობილია, Star Ring ბილეთის ფასი 250 ლარია, Orbit-ის კი 500.

ბილეთის  შეძენისას, Super App-ში თიბისის ყველა  Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე – 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთზე. თიბისის მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება star ring კატეგორიის  5000 ბილეთზე.

იმისათვის, რომ ბილეთი Super App-იდან, რიგებისა და დისკომფორტის გარეშე შეიძინო, საჭიროა:

  • ჩამოტვირთო აპლიკაცია;
  • გაიარო რეგისტრაცია;
  • მიაბა პროფილს საბანკო ბარათი.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android

სისტემებისთვის. თუ კონცერტზე დასწრებას აპირებ, დაიჭირე თადარიგი და გადმოწერე Super App-ი, სადაც ბილეთს სწრაფად და

მარტივად შეიძენ: bit.ly/superapp-tnet

თანამედროვე შემსრულებლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი Bruno Mars- ი მისი ენერგიული ლაივებით მილიონობით მსმენელის საყვარელი შემოქმედი გახდა.

ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით, ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. Სწორედ ამ ჰიტებს შემოგვთავაზებს ამერიკელი არტისტი 1 ოქტომბერს დინამო არენაზე.

„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი

„თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის

ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება

ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა:

“Bruno Mars”„ Imagine Dragons“ “The Killers”, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“.

ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები

შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

(R)

“ამით ამაყობენ ჯალათი „ვაგნერის“ სნაიპერები” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიები ამერიკული კომპანიისგან ტყვია-წამალს ყიდულობენ.

აბაშიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტში ყველაზე ცინიკური ის გარემოებაა, რომ აშშ-ისგან საბრძოლო მასალის შესყიდვით „ვაგნერის“ სნაიპერები ამაყობენ.

„აღმოჩენილია მორიგი „შავი კრატერი“ ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე. საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა “Промтехнология”-მ, “ORSIS T-5000”-მა და “ТЕТИС ПРО”-მ შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია Hornady-სგან. მიწოდებები გრძელდება სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში არსებული სასჯელის მიუხედავად ($1 მილიონი ჯარიმა და 20-წლიანი ციხე). რაც ყველაზე ცინიკურია, ამით რუსულ მედიაში, სოცქსელებში ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები,“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

 

პოლიტიკოს სტატია იხილეთ ვრცლად.