ჩინეთმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთს ლეტალური იარაღით არ დაეხმარება – ენტონი ბლინკენი

158
spot_img

ჩინეთმა დაადასტურა თავისი პირობა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღით არ დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ და სხვა ქვეყნებმა ჩინეთისგან მივიღეთ გარანტიები, რომ ის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ლეტალური იარაღით არ დაეხმარება…ჩვენ არ გვინახავს მონაცემები, რომლებიც ამის საწინააღმდეგოს დაადასტურებდნენ. თუმცა კვლავ გვაშფოთებს ჩინური კომპანიები, რომლებმაც შესაძლოა, მიაწოდონ ტექნოლოგიები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენი ჩინეთში ვიზიტით 18 ივნისს ჩავიდა. ის შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს. სიმ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, მიყვნენ იმ საერთო გეგმას, რომელზეც მან და პრეზიდენტმა ბაიდენმა შეთანხმებებს ბალიში, მიაღწიეს.

მისივე თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.

„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ენტონი ბლინკენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა რწმენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

​სი ძინპინსა და ენტონი ბლინკენს შორის ეს პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.