Home Blog Page 2268

“ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას” – იოსელიანი კეზერაშვილის საქმეზე

ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავუკეთოთ საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია სახალხო დამცველის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზეც ახლახან “ბიბისიმ” სტატია გამოაქვეყნა.

მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენად იქნება ეს სახალხო დამცველის მანდატში.

“სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია.

ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით,” – განაცხადა იოსელიანმა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენთვის დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ მიღებული კანონი მოიწონა და მისი იმპლემენტაციისკენ მოუწოდა.

„ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუ ჩვენ იგივე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენს მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება, იყვნენ მიჩნეული. მათ თავის დაცვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ. იარსებებს ყველა ის გარანტია, რაც მათ პერსონალურ მონაცემებს დაიცავს. ოპოზიციას ისეთი მოდელი აქვს წარმოდგენილი, მას მხარი რომ დავუჭიროთ, მათი პროექტი გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს და ევროკომისია შესაბამის პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“BBC-ის გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილის მიერ პოლიტიკაში დახარჯული ფული, მოპარულია ჯარისა და ევროპელი პენსიონერებისგან”-შალვა პაპუაშვილი

„ბიბისის“ მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ დავით კეზერაშვილი არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბიბისის“ მასალით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თაღლითური სქემა, რომელიც ქოლცენტრებით იყო აწყობილი და ევროპელი პენსიონერების გაღლეტვით იყო დაკავებული დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.

„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, კეზერაშვილს იფარებს ევროპა, ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართულია ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმედია, ევროპელი ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.

„დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილია სისხლის სამართლის განაჩენი, თუ არ ვცდები 5 წელი აქვს მას შეფარდებული, რადგან მან 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარს და ამ მოპარული ფულით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს ასევე მედიაგამოძიების შედეგად, გაჩნდა ეჭვი, რომ ის არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანი, რომელსაც მისჯლი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში, ისევე, როგორც სხვა დამნაშავეები წინა რეჟიმის, რომლებიც თავს აფარებენ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი.

რაც შეეხება ქოლცენტრებს იცით, რომ ფართო გამოძიება არის, სხვადასხვა ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო, გერმანია იყო ძალიან აქტიური ჩართული ამ გამოძიებებში.

ჩვენი საკითხი არის, რომ ამ ადამიანმა ქართულ ჯარს, ომამდე ექვსი თვით ადრე, მოპარა 5 მილიონი ლარი და ფურცელზე ჩაატარა სხდომა, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და ამ ფულს დღეს ხარჯავს ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორში. მორალური გაკიცხვა იმ ხალხისგან, ვინც იღებს ამ ფულს პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, არ გვსმენია და  ადამიანების გარიყვით არიან დაკავებული, თავად კი, სწორედ ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი ჯარისკაცების კუთვნილი ფულით იღებენ ხელფასს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

“სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია აჩვენებს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანიც პოლიტიკურია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზული ქცევაა, როდესაც პარტიები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებების საფუძველზე ნიშნავენ დღის წესრიგს.

მისივე თქმით, პარტიებმა თავიანთი დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვრონ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტიამ, რომელიც საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს, საკუთარი პრიორიტეტები დაალაგა და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. სწორედ ის არის არასერიოზული ქცევა, როდესაც პარტიები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებების საფუძველზე ნიშნავენ დღის წესრიგს და კენჭისყრებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში, მათი პოლონეთში წასვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ძალიანაც კარგი, მათ პარტიული დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვრონ და არა ისე, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე დაყრდნობით იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„ვერ ვხედავ მიზანშეწონილობას, რა არის გამოსაძიებელი, როდესაც ერთადერთი სიახლე, რაც გავიგეთ, არის ის, რომ საჯარო წყაროებშია ეს ყველაფერი. დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ და გამოიტანონ დასკვნები. ვერ ვხვდები, ახლა ამას რა გამოძიება სჭირდება. პიროვნულად მოსამართლეების მიზანში ამოღება, პიროვნული თავდასხმა მოსამართლეებზე, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, მათ შორის აჟიოტაჟი, რომელიც იყო ატეხილი და დღემდე ასეა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანიც პოლიტიკურია. კერძოდ, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ პარლამენტისთვის რთულია, სახელმწიფოს სხვა შტოს დისკრედიტაციაში იყოს ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დავით კეზერაშვილმა საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა” – ლადო ბოჟაძე

დავით კეზერაშვილმა, რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემაა გაშიფრული, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, ვინ არის დავით კეზერაშვილი და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ბოჟაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა მედიასაშუალებას, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ დაკვეთებს.

„საქართველოს ბიუჯეტის ქურდის, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებლის, რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემების, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა. დავით კეზერაშვილი რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა: მისი კომპანიები ლონდონსა და კიევში ფიგურირებენ ევროკავშირის ათასობით მოქალაქის კუთვნილი თანხების მითვისების სქემაში, იყენებდნენ მისი მართვის ქვეშ მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილ ელექტრონულ პლათფორმებს. აი, ასეთი ,,სახელოვანი” თაღლითი და ნაცმოძრაობის ელიტური კორუფციის სიმბოლოა დღეს რადიკალური ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს და სხვა მედია საშუალებებს, დიახ დავით კეზერაშვილის ჯიბეს არიან მიჯაჭვულები ე.წ. ,,პროდასავლური ძალები”, უსიტყვოდ ასრულებენ მის დაკვეთებს და ებრძვიან ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას! საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი კეზერაშვილი, რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, როგორც ცდილობს ნაცმოძრაობა ნებისმიერი გზით, მათ შორის სისხლიანი რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ როცა მათი ლიდერის შესახებ მტკიცებულებას BBC-იც კი აქვეყნებს, უფრო მარტივია დასკვნების გაკეთებაც და 2024 წლის არჩვენებზე გადაწყვეტილების მიღებაც!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის.

ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

“BBC-ს სკანდალური გამოძიება ძებნილ ოლიგარქზე, დავით კეზერაშვილზე გავიდა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ დავით კეზერაშვილის შესახება BBC საგამოძიებო სიუჟეტს ეხმაურება. მისი თქმით, მხილებულ თაღლითს, რომელმაც მთელი შავბნელი ქსელი შექმნა ევროპელი მოქალაქეების დანაზოგების დასაუფლებლად, აწი ვერანაირი მოქალაქეობა უშველის.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კეზერაშვილის უცხოელი ფარისეველი მფარველებიც გაშორდებიან, რადგან მას სამარცხვინო დამღა აქვს – მძარცველი და თაღლითია.

„ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილი დასავლეთის საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებმა ევროპელების მასობრივ აფერაში ამხილეს. ტოტალური სიბრიყვეა მავანთაგან კეზერაშვილის მედია მენეჯერობასა და მეცენატობაზე კრინტის დაძვრაც კი.

მხილებულ თაღლითს, რომელმაც მთელი შავბნელი ქსელი შექმნა ევროპელი მოქალაქეების დანაზოგების დასაუფლებლად, აწი ვერანაირი მოქალაქეობა უშველის.

მისი ფარისეველი უცხოელი მფარველებიც კი გაშორდებიან სუბიექტს, რომელსაც დიდი სამარცხვინო დამღა აქვს – მძარცველი და თაღლითი.

BBC-ს სკანდალური გამოძიება ძებნილ ოლიგარქზე, დავით კეზერაშვილზე გავიდა.

(ამონარიდი)

თაღლითობის გლობალურმა ქსელმა რიგით ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. BBC Eye-მ დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, მის უკან დგანან.

მილტონის ჯგუფის ოპერაციები ადრე გამოიძიეს შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა, მაგრამ BBC-მ დაიწყო გლობალური თაღლითობის უკან უფროსი ფიგურების იდენტიფიცირება.

კორპორატიული დოკუმენტების შესწავლისას მილტონის ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირების დასადგენად გამოჩნდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი.

BBC-მ მოიძია მათი სახელები Panama Papers-ში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, და იქ აღმოაჩინეს ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენმინი.

გამოჩნდა ასევე დავით კეზერაშვილი, საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად.

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო სახსრების 5 მილიონ ევროზე მეტი გაფლანგვისთვის. ნასამართლობის მომენტისთვის ის ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა უარყო საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ.

არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც აკავშირებდა კეზერაშვილს მილტონამდელ ქსელთან, მაგრამ როდესაც BBC-მ გადახედა პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ და ისევ გაჩნდა, რაც მას ან ქსელში არსებული მშობელი კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი.

როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში.

მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
BBC-მ შეძლო ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მისი სარისკო კაპიტალის ფირმა, Infinity VC, ფლობდა ბრენდინგის და ვებ დომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.

კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, რომელიც ყიდის EverFX-ს, ასევე ტექნიკური ფირმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას – ოფისები, რომლებიც პოლიციამ დაარბია ნოემბერში. ის ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც შეიცავდა იმავე ტექნიკურ ფირმას.

როდესაც BBC-მ შეისწავლა მილტონის ჯგუფის ოთხი მამაკაცის სოციალური მედიის პროფილები, საქორწილო წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამოქვეყნებული სურათებიდან ირკვევა, რომ მათ ყველას მჭიდრო სოციალური კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან. კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია მილტონის ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი უფროსი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC-მ თვალყური იპოვა ადევნა კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ინტერვიუ ითხოვა მასთან საუბარი, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან.

The billion-dollar scammers who will steal your life savings. David Kezerashvili, a former defence minister of Georgia, appears to be involved in the Milton scam“ – წერს აბაშიძე.

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს.

მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ მენტალური შვებულებით სარგებლობა, რაც ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული 24 დღიანი დასვენებისა ისარგებლებენ დამატებით 5 დღიანი შვებულებით.

 

“ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლოც იქნებოდა და კომფორტულიც. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მორიგი დასვენების დღე და უბრალოდ შვებულების გახანგრძლივება. ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა გააჩინა ქართულ ბაზარზე, რადგან გააზრებული გვაქვს მისი წილი სრულფასოვან ცხოვრებაში. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე და გვინდა ერთნაირად ვიზრუნოთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე,”პაატა ღაძაძე, თიბისდაზღვევის გენერალური დირექტორი.

 

WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი “გადაწვა” ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ, ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზრვევაში მენტალური შვებულების გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. მთავარი მიზანი ამ დასვენების არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობა.

 

მენტალური შვებულება საერთაშორისო ბაზარზეც ახალი სიტყვაა. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). თიბისი დაზღვევა კი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა და დასვენების დღეების რაოდენობითაც ინარჩუნებს სტანდარტებს.

 

“მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ გვინდოდა თანამშრომლებისთვის დამატებით რაიმე ნამდვილად ღირებული შეგვეთავაზებინა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობაზე უკეთესი კი ყოველდღიურ სტრესულ გარემოში, ალბათ, არაფერია. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით დავამატეთ საშვებულებო დღეები. თიბისი დაზღვევის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამისი გაკეთება კი მხოლოდ ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ,” – თეა მახარაძე, თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.

 

კომპანიაში გავრცელებული კულტურა გულისხმობს დასაქმებულებისთვის არა მარტო კეთილდღეობის უზრულველყოფას, არამედ სასიამოვნო გარემოსა და ცხოვრების შერგების შესაძლებლობას. თიბისი დაზღვევა დაარსების დღიდან ზრუნავს თანამშრომლებზე. კომპანიაში არის “ბედნიერი პარასკევი”, რომელიც მოკლე სამუშაო დღეს გულისხმობს; სხვადასხვა აქტივობები და შეჯიბრებები თანამშრომლების განტვირთვისა და ჰობების მხარდასაჭერად, ასევე ტრენინგები და სასწავლო კურსები მათი პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის.

“სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაცმოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ოცნებას”

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ენმ“-ს მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის ფაქტების გამოძიება არ აწყობს.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“. კობახიძე, მგონი ღიად დაემუქრა ამის შესახებ, რომ თუ ამ კომისიას შექმნითო „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელით დავიწყებთო. ზოგადად, ეს სასამართლო ისეთია, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამ სასამართლოზე დისკუსიების და მისი მორალური გასამართლების დრო მოვა, მას ქართველი ხალხი ერთობლიობაში განიხილავს, ეს სასამართლო „ნაცების“ დროს, ეს სასამართლო „ქოცების“ დროს.

ჩემი აზრით, თუ ამას ოდნავ კრიტიკულად შევხედავთ, თუ როგორ ხდება პირობითად „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და როგორ ხდება, ვთქვათ ის, რომ მას არ გააჩნდეს არანაირი იდეა, აკეთებდეს აქციებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, როდესაც საგამოძიებო კომისიაა შესაქმნელი იქ რაღაცა მიზეზებით ამაში არ მონაწილეობდეს, როდესაც, მაგალითად, ჯარის რეფორმა ე.წ ფეიქ რეფორმა მიდის და იცი, რომ საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებს ამით დააშანტაჟებენ და „ქართულ ოცნებაზე“ ეცდებიან ხმა მიაცემინონ, შენ ამაში არ მონაწილეობ ეს არ გეხება. შეუძლებელია ეს შემთხვევითი იყოს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს”

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „BBC“-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაში მონაწილეობაზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის განცხადებით, საინტერესოა „ფორმულას“ ჟურნალისტების რეაქცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ფორმულას გიენებს, ამ გამოძიების შემდეგ…“ – წერს ქადაგიძე.

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ „ჯგუფ მილტონის“ კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.

Chapidze Heart Disease Center’s 142nd charity campaign for veterans in Nikozi

within the framework of the memorandum of mutual cooperation, the doctors of G. Chapidze Heart Disease Center launched the 142nd charity campaign for veterans of the war and defense forces and their family members living in the village of Nikozi, Gori Municipality. The campaign was organized by the State Service of Veteran Affairs.

The campaign included free examinations of the cardiological profile (a consultation with a doctor-cardiologist, electrocardiogram, echocardiography, laboratory studies). 65 beneficiaries of the Service benefited from the charity medical campaign free of charge, while 90 medical visits were paid.

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, Jandri Ubiria, Deputy Director, Gia Edilashvili, the head of the Monitoring and Audit Department, and Zviad Sabashvili, the head of Shida Kartli Regional Management Department, got acquainted with the course of the campaign on the spot.

The first memorandum of cooperation was signed between the State Service of Veteran Affairs and Chapidze Heart Disease Center in 2017. After five years of fruitful cooperation, the memorandum of cooperation was extended for another 5 years on April 16, 2022.

Within the framework of the memorandum of cooperation, charity medical campaigns for veterans of the war and defense forces and their family members are conducted permanently across Georgia. Today the doctors of Chapidze Heart Disease Center have conducted 142 charitable medical campaigns. Free medical services were provided to 12,626 beneficiaries.

The charity medical campaigns will be held for the veterans of the war and defense forces throughout the country in the future as a part of the memorandum of cooperation regarding which the veterans will be notified in advance.

„დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას” – დავით ქართველიშვილი

ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე, – ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორად წოდებული ანტისამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე მტკივნეულია იმის აღმა, რომ უდიდესი ვარაუდით, საქართველო სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას, რომელიც სძულთ, რომელსაც ვერ ერევიან ვერც კონსტიტუციურად და ვერც რევოლუციურად, მაგრამ რომლის პირობებში იძულებით უწევთ თავისი ყოვლად უსარგებლო და მავნებლური საქმიანობის გაგრძელება. საუბარია უცხოური გავლენის აგენტებზე, აგენტოკრატების ლაქიებზე – ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებზე.

როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე უსარგებლო სეგმენტისთვისაც გახდა ცნობილი, რომ უდიდესი ვარაუდით – სწორედ ეს ხელისუფლება მიიღებს ჯილდოდ იმ „სანუკვარ ტორტს“, EU წევრობის კანდიდატის სტატუსის სახით, რომლის „გამოცხობაში“ არასამთავროებს არანაირი დადებითი წვლილი შეტანილი არ ჰქონიათ. მათ არ შეუძენიათ არც საჭირო ინგრედიენტები, არ მოუმზადებიათ არც ბისკვიტი, არც კრემი. არ მიუღიათ მონაწილეობა გამოცხობაში – პირიქით, ცდილობდნენ ხან ღუმელში ტემპერატურის აწევას, ხან ღუმელის ჩაქრობას. მაგრამ „ტორტი“ დიდი ალბათობით – მაინც შედგება.

ტრადიციული უსირცხვილობით და უნამუსობით შემკობილები, ეს პარაზიტები თეფშებითა და კოვზებით ემზადებიან „ტორტის“ გასაჭრელად და ერთადერთ „შეფ-მზარეულს“ – ხელისუფლებას, უტიფრად ახსენებენ: „ხომ იცი, გემოზე პასუხისმგებლები თქვენა ხართ, მაგრამ – არ დაგავიწყდეთ ჩვენი დიდი „ღვაწლი“ და „მოღვაწეობა“, თუ კი საბოლოო პროდუქტის გემო ჩვენც დაგვაკმაყოფილებს“. გასულ თვეში, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთო, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. გვახსოვს! პარლამენტის შენობის დაზიანება და შიგნით შეღწევის გეგმები, „მოლოტოვის კოქტეილები“, გადამწვარი მანქანები – თქვენს „ევროპულ ფასეულობებს“ რა დაგვავიწყებს. არ დაგავიწყდეთო – ახსენებენ ეს მუქთახორა მანქურთები ხელისუფლებას: „ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“ და მანდ არაფერი შეგეშალოთო.

ვაცხადებთო, ამ პარაზიტებმა, რომ „ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. არ გვინდა მაქსიმალური! ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე.

12 პუნქტიდან ძირითად გადასალახავ პოზიციას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური და სადეპუტატო კონტინგენტის ძალისხმევა – თქვენ არც ერთს წარმოადგენთ, არც მეორეს. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა – აცხადებენ ეს ვერშემდგარი პუტჩისტები და „მაიდანისტები”. თქვენს ცალ ფეხზე მდგომ და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფ „სიამაყის“ პოზიციონირებას – „მთელ საზოგადოებაზე“ ნუ მოახდენთ, ნორმალურებს თავი გაგვანებეთ და ჯანდაბას, იმ ტორტის ნაჭერს თქვენც მოგიჭრით. მთელი ცხოვრება – „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ – პრინციპით რომ გაგიტარებიათ, ახლა მაინც ძალიან ნუღარ იჭაჭებით და საქმიან პოზაში ნუ დგებით. არ გიხდებათ“,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.