„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს” – ანრი ოხანაშვილი

52
spot_img

ჩვენთვის დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ მიღებული კანონი მოიწონა და მისი იმპლემენტაციისკენ მოუწოდა.

„ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუ ჩვენ იგივე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენს მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება, იყვნენ მიჩნეული. მათ თავის დაცვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ. იარსებებს ყველა ის გარანტია, რაც მათ პერსონალურ მონაცემებს დაიცავს. ოპოზიციას ისეთი მოდელი აქვს წარმოდგენილი, მას მხარი რომ დავუჭიროთ, მათი პროექტი გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს და ევროკომისია შესაბამის პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.