“BBC-ის გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილის მიერ პოლიტიკაში დახარჯული ფული, მოპარულია ჯარისა და ევროპელი პენსიონერებისგან”-შალვა პაპუაშვილი

72
spot_img

„ბიბისის“ მედიაგამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ დავით კეზერაშვილი არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბიბისის“ მასალით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თაღლითური სქემა, რომელიც ქოლცენტრებით იყო აწყობილი და ევროპელი პენსიონერების გაღლეტვით იყო დაკავებული დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული.

„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, კეზერაშვილს იფარებს ევროპა, ვხედავთ ჩვენ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკური პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, პირდაპირ ჩართულია ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა და ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, არასამთავრობო სექტორში ფინანსებით. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმედია, ევროპელი ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.

„დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილია სისხლის სამართლის განაჩენი, თუ არ ვცდები 5 წელი აქვს მას შეფარდებული, რადგან მან 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარს და ამ მოპარული ფულით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს ასევე მედიაგამოძიების შედეგად, გაჩნდა ეჭვი, რომ ის არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანი, რომელსაც მისჯლი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში, ისევე, როგორც სხვა დამნაშავეები წინა რეჟიმის, რომლებიც თავს აფარებენ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი.

რაც შეეხება ქოლცენტრებს იცით, რომ ფართო გამოძიება არის, სხვადასხვა ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის საქართველო, გერმანია იყო ძალიან აქტიური ჩართული ამ გამოძიებებში.

ჩვენი საკითხი არის, რომ ამ ადამიანმა ქართულ ჯარს, ომამდე ექვსი თვით ადრე, მოპარა 5 მილიონი ლარი და ფურცელზე ჩაატარა სხდომა, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და ამ ფულს დღეს ხარჯავს ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორში. მორალური გაკიცხვა იმ ხალხისგან, ვინც იღებს ამ ფულს პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში, არ გვსმენია და  ადამიანების გარიყვით არიან დაკავებული, თავად კი, სწორედ ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი ჯარისკაცების კუთვნილი ფულით იღებენ ხელფასს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.