„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს”

644
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „BBC“-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაში მონაწილეობაზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის განცხადებით, საინტერესოა „ფორმულას“ ჟურნალისტების რეაქცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ფორმულას გიენებს, ამ გამოძიების შემდეგ…“ – წერს ქადაგიძე.

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ „ჯგუფ მილტონის“ კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.