Home Blog Page 2206

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ვერძების უმრავლესობა უფრო ენერგიული და შემოქმედებითი გახდება. მთავარი თემები პირადი ცხოვრება და შემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება, ასევე, მატერიალური რესურსების მოძიება, რაც აუცილებელია სურვილების შესასრულებლად.

კურო

დღეს, კურო უფრო მკაფიოდ შეიგრძნობს სიტუაციის ახალ ასპექტებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ პირად თუ ოჯახურ ინტერესებზე. უსიამოვნო შეგრძნებებს ნუ განიხილავთ რეალობად, უბრალოდ, კარგად გააანალიზეთ ყველაფერი. არ იჩქაროთ საბინაო და კარიერული გეგმების შემუშავება.

ტყუპები

დღეს ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, გააორმაგონ სიფრთხილე მიღებული ინფორმაციის შეფასებაში. თქვენს ირგვლივ მხიარული და შემოქმედებითი ატმოსფერო შეიქმნება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

დღეს, კირჩხიბების ყურადღების ცენტრში შეიძლება, მატერიალური საკითხები მოექცეს. განსაკუთრებული ინტერესი  დღეს, შეიძლება, გამოიწვიოს ყველაფერმა არაორდინარულმა. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები და მოერიდოთ ექსპერიმენტებს.

ლომი

დღეს, ლომები განიცდიან გაძლიერებულ ლტოლვას თვითგამოხატვისკენ და არა მხოლოდ უვნებელი ნეიტრალური საშუალებებით. შესაძლოა, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას, ან შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, სურვილი გაუჩნდეთ, ზედმეტად გარისკონ, რაც ახლა სასურველი არაა. ვარსკვლავები ლომებს აფრთხილებენ, არ გამოიყენონ “შავი” პიარი, ეს შესაძლოა, მათთვის ძალიან ცუდად დასრულდეს.

ქალწული

ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, რომ, დღეს, მათთვის სასარგებლოა, ინტუიციის ჩართვა, რათა არ მოხიბლონ მცდარი, ან მავნე იდეით. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, თუ თქვენს შესაძლებლობებს სწორად შეაფასებთ.

სასწორი

დღეს, სასწორისთვის ხელსაყრელი გარემოებებია. რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. წარმატებები გელით თითქმის ყველა მიმართულებით. შესაძლოა, გაუგებარი იყოს ახლობლის ან სპონსორის პოზიცია, ამიტომ, იყავით ყურადღებით.

მორიელი

მორიელებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ დღის მოვლენებს, დააკვირდით ქვედა დინებებს, ეს დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომების რისკი. დღის პრობლემური თემები შეიძლება იყოს: კარიერა და ბავშვები. უმჯობესია. თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები, რათა ის არ გადაიზარდოს სერიოზულ და გაჭიანურებულ დაპირისპირებაში.

მშვილდოსანი

ამ დღის გარემოებები მშვილდოსანს სწორ გზას უჩვენებს, რაც დაეხმარება ყველა ბარიერების გადალახვაში. საჭიროების შემთხვევაში, მათ დღეს შეუძლიათ, თამამად იკამათონ როგორც პირად თემებში, ასევე, სხვა ურთიერთობებში, ახლა მაღალია გამარჯვების ალბათობა.

თხის რქა

დღეს, ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ძლიერი ცდუნების რისკი იზრდება. კრეატიული აზროვნება დაეხმარება მათ, კარგად დაასრულონ დაწყებული საქმეები. თუმცა, არ ღირს რომელიმე პროექტის ნულიდან დაწყება.

მერწყული

მერწყულებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, თუ ისინი დაინტერესებულნი არიან კარიერული საკითხებით ან პირადი თემის გარკვევით. მრავალწახნაგოვანი სიტუაცია უსიამოვნო და პოტენციურად პრობლემურ საკითხებს გააჩენს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ არაკეთილსინდისიერი ბრძოლის დაწყების სურვილი. არსებობს რეპუტაციის შელახვის რისკი. ახლა სასურველი არაა, რაიმე ალიანსის ან შეთანხმების გაფორმება.

თევზები

დღეს, თევზებს შეიძლება, გაუჭირდეთ რუტინული ან შემოქმედებითი ამოცანების შესრულება, ასევე, დაავადებების მკურნალობა, სერვისების, ან დახმარების მიღება. შესაძლოა, გართულდეს ურთიერთობა მეგობრებთან, კოლეგებთან. არ არის საუკეთესო დრო სამსახურის შესაცვლელად.

პუტინმა ყარაბაღში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრეზიდენტ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

ცვლილების ზუსტი მიზეზი ჯერ არცერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა როგორც მედია წერს, სომხეთმა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ლაჩინის დერეფნის გახსნა.

სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო ქვეყანამ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ამას „ბაქოს თავისუფალი გადაადგილების ვალდებულების უხეში დარღვევა“ უწოდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა კი განაცხადა, რომ საგუშაგო შეიქმნა „უსაფრთხოების გამო შეშფოთების საპასუხოდ, სომხეთის მიერ გზის ბოროტად გამოყენებისა და იარაღის უკანონო ტრანსპორტირების

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. მას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი.

სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია, მოტივი უცნობია. ის პოლიციამ დააკავა.

88 წლის სასულიერო პირი, გავლენიანი ექსპერტთა ასამბლეის წევრი იყო, ასამბლეის, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ის 17 წლის განმავლობაში, აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო, ვიდრე 2019 წელს ამ თანამდებობას დატოვებდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“, მისი გაყოფა გარდაუვალია – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, პარტიის მხარდამჭერები ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.

„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? – ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, –  განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება და ის ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს.

როგორი ამინდი იქნება ხვალ – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თბილისი – ღამით +12°, დღისით +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სოხუმი – ღამით +16°, დღისით +26°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი – ღამით +15°, დღისით +27°, უმეტესად უნალექოდ.

ფოთი – ღამით +16°, დღისით +29°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი – ღამით +15°, დღისით კი +28°, უნალექოდ.

ქუთაისი – ღამით +16°, დღისით +26°, უნალექოდ.

მესტია – ღამით +5°, დღისით +20°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გორი – ღამით  +11°, დღისით +23°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ბორჯომი – ღამით +6°, დღისით კი +23°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ახალციხე – ღამით +7°, დღისით კი +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ცხინვალი – ღამით +10°, დღისით +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

რუსთავი – ღამით +13°, დღისით +23°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

თელავი – ღამით +12°, დღისით კი +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ლაგოდეხი – ღამით +13°, დღისით +23°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სიღნაღი – ღამით +12°, დღისით კი +22°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ცაგერი – ღამით +12°, დღისით კი +27°, უნალექოდ.

ბახმარო – ღამით +5°, დღისით +18°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ვერ გავიგე, თქვენ მართლა… ”- ხაბეიშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე

 

„თქვენ გგონიათ, 22 000 ადამიანმა იმისთვის მომცა ხმა, რომ რემბოს იმას {მაისური} გადავიცვამ და იარაღით სადმე შევვარდები?“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს.

„ვერ გავიგე, თქვენ მართლა… {სტილი დაცულია} იანვარში, თებერვალში არ გიყურებიათ – ქედაში, ხაშურში… ვიღაცები ქილიკობდნენ, რომ ქედაში არის 50 კაცი – კარგი კაცო, მართლა? ქედაში, სენაკში თოვლში რომ ვიარეთ და ის ადამიანები უწყვეტად რომ აპროტესტებდნენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას… შედეგი დაიდო ის, რომ პარტიას აქვს 2%-იანი ზრდა.

მითხარით პარტია, რომელსაც 2%-იანი ზრდა აქვს. რაც შეეხება სააკაშვილს – რუსული და სამთავრობო პროპაგანდა, ხაბეიშვილმა თქვაო, ფიზიკურად შევვარდები, სპაიდერმენი ვარო და გამოვიხსნიო [სააკაშვილს]. ხაბეიშვილმა თქვა, რომ ხაბეიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რათა პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თქვენ გგონიათ, რომ 22 000 ადამიანმა იმისთვის მომცა ხმა, რომ რემბოს იმას გადავიცვამ და იარაღით სადმე შევვარდები?

ჩემი მთავარი დაპირება იყო, რასაც ვასრულებთ. ჩემი მთავარი დაპირება იყო, რომ პარტიაში ნომერ პირველი თემა იყო მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ეს არის ნომერ პირველ საკითხი ენმ-ში. 70 დღის განმავლობაში 39 აქცია ჩატარდა სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მათ შორის 9 აპრილს რომ იყო… ამბობენ, რატომ არ იყო 200 000 კაცი, 300 000 კაცი – მეტი ვიქნებით“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 24 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“, განაცხადა,  „თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი ელოდებოდნენ, რომ პარტიას დაბალი რეიტინგი ექნებოდა – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიის რეიტინგზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, გარკვეულ ჯგუფს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ამავე პარტიას დაბალი რეიტინგი ექნებოდა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს არ გამოვიდა და პარტიას კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს.

„გარკვეული ჯგუფი, მათ შორის თავის თავს ოპოზიციას რომ ეძახის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი, რაღაცნაირად ელოდებოდნენ რომ „ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იქნება დაბალი“, „აი ხაბეიშვილმა რა გააკეთა“, უკაცრავად, ეს არ გამოვიდა.

ამას იძახოდნენ გარკვეული ჯგუფები, არ გამოვიდა და ეს არის ფაქტი. მე ვხედავ, რომ დიდი გაერთიანება უნდა იყოს, პროდასავლურ ოპოზიციაში და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის თანამშრომლობისთვის და ეს ჩვენ დავამტკიცეთ.

განვიხილავ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, თუნდაც ეს იყოს ოფიციალური გაერთიანებები“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე ვერ შეთანხმდა – RMF FM

ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM-ი ავრცელებს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაღიზიანება იზრდება საფრანგეთის მიდგომის გამო, რომელიც ბლოკავს საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვას. ამ თემაზე დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს. საფრანგეთს სურს, რომ საბრძოლო მასალისა და იარაღის კომპანიების მიწოდების ყველა ქსელი ევროპული იყოს.

6 აპრილს, გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტში.

დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტები საბრძოლო მასალის წარმოებაზე – მხოლოდ ევროკავშირის კომპანიებთან თუ გარე მწარმოებლებთანაც.

20 მარტს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გეგმაზე, რომ უკრაინას 12 თვის განმავლობაში მიეწოდება მილიონი საარტილერიო ჭურვი.

20 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს.

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

 თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.

ზბიგნევ რაუ  შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზბიგნევ რაუ ასევე  გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

,,ჩვენ ვიბრძვით აშშ-თან და არა „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“- თურქეთის შსს მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის.

სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.

„ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FETOPKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAESH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

,,ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია”- ზელენსკი

ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

„ერთსაათიანი საუბრისას განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლო ურთიერთქმედების გზებს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მიზნით. არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე უფრო მეტად. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, ვიყენებთ თავდაცვის განუყოფელ უფლებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი, დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს წესდების პატივისცემაზე. ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის ფარგლებში უნდა აღდგეს“, – დასძინა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონს გერმანიის ელჩი სტუმრობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების სპეციალური მანქანებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.

„დღეს გერმანიის ელჩს ვუმასპინძლეთ, ეს ელჩის პირველი ვიზიტია ჩვენს რეგიონში. საელჩოსთან ერთად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გამოვყოფდი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, რომლის დახმარებითაც ჩვენს რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოეწყობა. ამავე ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები. გასულ კვირას უკვე მივიღეთ 11 ახალი მანქანა, მანამდე კი სხვადასხვა ზომის კონტეინერები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სეპარირების კუთხითაც და პროექტის ფარგლებში ზუგდიდის გადაეცა მუყაოსა და ქაღალდის სეპარირების სპეციალური ტექნიკა. საელჩოსთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამ საკითხებზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

თავის მხრივ ელჩმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ზუგდიდის მერმა კი იმ პრიორიტეტულ პროექტებს გაუსვა ხაზი სადაც საელჩოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება