„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი ელოდებოდნენ, რომ პარტიას დაბალი რეიტინგი ექნებოდა – ხაბეიშვილი

39
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიის რეიტინგზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, გარკვეულ ჯგუფს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ამავე პარტიას დაბალი რეიტინგი ექნებოდა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს არ გამოვიდა და პარტიას კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს.

„გარკვეული ჯგუფი, მათ შორის თავის თავს ოპოზიციას რომ ეძახის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი, რაღაცნაირად ელოდებოდნენ რომ „ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი იქნება დაბალი“, „აი ხაბეიშვილმა რა გააკეთა“, უკაცრავად, ეს არ გამოვიდა.

ამას იძახოდნენ გარკვეული ჯგუფები, არ გამოვიდა და ეს არის ფაქტი. მე ვხედავ, რომ დიდი გაერთიანება უნდა იყოს, პროდასავლურ ოპოზიციაში და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის თანამშრომლობისთვის და ეს ჩვენ დავამტკიცეთ.

განვიხილავ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, თუნდაც ეს იყოს ოფიციალური გაერთიანებები“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.