„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“, მისი გაყოფა გარდაუვალია – გია ხუხაშვილი

524
spot_img

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, პარტიის მხარდამჭერები ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.

„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? – ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, –  განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება და ის ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს.