ორშაბათი, მაისი 29, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიოირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს

spot_img

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. მას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი.

სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია, მოტივი უცნობია. ის პოლიციამ დააკავა.

88 წლის სასულიერო პირი, გავლენიანი ექსპერტთა ასამბლეის წევრი იყო, ასამბლეის, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ის 17 წლის განმავლობაში, აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო, ვიდრე 2019 წელს ამ თანამდებობას დატოვებდა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები