ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე ვერ შეთანხმდა – RMF FM

77
spot_img

ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM-ი ავრცელებს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაღიზიანება იზრდება საფრანგეთის მიდგომის გამო, რომელიც ბლოკავს საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვას. ამ თემაზე დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს. საფრანგეთს სურს, რომ საბრძოლო მასალისა და იარაღის კომპანიების მიწოდების ყველა ქსელი ევროპული იყოს.

6 აპრილს, გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტში.

დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტები საბრძოლო მასალის წარმოებაზე – მხოლოდ ევროკავშირის კომპანიებთან თუ გარე მწარმოებლებთანაც.

20 მარტს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გეგმაზე, რომ უკრაინას 12 თვის განმავლობაში მიეწოდება მილიონი საარტილერიო ჭურვი.

20 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს.