„ვერ გავიგე, თქვენ მართლა… ”- ხაბეიშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე

117
spot_img

 

„თქვენ გგონიათ, 22 000 ადამიანმა იმისთვის მომცა ხმა, რომ რემბოს იმას {მაისური} გადავიცვამ და იარაღით სადმე შევვარდები?“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს.

„ვერ გავიგე, თქვენ მართლა… {სტილი დაცულია} იანვარში, თებერვალში არ გიყურებიათ – ქედაში, ხაშურში… ვიღაცები ქილიკობდნენ, რომ ქედაში არის 50 კაცი – კარგი კაცო, მართლა? ქედაში, სენაკში თოვლში რომ ვიარეთ და ის ადამიანები უწყვეტად რომ აპროტესტებდნენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას… შედეგი დაიდო ის, რომ პარტიას აქვს 2%-იანი ზრდა.

მითხარით პარტია, რომელსაც 2%-იანი ზრდა აქვს. რაც შეეხება სააკაშვილს – რუსული და სამთავრობო პროპაგანდა, ხაბეიშვილმა თქვაო, ფიზიკურად შევვარდები, სპაიდერმენი ვარო და გამოვიხსნიო [სააკაშვილს]. ხაბეიშვილმა თქვა, რომ ხაბეიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რათა პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თქვენ გგონიათ, რომ 22 000 ადამიანმა იმისთვის მომცა ხმა, რომ რემბოს იმას გადავიცვამ და იარაღით სადმე შევვარდები?

ჩემი მთავარი დაპირება იყო, რასაც ვასრულებთ. ჩემი მთავარი დაპირება იყო, რომ პარტიაში ნომერ პირველი თემა იყო მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ეს არის ნომერ პირველ საკითხი ენმ-ში. 70 დღის განმავლობაში 39 აქცია ჩატარდა სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მათ შორის 9 აპრილს რომ იყო… ამბობენ, რატომ არ იყო 200 000 კაცი, 300 000 კაცი – მეტი ვიქნებით“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 24 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“, განაცხადა,  „თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ“.