Home Blog Page 2036

“ისრაელი საფრთხედ აღიქვამს ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – ამირან სალუქვაძე

7 აპრილს დავწერე, ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ იცვლება მეთქი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის შუამავლობით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.. მალე საელჩოებს გახსნიან.

ეს შერიგება არაა ცალკე აღებული მოვლენა, არამედ დიდი პროცესის ნაწილია.

საუდის არაბეთი განიხილავს ხუსიტებთან სტაბილურ დაზავებას და იემენში კონფლიქტის დასრულებას. მხარეები უკვე მუშაობენ პორტების და აეროპორტების სრულად გახსნაზე.

საუდის არაბეთში ჰამასის ლიდერების შეხვედრა გადაიდო, თუმცა პროირანულ დაჯგუფებებთან ურთიერთობები არ შეიძლება ისრაელის შეშფოთებას არ იწვევდეს.

ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის ურთიერთობების გაცივებას აშშ-თან და დათბობას რუსეთთან ყველა შეამჩნევდით. მიუხედავად CIA-ს შეფის ვიზიტისა, ნავთობის ბაზარზე რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმებულ მოქმედებებს აგრძელებენ.

ნავთობის ფასის დაგდება ვერ მოხერხდა. ის ისევ რუსეთისთვის კომფორტულ ზონაშია და 80 დოლარის ნიშნულზე მერყეობს. ექსპერტები გაძვირებასაც მოელიან. აშშ-ის რეზერვები 40%-მდეა შევსებული, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მომხმარებელს რეზერვების ან შევსება, ან შენარჩუნება მოუწევს.

ახლახან შედგა სირიის ლიდერის ვიზიტი საუდის არაბეთში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგეგმება სირიის დაბრუნება არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში.

ორი დღის წინ კი, მოსკოვში, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. ასტანის სამეული არაა ახალი ფორმატი, სირიის საკითხის ირგვლივ შეიქმნა მაგრამ სირიის წარმომადგენელთან ერთად არასდროს შეკრებილან. გახმოვანდა სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც თურქეთის მხარდაჭერის გამო სირიაში ამერიკას პრობლემას უქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დატოვებენ სირიას, თუმცა გამოწვევაა.

ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისრაელის ურთიერთობების გაგრილების და ისრაელში განვითარებული მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე.

წლების წინ, როცა სირიის კონფლიქტის შესახებ ანალიზს ან ვიდეო ბლოგებს ვწერდი, ისევე როგორც სხვა კოლეგები, ხშირად აღვნიშნავდი, რომ ახლო აღმოსავლეთში, მ.შ. სირიაში უამრავი გარე აქტორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, რეგიონის ქვეყნები) ინტერესებია გადაკვეთილი. როცა იწყება ურთიერთობების გადალაგება, არსებული სტატუს-კვოს შეცვლა, ეს ყოველთვის იწვევს თანმდევ პროცესებს, უკურეაქციებს.

საინტერესო იქნება რა რეაქციები ექნება ამ პროცესებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს. იყო ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გააქტიურების მოლოდინი, თუმცა ზემოთ აღნიშნული პროცესის ფონზე, განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნევა. მეტიც, ისრაელი საფრთხედ აღიქვამს პირველ რიგში ირანის და პროირანული დაჯგუფებების დიპლომატიურ აქტივობებს.

არც ამერიკის მხრიდან ვხედავთ რაიმე აქტიურ ნაბიჯებს. შესაძლოა ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიით იყოს გამოწვეული, რადგან უკრაინის მხარდაჭერის, ასევე ტაივანი-ჩინეთის საკითხის კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსებია მიმართული.

დაველოდოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და შესაძლო ცვლილებებს საგარეო მიმართულებით, თუ პრეზიდენტი შეიცვლება.

ეს ბლოგი მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა, სიღრმისეული ანალიზის და შეფასებების, მით უმეტეს, პროგნოზების გარეშე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლო აღმოსავლეთი იმდენად რთული რეგიონია, როცა გარკვეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადალაგება და დათბობა იწყება, ეს პროცესი საფრთხედ აღიქმება სხვა აქტორებისთვის, რაც სამომავლოდ ახალი, შესაძლოა ადრინდელზე გაცილებით მწვავე დაძაბულობების მიზეზად შეიძლება იქცეს.

“ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს” – დავით ქართველიშვილი

ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ამერიკის ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ როლს, რომელიც მათ დაგვაკისრეს. მან ამ დამოკიდებულების ცვლილების თვალსაჩინოდ აღსაწერად ნედ პრაისის რამდენიმე განცხადებაც მოიყვანა მაგალითად.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენს თავისუფალ, სუვერენულ ხალხსა და სახელმწიფოს, აშშ „მყარად უჭერდა მხარს“. ჩვენც დავიჯერეთ და თავისუფლად გამოვთქვით ჩვენი სუვერენული უფლება: ქვეყნისა და სახელმწიფოს გამანადგურებელ ომში ჩაბმაზე უარი განვაცხადეთ. ამან პირველი „ბზარი“ გააჩინა ჩვენ მიმართ ამერიკელების დამოკიდებულებაში, როცა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი თავისუფალი და სუვერენული ქმედებები თანხვედრაში არ მოდის იმ როლთან, რომელიც ჩვენ აშშ-მ დაგვაკისრა ორმხრივ ურთიერთობებში. და მათი „შეშფოთება“ უკვე „ღრმა შეშფოთებაში“ გადაიზარდა წელს. ეს სამი განცხადება სრულად მოვიყვანე. მათში კარგად იკითხება ფარისევლობის დინამიკა. ომის დაწყებაზე უარის თქმამ, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვამ ჩვენი „პარტნიორები“ დამოუკიდებელი საქართველოს დასჯის რეჟიმში გადაიყვანა. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა და ვინ რას დაიცავს…

2022 წლის 26 აპრილი

„მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი. წლების განმავლობაში, საქართველოს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, იყოს ევროპის ნაწილი, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი და, ვიმედოვნებთ, მშვიდობიანი.

ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენ თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით საქართველოს დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისთვის 6 000 ადამიანი გავაგზავნეთ. ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და მისი მისწრაფებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესებისთვის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათი მისწრაფებებთან, ამბიციებთან დაკავშირებით და იმის დასაცავად, რისი მიღწევაც მათ შეძლეს,“- აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

2022 წლის 24 ოქტომბერი

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგ მოქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის მოქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, გამოიწვია უკუსვლა. მათ შექმნეს უკანდახევა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ მოქმედებებმა – რომლებმაც შეგვაშფოთა – გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. შეიქმნა პოლარიზაციის დონე, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ის არ შეესაბამება საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებს.

ამის თქმის პარალელურად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ერთად მუშაობა რეფორმების განსახორციელებლად მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

2023 წლის 8 მარტი

„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

რუსებმა ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი – ომის 428-ე დღე

ომის 428-ე დღეს, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ხერსონში მძიმე არტილერიიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და ავიაციიდან 386 ჭურვი გაისროლეს. რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი – დაშავდა“, – აღნიშნა პროკუდინმა.

მისი თქმით, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელი კვარტლები, ელექტრო ქვესადგურის ტერიტორია ბერისლავის რაიონში, სტანისლავის თემის დასახლების ადმინისტრაციული შენობები.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

„ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგე ქალაქ ავდიივკას მიდამოებში, ასევე სევერნოესა და პერვომაისკოესკენ დასახლებებისკენ წინსვლას ცდილობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევას ახორციელებდნენ თავად მარინკას რაიონში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აქ, ისევე როგორც ბახმუტში, ბრძოლის ინტენსივობა მაღალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელიც თავის იტალიელ კოლეგას ეხმარებოდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, უკრაინელი რეპორტიორი იტალიელ კორესპონდენტს უკრაინის ომის გაშუქებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ხერსონის გარეუბანში სნაიპერის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ წერს, იტალიელი ჟურნალისტი მხარში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მედია იუწყება, ორივე ჟურნალისტს ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რომელზეც ეწერა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს კიევში საელჩოს თანამშრომლებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა იტალიელი ჟურნალისტის ევაკუაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები: რა სურთ მოსკოვსა და დასავლეთში?

2023 წლის მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელოდებიან, როგორც დასავლური ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე მოსკოვში. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მხარს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს უჭერს, ხოლო დასავლეთი სიჩუმეს ინარჩუნებს, თუმცა უპირატესობას მის მთავარ მეტოქეს – ქემალ ქილიჩდაროღლუს ანიჭებს. ამასთანავე, ოპოზიციის გამარჯვება არ იძლევ გარანტიას, რომ თურქეთი დაბრკოლებების გარეშე დაუბრუნდება დასავლეთს. 

*მასალა მომზადებულია France 24-ის მიერ. 

უკანასკნელ წლებში, თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის, ერდოღანმა დიდი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რომლის ყველაზე ახლო მაგალითსაც ნატოში შვედეთის მიღების დაბლოკვა წარმოადგენს, რის მიზეზადაც, თურქეთის მთავრობა, შვედების მიერ ქურთულ სამხედრო ჯგუფთან დაკავშირებული ადამინებისთვის, თავშესაფრის მიცემას ასახელებს.

2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე დროშივე, ერდოღანის პრო-დასავლურმა კურსმა მალევე განიცადა ცვლილება ამ კონფრონტაციულ მიდგომამდე, რომლის მიზანსაც ძალაუფლების შენარჩნება წარმოადგენს.

2023 წლის საარჩევნო კამპანიაში, საგარეო პოლიტიკა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საკითხები. თურქეთის მოქალაქეებისა და მაცხოვრებელბის ცხოვრების დონე გაუარესდა, რაც 2018 წლის შემდგომ არსებული ინფლაციისა და სავალუტო კრიზისით არის გამოწვეული.

ერდოღანის ისლამიზმსა და ქილიჩდაროღლუს სეკულარიზმს შორის არსებული განსხვავებები, საარჩევნო რბილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

“სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, საგარეო პოლიტიკა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეკონომიკასა და იდენტობის პოლიტიკასთან შედარებით,”- განაცხადა სინან ულგენმა, ყოფილმა დიპლომატმა, რომელიც ახლა სტამბულში არსებული კარნეგი ევროპის მკვლევარია.

რუსეთი ცალსახად ერდოღანს გულშემატკივრობს

მიუხედავად იმისა, რომ რიგითი თურქი ამომრჩევლისთვის შესაძლოა საგარეო პოლიტიკა შესაძლოა მეორე ხარისხოვანი იყოს, თავად ეს არჩევნები, მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს სხვადასხვა საგარეო ძალისთვის.

“ისინი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს,” – თქვა ჰოვარს ეისენსტატმა, თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა საგარეო პოლიტიკის ცვლილება, თუკი ერდოღანი ხელახლა იქნება არჩეული – “ერდოღანი მაინც ერდოღანი იქნება’- ეისენსტატის დაკვირვებით “განსაკუთრებით რუსეთი იმედოვნებს, რომ ერდოღანმა გაიმარჯვოს.”

დაძაბული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც სათავეს ცარისტული რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის დაპირისპირებიდან იღებს, ორ ქვეყანას დიპლომატიური კრიზისი უკანასკნელად 2015 წელს ჰქონდა, როდესაც თურქეთმა, რუსული სამხედრო მოიერიშე სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

ერდოღანის ფორმალურმა ბოდიშმა, მოკლე დროშივე დაასრულა მოსკოვის საპასუხო სანქციები – მალევე გაღრმავდა ურთიერთობები, რაც დღემდე ასე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში, ლიბიასა და ყარაბახის კონფლიქტში, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს არიან.

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების დრამატულმა მცდელობა, დასავლეთის მიმართ თურქეთის ურთიერთობების გაციება გამოიწვია.

ოფიციალური ანკარა ბრალს დებს ფეთულა გიულენს, ისლამისტ კლერკსა და ერდოღანის ყოფილ მოკავშირეს, რომელიც ახლა ამერიკაშია ემიგრირებული, რომ ის იდგა გადატრიალების მცდელობის უკან.  თურქეთის მთავრობის მიერი მისი მოძრაობის დარბევის ფონზე, გიულენი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ჩაფლავებული პუტჩის შემდეგ, ერდოღანმა მიიჩნია, რომ დასავლეთმა მას მხარი არასაკმარისად დაუჭირა.

ერდოღანის რუსეთთან დაახლოებამ, სრული არეულობა გამოიწვია ვაშინგტონთან ურთიერთობებში. 2017 წელს, რუსეთისგან S-400-ის ტიპის ანტისაჰაერი სისტემის შეძენა, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის წითელი ზღვრის გადაკვეთადაა მიჩნეული, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას აშშ-ს სანქციების ფასად დაუჯდა.

ეს გვახსენებს ცივი ომის პერიოდის მოდელს, როდესაც ამერიკელებისგან მიღებული უარის შემდეგ, თურქეთს საბჭოთა კავშირი მძიმე ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარა.

ცივი ომიდან მოყოლებული, მოსკოვი “ყოველთვის მეორე არჩევანს წარმოადგენს თურქეთისთვის, თუკი მიაჩნიათ, რომ აშშ-ს დახმარება არ სურს,” ხოლო მოსკოვს “არასდროს უთქვამს უარი თურქეთსა და დასავლეთს შორის ბარიერები გაჩენის შესაძლებლობაზე,”- თქვა ოზგურ უნლუჰისარჩიკლიმ, German Marshall Fund-ის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელმა.

“ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ,”- აღნიშნა ჯეფრი მანკოფმა, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა. “2015 წლის შემდეგ, რუსეთისთვის ერდოღანი არის ადამიანი, რომელთანაც საქმის დაჭერა შესაძლებელია, ხოლო ის ფაქტი, რომ დასავლეთში ერდოღანი ტოქსიკურ ლიდერად მიიჩნევა, რუსეთს საქმეს უმარტივებს.”

ულგენის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში, მოსკოვმა ერდოღანს ხელი შეუწყო, რათა ხელახლა აირჩიონ: “რუსეთი აშკარად მხარს უჭერს ერდოღანს, ბუნებრივი აირის შეყიდვაზე გადანაწილებული საფასურის დაკისრება, ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.”

იმედგაცრუება და დაღლილობა

ამის საპირისპიროდ, 6 განსხვავებული პარტიისგან შემდგარი ბლოკის – ეროვნული ალიანსის ლიდერ კილიჩდაროღლუს, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს.

ოპოზიციური ალიანსის სურვილია, რომ განახლოს ევროკავშირიში გაწევრიანების პროცესი და გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები.

რაც მთავარია, ეროვნულ ალიანსში ამბობენ, რომ “ინიციატივებს გამოიჩენენ,” რათა თურქეთი f-35 გამანდგურებლის პროგრამაში დაბრუნდეს, რაც ნატოს პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო გამანადგურებელი შეიძინოს. 2019 წელს, სწორად რუსული S-400-ბის შეძენის მიზეზით ამოიღო ვაშინგტონმა თურქეთი ამ პროგრამიდან.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის არჩევნებზე დასავლეთის სიჩუმის უკან, ევროპასა და ამერიკაში ქილიჩდაროღლუს გამარჯვების სურვილი იმალება.

“არაერთი დასავლელი ლიდერი დაღლილი და იმედგაცრუებულია ერდოღანთან საქმის დაჭერით,”- ამბობს მანკოფი. “მათთვის ერდოღანი არის ლიდერი, რომელსაც დასავლური ტრაექტორიის ნაცვლად, თურქეთის პოპულისტურ და პერსონაზე ორიენტირებულ რეჟიმად ტრანსფორმირება სურს. აქედან გამომდინარე, ისინი მის დამარცხებას სიამოვნებით იხილავდნენ.

ამის პარალელურად, ხედავენ რა, რომ ერდოღანი ეფექტურად ახერხებს ანტი-დასავლური სენტიმენტების მობილიზებას, ეს დასავლეთს ჩუმად ყოფნას აიძლებს,” – მანკოფმა ასევე დამატა, რომ “ის [ერდოღანი] ძალიან ცბიერი და ეფექტური პოლიტიკოსია, ამიტომ არსებობს გონივრული ეჭვა, რომ შესაძლოა ხელახლა აირჩონ, მიუხედავად ყველაფრისა. შესაბამისად, რატომ გაუცხოვდნენ კიდევ უფრო მეტად?”

ევროკავშირში გაწევრიანება “ფაქტობრივად დახურულია” 

ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაშიც, დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას უამრავი სამუშაო დასჭირდება.

ევროკავშირის გაფართოვების იმპულსი გასულ წლებში შემცირდა, მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლებში, ბლოკის გაფართოების უკან, ძირითადად ბრიტანეთი იდგა, რათა ფრანგულ-გერმანული გავლენები შეემცირებინა.

2019 წელს, საფრნაგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წინააღმდეგი იყო, ჩრდილო მაკედონიისთვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარკებების გახსნის, იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირთან ბალკანეთის ორი პრობლემური ქვეყნის ინტეგრაცია გაჭირდებოდა.

ევროკავშირის ბლოკის ორ სახელმწიფოსთან – საბერძნეთთან და კვიპროსთან ცუდი ურთიერთობები, კიდევ უფრო დიდი დაბრკოლებაა თურქეთისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ისტორიული დაძაბულობის შემდეგ, რომელიც ოსმალეთის მიერ საბერძნეთის მართვას უკავშირდება, ათენმა და ანკარამ 1999 წელს “მიწისძვრის დიპლომატიის” გარღვევის წყალობით, ერთმანეთთან ურთიერთობები დაამყარეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ, თვეების განმავლობაში, დამანგრეველი მიწისძვრა განიცადა. თუმცა, ეგეოსის ზღვაში საზღვრის საკითხზე, საბერძნეთმა და თურქეთმა მეტოქეობა განაახლეს, რაც 2010 წელს ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი გაზის მარაგების აღმოჩენას უკავშირდება.

იმავდროულად, თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც აღიარებს თვითგმაოცხადებულ ჩრდილო კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც 1974 წლის ომის შემდეგ, კუნძულის გაყოფის შედეგად წარმოიქმნა.

ეროვნული ალიანსის დაპირების თანახმად, ისინი შეინარჩუნებენ თურქეთის გრძელვადიან პოზიციებს ამ საკითხზე და “განაგრძობენ მისწრაფებას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიერ შეძენილი უფლებების დასაცავად.”

“რასაკვირველია, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა შემცირდება, შესბამისად თურქეთი უფრო ნაკლებად იზოლირებული იქნება და საბერძნეთში შეჭრის მუქარის ნაცვლად, დიპლომატიას გამოიყენებს,”- აღნიშნა უნლუჰისარჩიკლიმ. “იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თურქეთის ევროკავშირის ყველა სხვა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს – და თურქეთს ძალიან ბევრი აქვს ამ მხრივ გასაკეთებელი – კვიპროსი მაინც დიდ გამოწვევად დარჩება, ხოლო საბერძნეთთან მიმართებით, კითხვები კვლავ იარსებებს.”

“კვიპროსის საკითხზე, ოპოზიციის მოსაზრებები არ არის ერდოღანისგან მკვეთრად განსხვავებული,”- ასე აფასებს ეისენსტატი, რომლის თქმითაც “თურქეთისთვის ევროკავშირში მიმავალი გზა, ამ მომენტში ცალსახად დახურულია.”

“ნაკლებად საჩოთირო, მაგრამ მაინც რთული”

ანალოგიურად რთული იქნება აშშ-თან პარტნიორობის აღდგენა, თუკი იმ დაბალ წერტილს გავითვალისწინებთ, რაც ახლა ორ ქვეყანას შორისაა. ნატოს წევრი ქვეყნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ერდოღანს რამდენიმე დღეს დასჭირდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მისალოცად, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი, უსაფუძვლოდ აპროტესტებდა შედეგებს.

საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაურეკა ერდოღანს.

“როგორც ჩანს, ბაიდენს ერდოღანისთვის ემბარგო აქვს დადებული,” უნლუჰისარჩიკლის თქმით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში ” მაინც გაჩნდება აშშ-თურქეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მართვის აუცილებლობა.”

“ქილიჩდაროღლუს მმართველობის პირობებში, მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ნაკლებად რთული, მაგრამ მაინც რთული იქნება,”-ამბობს ეისენსტატი.

როგორც არ უნდა იყოს, რთულად წარმოსადგენია F-35-ის და S-400-ების არსებობა ერთი და იმავე ქვეყნის არსენალში, რადგანაც ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ რუსული სისტემა საფთხეს უქმნის ნატოს წებრების უსაფრთხოებას.

ულგენის თქმით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, თუკი ვაშინგტონი და ანკარა ერთობლივად შეეცდებიან ურთიერთობების გაღრმავებას, მაშინს S-400-ბის საკითხზე კომპრომისის საშუალება შესაძლოა გამოჩნდეს.

“თუკი ორივე მხრიდან მოქნილი მიდგომები იქნება გამოყენებული, შესაძლოა სხვა მოდელების იმპლიმენტაცია რეალისტური გახდეს, გარდა თურქეთის წინააღმდეგ მაქსიმალისტური მიდგომის გამოყენებისა, რაც S-400-ზე უარის თქმას გულისხმობს. ამის ნაცვლად,  შესაძებელია, ამერიკის მიერ ისეთი პირობის გაჟღერება, რაც თურქეთის მხრიდან, რუსული სისტემის გამოყენებას გამორიცხავს.”

ამ ეკლიანი საკითხების გარდა, იმ შემთხვევაში თუკი ქირიჩდაროღლუ გაიმარჯვებს, თურქეთი და დასავლეთი სავარაუდოდ უფრო მარტივად მისაღწევი საკითხების მოგვარებაზე იქნებიან კონცენტრირებული – მაგალითად, ევროკავშირთან თურქეთის საბაჟო კავშირის განახლება.

ასეთი მიდგომით, თურქეთმა შესაძლოა გადაჭრას მიმდინარე პრობლემა, რაც დასავლეთთან მიმართებით, ყველაზე მწვავე გამოწვევად არის მიჩეული: “თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, მე ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თურქეთი, ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს.”- აღნიშნა ეისენსტატმა.

“ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში საკმაოდ რეალისტური აზრი არსებობს, თუ რისი უზრუნველყოფა შეუძლია დასავლეთს, მოკლევადიან პერიოდში, ორივე მხარის სასარგებლოდ,”- ამბობს ულგენი. “ვფიქრობ, რომ დასავლეთს ექნება საკმაოდ ვრცელი პოლიტიკური სივრცე, ამ გამრჯვებების მისაღწევად – სანამ შემდგომში ვითარება გართულდება.”

„ხელისუფლება თავიდანვე იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში”- ცაგარეიშვილი ქოლცენტრების საქმეზე

„ცინიზმია, როცა უყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და იგივე ადამიანები ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ და იქიდან იხელფასებენ თავს, ე.წ. ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკაშიც,“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კითხვის პასუხად.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ადამიანებმა, რომლებიც სამი წელი დარბაზში თვალით არ უნახავთ, ახლა გადაწყვიტეს, თავზე დაგვაყარონ საგამოძიებო კომისიების ინიციატივები.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას ევროპაშიც და საქართველოშიც.

„საგამოძოებო კომისიებზე გაორებული დამოკიდებულება მაქვს არა მხოლოდ მე, არამედ უამრავ ადამიანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა და გავმეორდები, სახადი შეეყარათ კოლეგებს ოპოზიციიდან საგამოძოებო კომისიებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც სამი წელი დარბაზში თვალით არ გვინახავს, ახლა მოკალათდნენ მათთვის კომფორტულ სავარძლებში და გადაწყვიტეს, თავზე დაგვაყარონ საგამოძოებო კომისიების ინიციატივები. ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას ევროპაშიც და საქართველოშიც“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა სპეკულაციას არ დაასრულებდა, უფრო გააღრმავებდა, გააძაფრებდა და ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკური ინსინუაციების საფუძველს მიცემდა.

„ჩვენ ვიწროპარტიული ხედვების გამყარებისთვის, არჩევნების წინ ვერავის მივცემთ პოლიტიკური ინსინუაციების საშუალებას საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ჩვენ არ ვემხრობით ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნას მარტივი მიზეზით – დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ეს უზარმაზარი ე.წ. შავი ხვრელი, აღმოჩენილი ქოლცენტრების სახით, აილაგმება ამ ქვეყანაში და ამას წერტილი დაესმება,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა და ქვეყნის შესაბამისი სამსახურები თავიდანვე ჩართულები იყვნენ ამ საქმის გამოძიებაში არა მხოლოდ გერმანელებთან, შვედებთან და სხვა კოლეგებთან ერთად. პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა ბულგარეთში, ალბანეთში, ყაზახეთში.

„ხელისუფლება თავიდანვე იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. დაახლოებით 1 წლის წინ ჭავჭავაძეზე ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიხურა ჯოჯოხეთის მანქანა, რომელიც კეზერაშვილმა შექმნა საქართველოში. ეს მოხდა ღიად, საჯაროდ. ჩვენი პროკურატურა იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, ევროპელ კოლეგებთან ერთად.

ეს სპეცოპერაცია ერთობლივად დაიგეგმა, რამდენიმე ქალაქში განხორციელდა, ამოიღეს უამრავი ნივთმტკიცება, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, სხვადასხვა ქოლცენტრში ამოიღეს ძალიან დიდი თანხა, გამოძიება გრძელდება. ვინმეს რაიმე ბრალი რომ მიუძღვოდეს საქართველოს ხელისუფლებიდან, როგორ ფიქრობთ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროკურატურა ამაზე თვალს დახუჭავდა და ხმამაღლა არ იტყოდა, რომ აქ პრობლემებია?“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

,,არ არსებობს არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი”- ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი არ არსებობს, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და ყველა მისი გუნდის წევრია.

როგორც ბეჟაშვილმა მედისთან განაცხადა, ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამბედაობა, აღიაროს არჩევნების შედეგები, მიიღოს ეს შედეგები და დაექვემდებაროს იმ პარტიულ დისციპლინას, რომელიც დამახასიათებელია ყველა პარტიისათვის.

“პარტია არის ერთიანი, ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ. არ არსებობს არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი. “ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ჩვენ ყველანი ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ამიტომ ეს დაყოფები, ფრთები გუნდები და ა.შ. წინა აარჩევნო პერიოდში გასაგები იყო, მაგრამ არჩევნები დამთავრდა და ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამბედაობა, აღიაროს ეს შედეგები, მიიღოს ეს შედეგები და დაექვემდებაროს იმ პარტიულ დისციპლინას, რომელიც დამახასიათებელია ყველა პარტიისათვის.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკრებულოს წევრების გარკვეული კანდიდატების სიიდან ამოღებას, წინა ხელმძღვანელობის დროს ჩვენ გამოვაქვეყნეთ უამრავი დოკუმენტი, როდესაც ნიკა მელიას ხელმოწერით ხდებოდა საკრებულოს წევრების ამოღება. ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა, იყო საკითხები, რომელიც შეთანხმებული იყო, იყო საკითხები, რომელიც შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხად ლევან ბეჟაშვილმა.

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ვერძების უმრავლესობა უფრო ენერგიული და შემოქმედებითი გახდება. მთავარი თემები პირადი ცხოვრება და შემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება, ასევე, მატერიალური რესურსების მოძიება, რაც აუცილებელია სურვილების შესასრულებლად.

კურო

დღეს, კურო უფრო მკაფიოდ შეიგრძნობს სიტუაციის ახალ ასპექტებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ პირად თუ ოჯახურ ინტერესებზე. უსიამოვნო შეგრძნებებს ნუ განიხილავთ რეალობად, უბრალოდ, კარგად გააანალიზეთ ყველაფერი. არ იჩქაროთ საბინაო და კარიერული გეგმების შემუშავება.

ტყუპები

დღეს ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, გააორმაგონ სიფრთხილე მიღებული ინფორმაციის შეფასებაში. თქვენს ირგვლივ მხიარული და შემოქმედებითი ატმოსფერო შეიქმნება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

დღეს, კირჩხიბების ყურადღების ცენტრში შეიძლება, მატერიალური საკითხები მოექცეს. განსაკუთრებული ინტერესი  დღეს, შეიძლება, გამოიწვიოს ყველაფერმა არაორდინარულმა. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები და მოერიდოთ ექსპერიმენტებს.

ლომი

დღეს, ლომები განიცდიან გაძლიერებულ ლტოლვას თვითგამოხატვისკენ და არა მხოლოდ უვნებელი ნეიტრალური საშუალებებით. შესაძლოა, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას, ან შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, სურვილი გაუჩნდეთ, ზედმეტად გარისკონ, რაც ახლა სასურველი არაა. ვარსკვლავები ლომებს აფრთხილებენ, არ გამოიყენონ “შავი” პიარი, ეს შესაძლოა, მათთვის ძალიან ცუდად დასრულდეს.

ქალწული

ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, რომ, დღეს, მათთვის სასარგებლოა, ინტუიციის ჩართვა, რათა არ მოხიბლონ მცდარი, ან მავნე იდეით. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, თუ თქვენს შესაძლებლობებს სწორად შეაფასებთ.

სასწორი

დღეს, სასწორისთვის ხელსაყრელი გარემოებებია. რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. წარმატებები გელით თითქმის ყველა მიმართულებით. შესაძლოა, გაუგებარი იყოს ახლობლის ან სპონსორის პოზიცია, ამიტომ, იყავით ყურადღებით.

მორიელი

მორიელებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ დღის მოვლენებს, დააკვირდით ქვედა დინებებს, ეს დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომების რისკი. დღის პრობლემური თემები შეიძლება იყოს: კარიერა და ბავშვები. უმჯობესია. თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები, რათა ის არ გადაიზარდოს სერიოზულ და გაჭიანურებულ დაპირისპირებაში.

მშვილდოსანი

ამ დღის გარემოებები მშვილდოსანს სწორ გზას უჩვენებს, რაც დაეხმარება ყველა ბარიერების გადალახვაში. საჭიროების შემთხვევაში, მათ დღეს შეუძლიათ, თამამად იკამათონ როგორც პირად თემებში, ასევე, სხვა ურთიერთობებში, ახლა მაღალია გამარჯვების ალბათობა.

თხის რქა

დღეს, ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ძლიერი ცდუნების რისკი იზრდება. კრეატიული აზროვნება დაეხმარება მათ, კარგად დაასრულონ დაწყებული საქმეები. თუმცა, არ ღირს რომელიმე პროექტის ნულიდან დაწყება.

მერწყული

მერწყულებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, თუ ისინი დაინტერესებულნი არიან კარიერული საკითხებით ან პირადი თემის გარკვევით. მრავალწახნაგოვანი სიტუაცია უსიამოვნო და პოტენციურად პრობლემურ საკითხებს გააჩენს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ არაკეთილსინდისიერი ბრძოლის დაწყების სურვილი. არსებობს რეპუტაციის შელახვის რისკი. ახლა სასურველი არაა, რაიმე ალიანსის ან შეთანხმების გაფორმება.

თევზები

დღეს, თევზებს შეიძლება, გაუჭირდეთ რუტინული ან შემოქმედებითი ამოცანების შესრულება, ასევე, დაავადებების მკურნალობა, სერვისების, ან დახმარების მიღება. შესაძლოა, გართულდეს ურთიერთობა მეგობრებთან, კოლეგებთან. არ არის საუკეთესო დრო სამსახურის შესაცვლელად.

პუტინმა ყარაბაღში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრეზიდენტ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების ახალი ხელმძღვანელი დანიშნა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

ცვლილების ზუსტი მიზეზი ჯერ არცერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა როგორც მედია წერს, სომხეთმა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ლაჩინის დერეფნის გახსნა.

სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო ქვეყანამ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ამას „ბაქოს თავისუფალი გადაადგილების ვალდებულების უხეში დარღვევა“ უწოდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა კი განაცხადა, რომ საგუშაგო შეიქმნა „უსაფრთხოების გამო შეშფოთების საპასუხოდ, სომხეთის მიერ გზის ბოროტად გამოყენებისა და იარაღის უკანონო ტრანსპორტირების

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. მას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი.

სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია, მოტივი უცნობია. ის პოლიციამ დააკავა.

88 წლის სასულიერო პირი, გავლენიანი ექსპერტთა ასამბლეის წევრი იყო, ასამბლეის, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ის 17 წლის განმავლობაში, აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო, ვიდრე 2019 წელს ამ თანამდებობას დატოვებდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“, მისი გაყოფა გარდაუვალია – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, პარტიის მხარდამჭერები ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.

„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? – ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, –  განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება და ის ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს.