თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები: რა სურთ მოსკოვსა და დასავლეთში?

222
spot_img

2023 წლის მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელოდებიან, როგორც დასავლური ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე მოსკოვში. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მხარს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს უჭერს, ხოლო დასავლეთი სიჩუმეს ინარჩუნებს, თუმცა უპირატესობას მის მთავარ მეტოქეს – ქემალ ქილიჩდაროღლუს ანიჭებს. ამასთანავე, ოპოზიციის გამარჯვება არ იძლევ გარანტიას, რომ თურქეთი დაბრკოლებების გარეშე დაუბრუნდება დასავლეთს. 

*მასალა მომზადებულია France 24-ის მიერ. 

უკანასკნელ წლებში, თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის, ერდოღანმა დიდი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რომლის ყველაზე ახლო მაგალითსაც ნატოში შვედეთის მიღების დაბლოკვა წარმოადგენს, რის მიზეზადაც, თურქეთის მთავრობა, შვედების მიერ ქურთულ სამხედრო ჯგუფთან დაკავშირებული ადამინებისთვის, თავშესაფრის მიცემას ასახელებს.

2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე დროშივე, ერდოღანის პრო-დასავლურმა კურსმა მალევე განიცადა ცვლილება ამ კონფრონტაციულ მიდგომამდე, რომლის მიზანსაც ძალაუფლების შენარჩნება წარმოადგენს.

2023 წლის საარჩევნო კამპანიაში, საგარეო პოლიტიკა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საკითხები. თურქეთის მოქალაქეებისა და მაცხოვრებელბის ცხოვრების დონე გაუარესდა, რაც 2018 წლის შემდგომ არსებული ინფლაციისა და სავალუტო კრიზისით არის გამოწვეული.

ერდოღანის ისლამიზმსა და ქილიჩდაროღლუს სეკულარიზმს შორის არსებული განსხვავებები, საარჩევნო რბილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

“სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, საგარეო პოლიტიკა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეკონომიკასა და იდენტობის პოლიტიკასთან შედარებით,”- განაცხადა სინან ულგენმა, ყოფილმა დიპლომატმა, რომელიც ახლა სტამბულში არსებული კარნეგი ევროპის მკვლევარია.

რუსეთი ცალსახად ერდოღანს გულშემატკივრობს

მიუხედავად იმისა, რომ რიგითი თურქი ამომრჩევლისთვის შესაძლოა საგარეო პოლიტიკა შესაძლოა მეორე ხარისხოვანი იყოს, თავად ეს არჩევნები, მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს სხვადასხვა საგარეო ძალისთვის.

“ისინი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს,” – თქვა ჰოვარს ეისენსტატმა, თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა საგარეო პოლიტიკის ცვლილება, თუკი ერდოღანი ხელახლა იქნება არჩეული – “ერდოღანი მაინც ერდოღანი იქნება’- ეისენსტატის დაკვირვებით “განსაკუთრებით რუსეთი იმედოვნებს, რომ ერდოღანმა გაიმარჯვოს.”

დაძაბული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც სათავეს ცარისტული რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის დაპირისპირებიდან იღებს, ორ ქვეყანას დიპლომატიური კრიზისი უკანასკნელად 2015 წელს ჰქონდა, როდესაც თურქეთმა, რუსული სამხედრო მოიერიშე სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

ერდოღანის ფორმალურმა ბოდიშმა, მოკლე დროშივე დაასრულა მოსკოვის საპასუხო სანქციები – მალევე გაღრმავდა ურთიერთობები, რაც დღემდე ასე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში, ლიბიასა და ყარაბახის კონფლიქტში, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს არიან.

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების დრამატულმა მცდელობა, დასავლეთის მიმართ თურქეთის ურთიერთობების გაციება გამოიწვია.

ოფიციალური ანკარა ბრალს დებს ფეთულა გიულენს, ისლამისტ კლერკსა და ერდოღანის ყოფილ მოკავშირეს, რომელიც ახლა ამერიკაშია ემიგრირებული, რომ ის იდგა გადატრიალების მცდელობის უკან.  თურქეთის მთავრობის მიერი მისი მოძრაობის დარბევის ფონზე, გიულენი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ჩაფლავებული პუტჩის შემდეგ, ერდოღანმა მიიჩნია, რომ დასავლეთმა მას მხარი არასაკმარისად დაუჭირა.

ერდოღანის რუსეთთან დაახლოებამ, სრული არეულობა გამოიწვია ვაშინგტონთან ურთიერთობებში. 2017 წელს, რუსეთისგან S-400-ის ტიპის ანტისაჰაერი სისტემის შეძენა, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის წითელი ზღვრის გადაკვეთადაა მიჩნეული, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას აშშ-ს სანქციების ფასად დაუჯდა.

ეს გვახსენებს ცივი ომის პერიოდის მოდელს, როდესაც ამერიკელებისგან მიღებული უარის შემდეგ, თურქეთს საბჭოთა კავშირი მძიმე ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარა.

ცივი ომიდან მოყოლებული, მოსკოვი “ყოველთვის მეორე არჩევანს წარმოადგენს თურქეთისთვის, თუკი მიაჩნიათ, რომ აშშ-ს დახმარება არ სურს,” ხოლო მოსკოვს “არასდროს უთქვამს უარი თურქეთსა და დასავლეთს შორის ბარიერები გაჩენის შესაძლებლობაზე,”- თქვა ოზგურ უნლუჰისარჩიკლიმ, German Marshall Fund-ის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელმა.

“ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ,”- აღნიშნა ჯეფრი მანკოფმა, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა. “2015 წლის შემდეგ, რუსეთისთვის ერდოღანი არის ადამიანი, რომელთანაც საქმის დაჭერა შესაძლებელია, ხოლო ის ფაქტი, რომ დასავლეთში ერდოღანი ტოქსიკურ ლიდერად მიიჩნევა, რუსეთს საქმეს უმარტივებს.”

ულგენის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში, მოსკოვმა ერდოღანს ხელი შეუწყო, რათა ხელახლა აირჩიონ: “რუსეთი აშკარად მხარს უჭერს ერდოღანს, ბუნებრივი აირის შეყიდვაზე გადანაწილებული საფასურის დაკისრება, ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.”

იმედგაცრუება და დაღლილობა

ამის საპირისპიროდ, 6 განსხვავებული პარტიისგან შემდგარი ბლოკის – ეროვნული ალიანსის ლიდერ კილიჩდაროღლუს, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენა სურს.

ოპოზიციური ალიანსის სურვილია, რომ განახლოს ევროკავშირიში გაწევრიანების პროცესი და გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები.

რაც მთავარია, ეროვნულ ალიანსში ამბობენ, რომ “ინიციატივებს გამოიჩენენ,” რათა თურქეთი f-35 გამანდგურებლის პროგრამაში დაბრუნდეს, რაც ნატოს პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო გამანადგურებელი შეიძინოს. 2019 წელს, სწორად რუსული S-400-ბის შეძენის მიზეზით ამოიღო ვაშინგტონმა თურქეთი ამ პროგრამიდან.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის არჩევნებზე დასავლეთის სიჩუმის უკან, ევროპასა და ამერიკაში ქილიჩდაროღლუს გამარჯვების სურვილი იმალება.

“არაერთი დასავლელი ლიდერი დაღლილი და იმედგაცრუებულია ერდოღანთან საქმის დაჭერით,”- ამბობს მანკოფი. “მათთვის ერდოღანი არის ლიდერი, რომელსაც დასავლური ტრაექტორიის ნაცვლად, თურქეთის პოპულისტურ და პერსონაზე ორიენტირებულ რეჟიმად ტრანსფორმირება სურს. აქედან გამომდინარე, ისინი მის დამარცხებას სიამოვნებით იხილავდნენ.

ამის პარალელურად, ხედავენ რა, რომ ერდოღანი ეფექტურად ახერხებს ანტი-დასავლური სენტიმენტების მობილიზებას, ეს დასავლეთს ჩუმად ყოფნას აიძლებს,” – მანკოფმა ასევე დამატა, რომ “ის [ერდოღანი] ძალიან ცბიერი და ეფექტური პოლიტიკოსია, ამიტომ არსებობს გონივრული ეჭვა, რომ შესაძლოა ხელახლა აირჩონ, მიუხედავად ყველაფრისა. შესაბამისად, რატომ გაუცხოვდნენ კიდევ უფრო მეტად?”

ევროკავშირში გაწევრიანება “ფაქტობრივად დახურულია” 

ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაშიც, დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას უამრავი სამუშაო დასჭირდება.

ევროკავშირის გაფართოვების იმპულსი გასულ წლებში შემცირდა, მას შემდეგ, რაც 2000-იანი წლებში, ბლოკის გაფართოების უკან, ძირითადად ბრიტანეთი იდგა, რათა ფრანგულ-გერმანული გავლენები შეემცირებინა.

2019 წელს, საფრნაგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წინააღმდეგი იყო, ჩრდილო მაკედონიისთვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარკებების გახსნის, იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირთან ბალკანეთის ორი პრობლემური ქვეყნის ინტეგრაცია გაჭირდებოდა.

ევროკავშირის ბლოკის ორ სახელმწიფოსთან – საბერძნეთთან და კვიპროსთან ცუდი ურთიერთობები, კიდევ უფრო დიდი დაბრკოლებაა თურქეთისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ისტორიული დაძაბულობის შემდეგ, რომელიც ოსმალეთის მიერ საბერძნეთის მართვას უკავშირდება, ათენმა და ანკარამ 1999 წელს “მიწისძვრის დიპლომატიის” გარღვევის წყალობით, ერთმანეთთან ურთიერთობები დაამყარეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ, თვეების განმავლობაში, დამანგრეველი მიწისძვრა განიცადა. თუმცა, ეგეოსის ზღვაში საზღვრის საკითხზე, საბერძნეთმა და თურქეთმა მეტოქეობა განაახლეს, რაც 2010 წელს ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი გაზის მარაგების აღმოჩენას უკავშირდება.

იმავდროულად, თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც აღიარებს თვითგმაოცხადებულ ჩრდილო კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც 1974 წლის ომის შემდეგ, კუნძულის გაყოფის შედეგად წარმოიქმნა.

ეროვნული ალიანსის დაპირების თანახმად, ისინი შეინარჩუნებენ თურქეთის გრძელვადიან პოზიციებს ამ საკითხზე და “განაგრძობენ მისწრაფებას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიერ შეძენილი უფლებების დასაცავად.”

“რასაკვირველია, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა შემცირდება, შესბამისად თურქეთი უფრო ნაკლებად იზოლირებული იქნება და საბერძნეთში შეჭრის მუქარის ნაცვლად, დიპლომატიას გამოიყენებს,”- აღნიშნა უნლუჰისარჩიკლიმ. “იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თურქეთის ევროკავშირის ყველა სხვა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს – და თურქეთს ძალიან ბევრი აქვს ამ მხრივ გასაკეთებელი – კვიპროსი მაინც დიდ გამოწვევად დარჩება, ხოლო საბერძნეთთან მიმართებით, კითხვები კვლავ იარსებებს.”

“კვიპროსის საკითხზე, ოპოზიციის მოსაზრებები არ არის ერდოღანისგან მკვეთრად განსხვავებული,”- ასე აფასებს ეისენსტატი, რომლის თქმითაც “თურქეთისთვის ევროკავშირში მიმავალი გზა, ამ მომენტში ცალსახად დახურულია.”

“ნაკლებად საჩოთირო, მაგრამ მაინც რთული”

ანალოგიურად რთული იქნება აშშ-თან პარტნიორობის აღდგენა, თუკი იმ დაბალ წერტილს გავითვალისწინებთ, რაც ახლა ორ ქვეყანას შორისაა. ნატოს წევრი ქვეყნების სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ერდოღანს რამდენიმე დღეს დასჭირდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მისალოცად, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი, უსაფუძვლოდ აპროტესტებდა შედეგებს.

საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მხოლოდ 3 თვის შემდეგ დაურეკა ერდოღანს.

“როგორც ჩანს, ბაიდენს ერდოღანისთვის ემბარგო აქვს დადებული,” უნლუჰისარჩიკლის თქმით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში ” მაინც გაჩნდება აშშ-თურქეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისის მართვის აუცილებლობა.”

“ქილიჩდაროღლუს მმართველობის პირობებში, მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ნაკლებად რთული, მაგრამ მაინც რთული იქნება,”-ამბობს ეისენსტატი.

როგორც არ უნდა იყოს, რთულად წარმოსადგენია F-35-ის და S-400-ების არსებობა ერთი და იმავე ქვეყნის არსენალში, რადგანაც ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ რუსული სისტემა საფთხეს უქმნის ნატოს წებრების უსაფრთხოებას.

ულგენის თქმით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, თუკი ვაშინგტონი და ანკარა ერთობლივად შეეცდებიან ურთიერთობების გაღრმავებას, მაშინს S-400-ბის საკითხზე კომპრომისის საშუალება შესაძლოა გამოჩნდეს.

“თუკი ორივე მხრიდან მოქნილი მიდგომები იქნება გამოყენებული, შესაძლოა სხვა მოდელების იმპლიმენტაცია რეალისტური გახდეს, გარდა თურქეთის წინააღმდეგ მაქსიმალისტური მიდგომის გამოყენებისა, რაც S-400-ზე უარის თქმას გულისხმობს. ამის ნაცვლად,  შესაძებელია, ამერიკის მიერ ისეთი პირობის გაჟღერება, რაც თურქეთის მხრიდან, რუსული სისტემის გამოყენებას გამორიცხავს.”

ამ ეკლიანი საკითხების გარდა, იმ შემთხვევაში თუკი ქირიჩდაროღლუ გაიმარჯვებს, თურქეთი და დასავლეთი სავარაუდოდ უფრო მარტივად მისაღწევი საკითხების მოგვარებაზე იქნებიან კონცენტრირებული – მაგალითად, ევროკავშირთან თურქეთის საბაჟო კავშირის განახლება.

ასეთი მიდგომით, თურქეთმა შესაძლოა გადაჭრას მიმდინარე პრობლემა, რაც დასავლეთთან მიმართებით, ყველაზე მწვავე გამოწვევად არის მიჩეული: “თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს, მე ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თურქეთი, ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს.”- აღნიშნა ეისენსტატმა.

“ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში საკმაოდ რეალისტური აზრი არსებობს, თუ რისი უზრუნველყოფა შეუძლია დასავლეთს, მოკლევადიან პერიოდში, ორივე მხარის სასარგებლოდ,”- ამბობს ულგენი. “ვფიქრობ, რომ დასავლეთს ექნება საკმაოდ ვრცელი პოლიტიკური სივრცე, ამ გამრჯვებების მისაღწევად – სანამ შემდგომში ვითარება გართულდება.”