,,არ არსებობს არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი”- ლევან ბეჟაშვილი

66
spot_img

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი არ არსებობს, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და ყველა მისი გუნდის წევრია.

როგორც ბეჟაშვილმა მედისთან განაცხადა, ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამბედაობა, აღიაროს არჩევნების შედეგები, მიიღოს ეს შედეგები და დაექვემდებაროს იმ პარტიულ დისციპლინას, რომელიც დამახასიათებელია ყველა პარტიისათვის.

“პარტია არის ერთიანი, ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ. არ არსებობს არანაირი ნიკა მელიას გუნდი და ლევან ხაბეიშვილის გუნდი. “ნაციონალური მოძრაობა” არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ჩვენ ყველანი ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ამიტომ ეს დაყოფები, ფრთები გუნდები და ა.შ. წინა აარჩევნო პერიოდში გასაგები იყო, მაგრამ არჩევნები დამთავრდა და ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამბედაობა, აღიაროს ეს შედეგები, მიიღოს ეს შედეგები და დაექვემდებაროს იმ პარტიულ დისციპლინას, რომელიც დამახასიათებელია ყველა პარტიისათვის.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკრებულოს წევრების გარკვეული კანდიდატების სიიდან ამოღებას, წინა ხელმძღვანელობის დროს ჩვენ გამოვაქვეყნეთ უამრავი დოკუმენტი, როდესაც ნიკა მელიას ხელმოწერით ხდებოდა საკრებულოს წევრების ამოღება. ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა, იყო საკითხები, რომელიც შეთანხმებული იყო, იყო საკითხები, რომელიც შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხად ლევან ბეჟაშვილმა.