როცა ერთსა და იმავე წინადადებას ამბობს მაკრონი, ვითომც არაფერი და ზუსტად იმავე ფრაზას თუ ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, იქცევა ქვეყანა, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა, დაჩი ცაგურიამ მედიასთან განაცხადა
„იწყება – აი, რუსეთში მიგავაქანებენ, რუსეთის აგენტები, კრემლის მონები, ეს რა თქვა, ხალხო, ნახეთ და ა.შ. უკვე გამარჯობას რომ ამბობს პრემიერი, ყველა ფრაზაზე შეუძლიათ, სდიონ. ჩვენთვის საქართველო არის ყველაზე მთავარი და მერე არის ყველა დანარჩენი. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ცა ცისფერია, სამშობლო ჩვენთვის მთავარია, ხომ ასეთი მოცემულობაა ეს? ამას რომ იტყვი ხმამაღლა, რომ სამშობლოა ჩემთვის მთავარი და მერე არის ყველა სხვა დანარჩენი კავშირი და ა.შ, ეგრევე ხარ რუსეთის აგენტი, კრემლის მონა, „გაზპრომიდან“ ფინანსდები და ა.შ. ეს არის სიგიჟე ჩვენ ქვეყანაში. ამათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ეს სიგიჟე აქვთ არჩეული და ყველაფერზე შეუძლიათ, ისტერიკები მოაწყონ. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა ცაგურიამ.
,,ორი ვარიანტია, რიგ ევროპარლამენტარებს ან ინფორმაცია არ აქვთ, ან ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, მე თუ მცემდნენ, მაწამებდნენ, ტელევიზიაში სპეცრაზმი შედიოდა და ა.შ. ასეთ დროს ავი ხმები ამბობენ, რომ შეიძლება, ისინი ვიღაცას სჭირდებოდეს, როგორც თავისი გავლენის აგენტები და ყველაფრის ფასად დაიცვან თავიანთი გავლენის აგენტები. გვარამიაზე და სააკაშვილზე მაქვს საუბარი. ისინი ხომ არასოდეს არ ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველი? მგონი, ყველა ქვეყნის აგენტები იყვნენ, ვისი აგენტობაც არ დაეზარებოდათ. მაგალითად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხომ ძალით შეტენეს? საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა გადამწყვეტი ხმა, ვეტოს უფლება და ყველაფერი. უბრალოდ, რომ არ მისულიყვნენ იმ კენჭისყრაზე, რუსეთი ვერ გახდებოდა წევრი. სააკაშვილი და მისი გუნდი, გვარამია, კეზერაშვილი, უტიაშვილი და ყველა, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, პასუხისმგებელი არიან ამაზე, რომ რუსეთი შეტენეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ აგებენ ამაზე პასუხს?“, – განაცხადა ცაგურიამ.
„ბოლო დროს, განსაკუთრებით გამძაფრებულია ის, რომ ყოველგვარი ეროვნული გვერდით არის გაწეული. ყოველ შემთხვევაში, მეინსტრიმულ საზოგადოებაში და საჯარო სივრცეში ასე ჩანს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერი და ფხიზელი საზოგადოება, რომელიც იქნება მუდმივად მზად, რომ როდესაც ვიღაცას სადღაც რომ მოუნდება, ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და ეროვნული შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს, ეს ვერ შეძლოს. მინდა, 12 ივნისს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში მოვიწვიო აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც საქართველო არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.