ბათუმში, 3 ივნისს, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირიდან სამი, გაათავისუფლეს, ისინი არასრულწლოვნები არიან.
წინასწარი დაკავების იზოლატორში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები – მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე რჩებიან.
დაკავებულები გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები “Говорит Москва” – წარწერის გამო, დააკავეს.