ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გასული დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები”.
როგორც დავით ასათიანი განმარტავს, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!
„რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის:
როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!
პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს“, – წერს დავით ასათიანი.