ბელგოროდიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, რუსეთმა 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდიდან ევაკუირებულთა შორის 600 ბავშვია.
მისივე თქმით, ოლქის მოსახლეობა ახლა „ფაქტობრივი ომის პირობებში“ ცხოვრობს.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინული მხარე არაერთხელ დაადანაშაულეს, თუმცა უკრაინა რუსულ ოლქში მისი სამხედროების შეჭრას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციებში ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრები მონაწილეობენ.