Home Blog Page 2021

„უნგრელმა ხალხმა ამ ომისთვის მაღალი ფასი გადაიხადა“ – პიტერ სიიარტო ზელენსკის პასუხობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთმა უკრაინაში ომისთვის „ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ დაწერა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნგრეთის ქცევა და ურთიერთობები, ნატოს მოკავშირის სტატუსს არ შეესაბამება.

მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც ნატოს წევრის ქცევა შეუსაბამო.

„უნგრელმა ხალხმა უკვე გადაიხადა უკიდურესად მაღალი ფასი ამ ომისთვის. ბევრი უნგრელი დაიღუპა ამ ომში,“ – აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.

,,ამის ერთადერთი მიზანია საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა, თუ რა განცხადებებს აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოეთში, ევროპელ პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვაქვს შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ისინი გვეუბნებიან მათ შორის იმასაც, თუ რაზე საუბრობენ მათთან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და რაზეც ისინი საუბრობენ, ეს რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ისინი საუბრობენ ზუსტად იგივე რიტორიკით, რა რიტორიკითაც გამოირჩევიან საქართველოში. მათ შორის. ისინი საუბრობენ უმძიმესი ტერმინოლოგიით და ცდილობენ ყველაფერი წარმოაჩინონ სრულიად განსხვავებულად იმისგან, რაც არის საქართველოში სინამდვილე. ამის ერთადერთი მიზანია საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეცადეთ სხვებთან, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობისა და აგრესიის გამოვლენას მოერიდოთ. თქვენი მოუთმენლობა და პრეტენზიები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ ორმხრივი ბრალდებები თქვენს გეგმებში არ შედის, გონივრული კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანებს ის არ უნდა უთხრათ, რისი მოსმენაც თავად არ გინდათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი პრობლემები დროებით დაივიწყოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე იზრუნოთ. შესაძლოა, მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მისი მოსმენა მოგიწევთ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დიდხანს იფიქროთ, დაეხმაროთ თუ არა ვიღაცას ფულით, თანამდებობით და კავშირებით? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაეხმაროთ, რადგან სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ, სამყარო კი უფრო ნათელი და უკეთესი გახდება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, თავზე გარშემომყოფთა კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. ადამიანები თქვენს უმცირეს შეცდომასაც კი ხედავენ, ხოლო თუ შეცდომები არაა, სიამოვნებით გამოიგონებენ. ეცადეთ შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ. ბოლოს და ბოლოს, არ აკრიტიკებენ იმას, ვინც არაფერს აკეთებს.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან სამსახურში პრობლემებს გიქმნით. არაკეთილმოსურნე ადამიანებმა რომ თქვენი დაზიანება ვერ შეძლონ, ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

ლომი

ამ დღეს კარგად აკეთებთ საქმეს, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. განსაკუთრებით კარგად ფულის დათვლა გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაღაზიებში სიარულის დრო გამონახოთ – ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი თავი ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე გიყენიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ და სხვების აზრით არ ინტერესდებით. გარშემომყოფებს თქვენი თავდაჯერებულობა არ მოსწონთ, ამიტომ თქვენი კეთილი განზრახვების მიუხედავად, მოსალოდნელია კონფლიქტები და წინააღმდეგობა.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე დაივიწყოთ და ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. დაფიქრდით, ყველაზე ძვირფას ადამიანს ბოლოს გულწრფელად როდის ესაუბრეთ? თქვენს შორის უხილავი ძაფები რომ არ გაწყდეს, ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი?

მორიელი

ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულების დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან თქვენს თვალწინ საოცარი მოვლენა მოხდეს. არც სასიყვარულო მაგიაა გამორიცხოთ. რატომაც არა? სიყვარულიც ხომ სასწაულია, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი, გამოცდილი საშუალებები მოგიტანთ. თავი შეიკავეთ გაბედული ექსპერიმენტებისგან თუ გსურთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობს და სწორედ კონსერვატიული მიდგომა დაგეხმარება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.

თხის რქა

მთელ დღეს გარშემომყოფებისთვის უანგარო რჩევების მიცემაში გაატარებთ. ამასთან, რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან პრაქტიკული იქნება! იგივე ადამიანები თქვენი კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყვნენ – რჩევების მიცემისა და დახმარების გარდა, მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ მიუთითოთ შეცდომისა და ნაკლოვანებისკენ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ თავად ხართ – ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და წყობიდან გამოჰყავხართ. ეს შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში წყენისა და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და რაიმე სასიამოვნო აკეთოთ – მაგალითად, სპორტდარბაზში ივარჯიშოთ ან მხიარულ ფილმს უყუროთ.

თევზები

 

ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა – ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუ გსურთ, რომ ამ დღემ ნაკლები იმედგაცრუება მოგიტანოთ, გირჩევთ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. დიახ, შრომითი წარმატებებით თავს ვერ გამოიჩენთ, მაგრამ ვერც რამეს გააფუჭებთ.

რესპუბლიკის მოედანზე აქცია დასრულდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია „მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დასრულდა.

აქცია „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ იყო ორგანიზებული და იგი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. აქციის მონაწილეებს ზაზა პაპუაშვილმა, „უცნობმა“ და სხვა ცნობილმა სახეებმა მიმართეს.

,,დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს. რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა. და ჩვენ ვიცით თუ რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე. მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ზუსტად იმ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც ასე დავიმსახურეთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დასასრულს მან  აქციის ორგანიზატორები სცენაზე მიიწვია და მათთან ერთად სამშობლოზე იმღერა

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია „მოვდივარ“ მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები გააცნო.

„1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!

2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვაქვს არჩევნები და თუ რამე არ მოგვწონს, ეს უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით.

3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.

4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის.

5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.

6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.

7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.

8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა. აი ამისთვის მოვედით თქვენთან“, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

“მამაჩემი სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით”- რუსუდან შარაძე

მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს, შევახსენებ ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები“.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ აქ ყველას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. თავს უფლება მივეცი ერთადერთი მიზნის გამო, ყველას შეგახსენოთ, რომ მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ ამისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს და მინდა, შევახსენო ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ. მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, თქვენთან ერთად, ისევ იგივე მოთხოვნით, მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, რადგან არ გვაქვს უფლება, ჩვენი შვილები, შვილიშვილები ასე არ უნდა გაიზარდონ. მათ უნდა ჰქონდეთ დრო, საშუალება, რომ განვითარდნენ, განათლება მიიღონ, წინ წავიდნენ და მოუარონ ამ ქვეყანას ისე, როგორც იმსახურებს და რაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. ბოლოს, უმორჩილესად მინდა, გთხოვოთ, მომეხმარეთ, რომ სიმართლე ყველგან მივიტანოთ. მე თქვენ გარდა არავინ მყავს, მხოლოდ თქვენი, ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

,,მოვდივართ იმიტომ რომ არავინ გაბედოს სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით” – ზაზა პაპუაშვილი

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უცნობისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ“ დაიწყო.

აქციის სლოგანია – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უერთდებიან.

„არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს არის მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე აჟღერებენ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ბედი ვერც მოსკოვში, ვერ ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც კიევში გადაწყდება.

„ცვლილება უნდა გამოვიწვიოთ ქვეყანაში, ჯერ ერთმანეთს მოვეხმაროთ გათავისუფლებაში. ისმის სულ ტყუილი, სულ დამცირება… უამრავ ადამიანს შესტკივა თავის ქვეყანაზე გული და რატომ უნდა ვიცხოვროთ დაძაბულობაში მუდმივად?

ძალიან ბევრი ადამიანი ქილიკობდა, სად მიდიხართ? რატომ მიდიხართ? რატომ იძახით მოვდივარ? მოვდივართ იმიტომ რომ მოვეფეროთ და სიყვარული ავუხსნათ ჩემს ქვეყანას,  დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ, მოვდივართ იმიტომ რომ არავინ გაბედოს სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით.

ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ რომ დასრულდეს ეს აგრესია და დამღუპველი გაუცხოება“, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

,,ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია” – შაქარაშვილი

ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია – არ ავარევინებთ ამ ქვეყანას, ვისაც არეულობა უნდა, იცოდეს, რომ ვერც ერთ საელჩომდე თავშესაფრის მისაღებადაც ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე, ჟურნალისტებთან ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ მშვიდობას არავის “გაანიავებინებენ”. “ძალიან ამაღლებული განწყობაა მიუხედავად ამინდისა, რადგან აქ ქართველი ხალხი მოსულია საკუთარი ქვეყნის დასაცავად, რომ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას ხმა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს ბედი ვერ გადაწყდება ვერც მოსკოვში, ვერც ბრიუსელში და ვერც კიევში, საქართველოს ბედი გადაწყდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში – აქ, საქართველოში. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა მოგვწონდეს, რა უნდა გვიხაროდეს, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. გამოვედით იმისათვის, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია, ეს იქნება ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვი თუ სხვა რომელიმე დედაქალაქი. ვეუბნებით ყველას, ხელისუფლებას პარტნიორებს, დაუძინებელ მეგობრებს, მათ შორის, მტრებს: რა უნდა მოგვწონდეს, როგორ ვიცხოვროთ, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მშვიდობა წინაპრებმა მოიტანეს ძალიან ბევრი შრომის, სისხლის, თავგანწირვის ფასად, ამას არ დავთმობთ, არ გავანიავებინებთ. არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. ვისაც ამ ქვეყანაში არეულობა უნდა, უნდა იცოდეს, ვერც ერთ საელჩომდე თავშესაფრის მიღებამდეც ვერ მიაღწევს და ეს გაითვალისწინოს,” – განაცხადა შაქარიშვილმა. ინფორმაციისთვის, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

,,29 აპრილს ხალხმა ყველაფერი თქვა” – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩატარებულ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ხალხმა ყველაფერი თქვა. 29 აპრილის არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) ძლიერად ასახავს ელექტორატის მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა ვემსახუროთ ხალხს უფრო მაღალი დემოკრატიული მანდატითა და ლეგიტიმაციით“, – წერს პაპუაშვილი.

,,ამ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტო პროექტი წარმატებული გახდა”- აშშ დამკვირვებელი

შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მედიისთვის განცხადება გააკეთეს. მათ შორის იყო დინ ლოგანიც – დამკვირვებელი აშშ-დან, რომელიც პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.

ყველაფერი ხდებოდა გამჭირვალე მეთოდით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ, რომ სიტუაცია ეკონტროლებინათ და კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველა საარჩევნო უბანი

„კოლეგებთან ერთად მქონდა საშუალება დავსწრებოდი პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავ, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც ამ არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, წარმატებული გახდა. კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე, იყო უზრუნველყოფილი თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გამართულად მუშაობდნენ კომისიის წევრები“, – აღნიშნა ლოგანმა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში 29 აპრილს ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე წარადგინა. დათვლილია 165-ვე უბანი, მათ შორის 117 ელექტრონული და 48 ტრადიციული.

,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მუქარით აღსავსე ტონი ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტი (ფოტოები)

„რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის.

„ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე.

უკრაინის გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს… მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ. ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ.

„თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ.

მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური.

 

ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება. გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა!

თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს! თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა.

ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ორსულობასაც მალავდა. ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელია და ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.

შსს-ცნობით,გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.