,,ამ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტო პროექტი წარმატებული გახდა”- აშშ დამკვირვებელი

66
spot_img

შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მედიისთვის განცხადება გააკეთეს. მათ შორის იყო დინ ლოგანიც – დამკვირვებელი აშშ-დან, რომელიც პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.

ყველაფერი ხდებოდა გამჭირვალე მეთოდით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ, რომ სიტუაცია ეკონტროლებინათ და კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველა საარჩევნო უბანი

„კოლეგებთან ერთად მქონდა საშუალება დავსწრებოდი პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავ, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც ამ არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, წარმატებული გახდა. კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე, იყო უზრუნველყოფილი თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გამართულად მუშაობდნენ კომისიის წევრები“, – აღნიშნა ლოგანმა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში 29 აპრილს ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე წარადგინა. დათვლილია 165-ვე უბანი, მათ შორის 117 ელექტრონული და 48 ტრადიციული.