რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს

127
spot_img

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია „მოვდივარ“ მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები გააცნო.

„1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!

2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვაქვს არჩევნები და თუ რამე არ მოგვწონს, ეს უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით.

3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.

4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის.

5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და კატეგორიულად მოვითხოვთ, შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.

6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.

7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.

8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა. აი ამისთვის მოვედით თქვენთან“, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.