,,მოვდივართ იმიტომ რომ არავინ გაბედოს სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით” – ზაზა პაპუაშვილი

141
spot_img

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უცნობისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ“ დაიწყო.

აქციის სლოგანია – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უერთდებიან.

„არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს არის მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე აჟღერებენ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ბედი ვერც მოსკოვში, ვერ ვაშინგტონში, ვერც ბრიუსელსა და ვერც კიევში გადაწყდება.

„ცვლილება უნდა გამოვიწვიოთ ქვეყანაში, ჯერ ერთმანეთს მოვეხმაროთ გათავისუფლებაში. ისმის სულ ტყუილი, სულ დამცირება… უამრავ ადამიანს შესტკივა თავის ქვეყანაზე გული და რატომ უნდა ვიცხოვროთ დაძაბულობაში მუდმივად?

ძალიან ბევრი ადამიანი ქილიკობდა, სად მიდიხართ? რატომ მიდიხართ? რატომ იძახით მოვდივარ? მოვდივართ იმიტომ რომ მოვეფეროთ და სიყვარული ავუხსნათ ჩემს ქვეყანას,  დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ, მოვდივართ იმიტომ რომ არავინ გაბედოს სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით.

ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ რომ დასრულდეს ეს აგრესია და დამღუპველი გაუცხოება“, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.